სალიტა ჩუბინიძის ფანები
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
სალიტა ჩუბინიძის ფანები

სალიტა ჩუბინიძის ფანები
 
HomeHome  GalleryGallery  SearchSearch  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
შემოგვიერთდით ფეისბუქსზე
Poll
მოგწონთ ფორუმი?
 ძალიან
 კი
 ისე რა
 არა
View results
რეკლამა
გაბრიელ გარსია მარკესი Beaa3198ce8a  გაბრიელ გარსია მარკესი Fe417155dfc0
დომეინი
www.wsa.ge

 

 გაბრიელ გარსია მარკესი

Go down 
5 posters
AuthorMessage
tako___12




პოსტები: : 44
ქულები: : 58
მოხდილი მადლობები: : 0
დარეგისტრირების თარიღი : 12.02.12

გაბრიელ გარსია მარკესი Empty
PostSubject: გაბრიელ გარსია მარკესი   გაბრიელ გარსია მარკესი Icon_minitimeFri Mar 02, 2012 9:07 pm

გაბრიელ გარსია მარკესი 6786dbfba7dc2f693392bb7a0f47d5c4
გაბრიელ გარსია მარკესი 65a2ae72f0b92f7485b4c13242fdd936
გაბრიელ გარსია მარკესი 8e4d5c967108c8ab95dd991cdde7aa2f

გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (Gabriel José García Márquez) (დ. 6 მარტი, 1928) კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა ქალაქ არაკატაკაში მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკაში და ევროპაში გაატარა. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს მეხიკოში ატარებს.
გარსია მარკესი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ლიტერატურული სტილის, მაგიური რეალიზმი, წამყვანი ფიგურა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მწერლობა ამ სტილისთვის ემბლემურია, მისი კატეგორიზაცია მხოლოდ მასში შეუძლებელი იქნებოდა.


ცხოვრება და შემოქმედება [რედაქტირება]

გაბრიელ გარსია მარკესი 046baf399d253861326ce91632660aab

გაბრიელ გარსია მარკესი
გარსია მარკესი კარიერას იწყებს როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობს ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.
მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები "დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი" იყო, რომელიც მან პირველად გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით გამოაქვეყნა 1955 წელს. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობს, რაც საბოლოოდ გემის დაღუპვის მიზეზი ხდება, ჭარბტვირთიანობის გამო. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რამეთუ მასში მოთხრობილი ამბები ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გამოცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ–გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი პერსონა ნონ გრატად აქცია საკუთარ სამშობლოში. შემდგომში ეს საგაზეთო პუბლიკაციები 1970 წელს ერთ წიგნად გამოიცა რომანის სტატუსით.
მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ–გარსია მარკესი მისი შემდგომი ნაწარმოებების წყალობით XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია. 1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა" და "სიყვარული შავი ჭირის დროს". ამ ნაწარმოებებიდან გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში უცვლელი პერსონაჟები ხდებიან მისი ნაწარმოებებისა.
გაბრიელ გარსია მარკესის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები, თუ წიგნის გაყიდული ეგზემპლარებითა და მკითხველი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ვიმსჯელებთ, რომანი "მარტოობის ასი წელიწადი" გახდა (ქართულად თარგმნა ელზა ახვლედიანმა). ეს რომანი მწერალმა 1967 წელს დაწერა და პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. წიგნი მოგვითხრობს გამოგონილი სოფლის, მაკონდოს მცხოვრებლების რამდენიმე თაობაზე, სოფლის დაარსებიდან უკანასკნელი ბუენდიას დაღუპვამდე. წიგნში ნაამბობია მარტოობის იმ ას წელიწადზე, რომელიც თან სდევდა ბუენდიების გვარის წარმომადგენლების ცხოვრებას თაობიდან თაობამდე. ამ რომანით გაბრიელ გარსია მარკესმა რომულო გალეგოს პრემია დაიმსახურა 1972 წელს. 1982 წელს კი მას ნობელის პრემია მიენიჭა, მისი ნაყოფიერი და შემოქმედებითი ლიტერატურული კარიერისათვის.
1999 წელს გაბოს ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს – ლიმფური სისხლძარღვების კიბო, ამ მოვლენამ მწერალს მემუარების წერა დააწყებინა. 2000 წელს მთელს მსოფლიოს ელვასავით მოედი ახალი ამბავი, მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო პერუს დედაქალაქ ლიმაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთში, "ლა რეპუბლიკა"–ში დაბეჭდილი არასწორი ინფორმაციის გამო.
2002 წელს მარკესმა გამოაქვეყნა მისი მემუარების კრებული, რომელსაც სათაურად სამი ესპანურ სიტყვა უძღოდა წინ: Vivir para contarla (იცხოვრო, რათა მოყვე). მარკესს მისი მემუარების გამოცემა სამ ტომად აქვს ჩაფიქრებული და ეს წიგნი პირველი ტომია მისი უზარმაზარი ავტობიოგრაფიული შრომისა. გამოცემისთანავე წიგნი ბესტსელერად იქცა ესპანურენოვან სამყაროში. ამ წიგნის 2003 წელს გამოცემული თარგმანი კი – ახალ ბესტსელერად იქცა.

ბიბლიოგრაფია

რომანები
1962 – ავბედითი საათი (La mala hora)
1967 – მარტოობის ასი წელიწადი (Cien años de soledad)
1975 – პატრიარქის შემოდგომა (El otoño del patriarca)
1981 – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (Crónica de una muerte anunciada)
1985 – სიყვარული შავი ჭირის დროს (El amor en los tiempos del cólera)
1989 – გენერალი მის ლაბირინთში (El general en su laberinto)
1994 – სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ (Del amor y otros demonios)
მოთხრობები და ნოველები [რედაქტირება]
1947 – ცისფერი ძაღლის თვალები (Ojos de perro azul)
1955 – ფოთლების ქარიშხალი (La hojarasca)
1961 – პოლკოვნიკს არავინ სწერს (El coronel no tiene quien le escriba) (თარგმნა თეა გვასალიამ)
1962 – დიდედის დასაფლავება (Los funerales de la Mamá Grande)
1968 – ძალიან მოხუცი კაცი უზარმაზარი ფრთებით (Un señor muy viejo con unas alas enormes)
1978 – დაუჯერებელი და სამწუხარო ამბავი უმწიკვლო ერენდირასი და მისი გულქვა დედინაცვალისა (La increíble y triste historia de la cándida Eréndira y de su abuela desalmada)
1992 – ყარიბი პირიგრიმები (Doce cuentos peregrinos)
1995 – მოხდენილი დამხრჩვალი მამაკაცი თანამედროვე სამყაროში
2004 – სევდიანი მეძავების მემუარები (Memoria de mis putas tristes)
არამხატვრული [რედაქტირება]
1970 – დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი (Relato de un náufrago)
1986 – მიგელ ლიტინის იატაქვეშა თავგადასავლები ჩილეში (Las Aventuras de Miguel Littín Clandestino en Chile)
1996 – ბავშვის გატაცების უწყება (Noticia de un secuestro)
2002 – იცხოვრო, რათა წერო (Vivir para contarla)




ჩემი უსაყვარლესი სიტყვები

”ბოლო სიტყვა” გაბრიელ გარსია მარკესი



თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ..დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას..ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს, მესმის რომ თითოეულს სურს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს, ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!! თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შიშვლად გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც.. ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას, ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს..ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა.. ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა…არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს, დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.. ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ ძალუძს როცა ბერდებია.მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან როცა კარგავენ შეყვარების უნარს..პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის ფრენის სწავლის ფრთებს მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თგვენგან ხალხოო…..დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასდროს გაუშვებს მას. ვიწვალე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლება შეიძლება თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები.. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინერეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი “მიყვარხარ” თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი… ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ეხლა მე ვცდები და დღეს მეტი არაფერი დაგრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებ… ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული – ახალგაზრდას თუ მოხუცს, შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეასრულე შენი საყვარელი ადამიანის უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმათ ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქისად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა “”ვწუხვარ”" , “”მაპატიე”" , “”გეთაყვა”" , “”გმადლობთ”" , და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით.. შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსათხოვებლად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.

Back to top Go down
Mari-Sali

Mari-Sali


პოსტები: : 296
ქულები: : 376
მოხდილი მადლობები: : 24
დარეგისტრირების თარიღი : 31.01.12
ასაკი : 26
კომენტარი: : მიიიიიიყვარხააარ პარუუნჩიიკ<3
გაბრიელ გარსია მარკესი C2c75f70552cb9b919c1bc36553f5354
გაბრიელ გარსია მარკესი Fbd0bebdf22f1769b3a09a82ad03e1f1
რა ცხოვრებებიი არიააან <3:**
გაბრიელ გარსია მარკესი 275f09623fe8605b88a30a1a0743ec18

გაბრიელ გარსია მარკესი Empty
PostSubject: Re: გაბრიელ გარსია მარკესი   გაბრიელ გარსია მარკესი Icon_minitimeSat Mar 03, 2012 5:52 am

6 marts daibadaa :d
Back to top Go down
sali_salita

sali_salita


პოსტები: : 323
ქულები: : 398
მოხდილი მადლობები: : 39
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
მდებარეობა: : tbilisi
კომენტარი: : აუ რაღაც არაამქვეყნიურად ვარ, ბუნებაში მინდა,სიყვითლეში, ბევრი ფოთოლი მინდა, მარტო ყოფნა და სასიამოვნო სიმღერა მინდა, გახსენება მინდა, თურმე ფუჭად დაკარგული დროის... უკან დაბრუნება მინდა იმ დღეს როდესაც გაგიცანი, რას ვიზავდი? ამოვშლიდი იმ დღეს და ვიქნებოდი ისევ ის მხიარული, ნათელი გოგონა ♥️ ♥️ ♥️

გაბრიელ გარსია მარკესი Empty
PostSubject: Re: გაბრიელ გარსია მარკესი   გაბრიელ გარსია მარკესი Icon_minitimeSat Mar 03, 2012 3:40 pm

ვაიმე ხოოო... მაარ, 3 დღეში დაბ. დღეს მოგილოცააავ 231232132
Back to top Go down
Mari-Sali

Mari-Sali


პოსტები: : 296
ქულები: : 376
მოხდილი მადლობები: : 24
დარეგისტრირების თარიღი : 31.01.12
ასაკი : 26
კომენტარი: : მიიიიიიყვარხააარ პარუუნჩიიკ<3
გაბრიელ გარსია მარკესი C2c75f70552cb9b919c1bc36553f5354
გაბრიელ გარსია მარკესი Fbd0bebdf22f1769b3a09a82ad03e1f1
რა ცხოვრებებიი არიააან <3:**
გაბრიელ გარსია მარკესი 275f09623fe8605b88a30a1a0743ec18

გაბრიელ გარსია მარკესი Empty
PostSubject: Re: გაბრიელ გარსია მარკესი   გაბრიელ გარსია მარკესი Icon_minitimeSat Mar 03, 2012 4:05 pm

sali_salita wrote:
ვაიმე ხოოო... მაარ, 3 დღეში დაბ. დღეს მოგილოცააავ 231232132
მეე კიდეე შეეენ იჯიჯიჯიჯი იჯიჯიჯიჯი
Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

გაბრიელ გარსია მარკესი Empty
PostSubject: Re: გაბრიელ გარსია მარკესი   გაბრიელ გარსია მარკესი Icon_minitimeSat Mar 03, 2012 5:46 pm

უკაცრავად მაგრამ ეს არ უნდა იდოს სხვადასხვა მსახიობების თემასი ?
Back to top Go down
salita_salita :*

salita_salita :*


პოსტები: : 94
ქულები: : 124
მოხდილი მადლობები: : 12
დარეგისტრირების თარიღი : 08.02.12
მდებარეობა: : ჩემს ოცნებაში
კომენტარი: : გაბრიელ გარსია მარკესი Ab56aaeeb2b14d18893519c4f35f62bd

გაბრიელ გარსია მარკესი Empty
PostSubject: Re: გაბრიელ გარსია მარკესი   გაბრიელ გარსია მარკესი Icon_minitimeSun Mar 04, 2012 6:07 am

Madridista xP )) wrote:
უკაცრავად მაგრამ ეს არ უნდა იდოს სხვადასხვა მსახიობების თემასი ?

msaxiobi ar aris da msaxiobebis temashi rato unda idos?
Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

გაბრიელ გარსია მარკესი Empty
PostSubject: Re: გაბრიელ გარსია მარკესი   გაბრიელ გარსია მარკესი Icon_minitimeSun Mar 04, 2012 6:49 am

ukacravad mashin
Back to top Go down
Mari-Sali

Mari-Sali


პოსტები: : 296
ქულები: : 376
მოხდილი მადლობები: : 24
დარეგისტრირების თარიღი : 31.01.12
ასაკი : 26
კომენტარი: : მიიიიიიყვარხააარ პარუუნჩიიკ<3
გაბრიელ გარსია მარკესი C2c75f70552cb9b919c1bc36553f5354
გაბრიელ გარსია მარკესი Fbd0bebdf22f1769b3a09a82ad03e1f1
რა ცხოვრებებიი არიააან <3:**
გაბრიელ გარსია მარკესი 275f09623fe8605b88a30a1a0743ec18

გაბრიელ გარსია მარკესი Empty
PostSubject: Re: გაბრიელ გარსია მარკესი   გაბრიელ გარსია მარკესი Icon_minitimeSun Mar 04, 2012 7:52 am

es kaci saertod ra shuashiaa?am temashi?
Back to top Go down
tako___12




პოსტები: : 44
ქულები: : 58
მოხდილი მადლობები: : 0
დარეგისტრირების თარიღი : 12.02.12

გაბრიელ გარსია მარკესი Empty
PostSubject: Re: გაბრიელ გარსია მარკესი   გაბრიელ გარსია მარკესი Icon_minitimeMon Mar 05, 2012 2:02 pm

ravi abaaaaaa .... yvelaferi yvelaferze anu tavisufali temebioo da sxvagan saad chameweraa?
Back to top Go down
Sponsored content





გაბრიელ გარსია მარკესი Empty
PostSubject: Re: გაბრიელ გარსია მარკესი   გაბრიელ გარსია მარკესი Icon_minitime

Back to top Go down
 
გაბრიელ გარსია მარკესი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
სალიტა ჩუბინიძის ფანები :: სხვადასხვა თემები :: ყველაფერი ყველაფერზე ანუ თავისუფალი თემები-
Jump to: