სალიტა ჩუბინიძის ფანები

სალიტა ჩუბინიძის ფანები
 
HomeHome  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
შემოგვიერთდით ფეისბუქსზე
Poll
მოგწონთ ფორუმი?
 ძალიან
 კი
 ისე რა
 არა
View results
რეკლამა
 
დომეინი
www.wsa.ge

Share | 
 

 სასწაული...

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
tako___12



პოსტები: : 44
ქულები: : 58
მოხდილი მადლობები: : 0
დარეგისტრირების თარიღი : 12.02.12

PostSubject: სასწაული...   Fri Mar 02, 2012 9:48 pm

სასწაული — ღვთიური, იმქვეყნიური ძალით გამოწვეული ზებუნებრივი მოვლენები რელიგიურ და მითოლოგიურ წარმოდგენებში. გადატანითი მნიშვნელობით - რაღაც განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი მოვლენა.


მარმარილოს ქანდაკად ქცეული ქალიშვილი
(1956 წელს ქ. სამარაში მომხდარი ფაქტის შესახებ)
ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა თავს 1956 წელს

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს ახალი სტილით, მისმა ქალიშვილმა, სახელად ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად საცეკვაო გართობებიც ჰქონდათ გათვალისწინებული. რაკიღა შობის მარხვა იდგა, დედამ თხოვა ზოიას, ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე.

სტუმრები თითიქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, სახელად კოლია, არ ჩანდა. ახალგაზრდებმა მას აღარ დაუწყეს ლოდინი და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და განაცხადა: „რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავკიდებ ხელს და მასთან ვიცეკვებ!“ გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა. მან კი უპასუხა: „თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!“

ჩართეს საცეკვაო მელოდიები და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ცეკვის ტაქტს, რომ ოთახში ანაზდად წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორია ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა. მხირულება უეცარმა ელდამ შეცვალა. შიშისაგან თავზარდაცემულნი, ყველანი გავარდნენ ოთახიდან. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმიდა ნიკოლოზის ხატით. გამოძახებაზე მისული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ ვერ მოიყვანა ქალიშვილი გონს. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, ტყდებოდა და იღუნებოდა ზოიას მარმარილოს სხეულზე. უნდოდათ მისი საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს - ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ზოია ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან მას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარს ჭამა.

როდესაც დედა ეკლესიიდან დაბრუნდა და თავისი ქალიშვილი ამგვარ ყოფაში იხილა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. უფლის გულმოწყალებისადმი მისმა რწმენამ და ღმერთისადმი აღვლენილმა მხურვალე ლოცვებმა, შვილისათვის ტანჯვათა შემსუბუქების თხოვნით, მის ქალიშვილს აღუდგინა სასიცოცხლო ძალა. იგი ცრემლებით თხოვდა ღმერთს პატიებას და დახმარებას.

პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა - უამრავი ხალხი ირეოდა მის გარშემო; საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნენი, ცნობისმოყვარენი, სასულიერო პირები. მაგრამ მალე, ხელისუფლების ორგანოების განკარგულებით, შენობაში შეღწევის ყოველგვარი საშუალება აღკვეთილ იქნა გარეშე მნახველებისათვის. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. ამ მორიგეთაგან (რომელთა შორის იყვნენ 28-32 წლის ახალგაზრდები) მრავალი გაჭაღარავდა იმ შემზარავი სურათის მხილველნი, როდესაც ზოია საშინელი ხმით გაჰყვიროდა: „ - დედა, ილოცე; ცოდვებში ვიღუპებით, ილოცე!“ ამ დროს მის გვერდით მდუღარე ცრემლების ფრქვევით ლოცულობდა დედამისი.


მღვდელმონაზონი სერაფიმე


მოგვიანებით ზოიასთან დაშვებულ იქნა რამდენიმე ადამიანი. მოსკოვიდან ჩამოვიდა მედიცინის პროფესორი, რომელმაც დაადასტურა, რომ ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა გარეგნული გაშეშებისა და გაქვავებულობის მიუხედავად. დედის თხოვნით მოწვეულ იყვნენ სასულიერო პირები, რათა ზოიას ხელიდან გამოეხსნათ წმიდა ნიკოლოზის ხატი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს გამოეცალათ ხატი მისი გაქვავებული ხელისგულებისთვის. ქრიტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე, რომელმაც აღავლინა ლოცვა, აკურთხა ოთახი, რის შემდეგაც მას მინებდა ზოიას ხელები და ხატს, სათანადო პატივის მიგების შემდეგ, პირვანდელი ადგილი მიუჩინეს. ბერმა ბრძანა: „ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც იგი მოგვივლენს დიდი დღესასწაულისთვის (ე.ი. აღდგომისათვის). თუ ეს არ მოხდა, მაშ, ახლო ყოფილა ქვეყნის აღსასრული“. იგივე გაიმეორა მოსკოვის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც.

ხარების დღესასწაულის წინ მოვიდა ერთი სათნო გამომეტყველების მოხუცი და ზოიასთან შეშვება ითხოვა, მაგრამ მილიციელებისაგან ცივი უარი მიიღო. იგი მეორე დღესაც მოვიდა, მაგრამ ახლა უკვე სხვა მორიგეებმა არ დართეს შესვლის ნება. მესამედ, უკვე უშუალოდ ხარება დღეს, მორიგეებმა შეუშვეს და მათ ყურს მისწვდა, თუ როგორ ეუბნებოდა იგი ზოიას დაყვავებით: „რაო, მოგბეზრდა დგომა?“

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მორიგეებს სურდათ უკან გამოესტუმრებინათ მოხუცი, იგი მათ აღარ დახვდა (ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იყო თვით საკვირველმოქმედი ნიკოლოზი).

ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში (128 დღე), თვით აღდგომამდე, რომელიც იმ წელს უწევდა 23 აპრილს (6 მაისს ახალი სტილით).

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ღამეს ზოიამ განსაკუთრებულად ხმამაღალი ძახილით დაიწყო მოწოდება: „ილოცეთ!“ ღამის გუშაგებმა ვერ აიტანეს მისი საცოდაობა და ჩაეკითხნენ: „ასეთი ხმით რად ყვირიხარ?“ და მიიღეს პასუხად: „საშინელი ცეცხლით იწვის დედამიწა! ილოცეთ! მთელი დედამიწა ცოდვებში ინთქმება. ილოცეთ!“

და ამ დროს მას უეცრად დაუბრუნდა სიცოცხლის ნიშანწყალი: მისი კუნთები მოეშვა და სხეულიც დამყოლი გახდა. ზოია ჩააწვინეს ლოგინში, მაგრამ ის განუწყვეტლივ ყველას უხმობდა და ითხოვდა ელოცათ ცოდვებით აღვსილი სამყაროსათვის, უკანონობაში ჩაფლული ქვეყნიერებისათვის.

- რით არსებობდი ამ ხნის განმავლობაში? - ეკითხებოდნენ მას. - ვინ გასაზრდოებდა?

- მტრედები, მტრედები მაწვდიდნენ საკვებს, - პასუხობდა ზოია, რითაც ცხადლივ გვეუწყება, რომ შეწყალება და პატიება მოდიოდა თვით უფლის შემოქმედი მარჯვენისგან. უფალმა მიუტევა მას ცოდვები, ღვთის წმიდა სათნომყოფლის, ყოვლადმოწყალე ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის მეოხმყოფლობითა და უმძიმესი განსაცდელის, 128 დღის მანძილზე ფეხზე დგომის საზღაურად.

მომხდარმა ფაქტმა იმდენად იმოქმედა სამარის მცხოვრებლებზე, რომ მრავალმა ადამიანმა, ვინც ამ სასწაულს ხედავდა, ვისაც ესმოდა ზოიას ყვირილი და ვედრება - ელოცათ ცოდვებში მყოფი ადამიანებისათვის, ირწმუნეს ღმერთი. მოუნათლავები ინათლებოდნენ, მოუნანიებელნი ეკლესიებში მიიჩქაროდნენ აღსარების სათქმელად; ვინც ჯვარს არ ატარებდა, ყველამ დაიწყო ტარება - იმდენად დიდი იყო ახლადმოქცეულთა რაოდენობა, რომ ეკლესიებში ყველასათვის სამყოფი ჯვრები არ აღმოჩნდა.

შიშითა და თვალზე მომდგარი ცრემლებით თხოვდა ხალხი ღმერთს საკუთარი ცოდვების შენდობას და თან ზოიას სიტყვებს იმეორებდა: „საშინელება ხდება. დედამიწა იწვის, ცოდვებში ვიღუპებით. ილოცეთ. ადამიანები უკანონობის შედეგად წარწყმდებიან.“

აღდგომის მესამე დღეს ზოიას სული მიიღო უფალმა - აღესრულა მხევალი ღვთისა, რომელმაც თავისი მძიმე ცოდვები 128 დღის ფეხზე დგომით გამოისყიდა. სულიწმიდა იფარავდა მისი სულის არსებობას, აღადგინა იგი მომაკვდინებელ ცოდვებისაგან, რათა მომავლის, ყოველთა ცხოველთა და მკვდართა მარადიული აღდგენის დღეს აღედგინა იგი სხეულით მარადიული სიცოცხლისათვის, რამეთუ თვით სახელი ზოია ნიშნავს სიცოცხლეს. ამინ.

„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში“, კრებული I, თბილისი, 1996 წ.
Back to top Go down
View user profile
tata:*

avatar

პოსტები: : 303
ქულები: : 366
მოხდილი მადლობები: : 37
დარეგისტრირების თარიღი : 04.02.12
კომენტარი: : ...ამბობ რო ჩემნაირები არ ტირიან.. ცდები! ტირიან როცა მათ არავინ ხედავს...


PostSubject: Re: სასწაული...   Sat Mar 10, 2012 5:48 pm

au ra magariaaa..... martla saswaulia ra... :))) gavocdiiiiiiiiii... :)))
Back to top Go down
View user profile
Madridista xP ))

avatar

პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 18
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

PostSubject: Re: სასწაული...   Mon Mar 19, 2012 7:08 pm

ვაააააააააააააააააააააა !!!!!
Back to top Go down
View user profile
tako___12



პოსტები: : 44
ქულები: : 58
მოხდილი მადლობები: : 0
დარეგისტრირების თარიღი : 12.02.12

PostSubject: Re: სასწაული...   Thu Mar 29, 2012 11:19 am

kide davwer rames
Back to top Go down
View user profile
tako___12



პოსტები: : 44
ქულები: : 58
მოხდილი მადლობები: : 0
დარეგისტრირების თარიღი : 12.02.12

PostSubject: Re: სასწაული...   Thu Mar 29, 2012 11:20 am

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

მადლიერებით ვადიდებთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს იმ გამოუთქმელი წყალობის გამო, რომელიც მან მოგვმადლა თავისი ყოვლადწმიდა ხატის მეშვეობით: „გიხაროდენ, რომელმან მოგვანიჭე ჩვენ წმიდა ხატი შენი... გიხაროდენ, რომელმან მფარველობა მისი აღვითქუ... გიხაროდენ, რომელმან ნიჭი საკვირველებათანი მიანიჭე მას...“ მრავალი საოცრება და ქველისმოქმედება აქვს ჩადენილი ივერთა სავანეში ღმრთისმშობელს თავისი ხატის პატივისცემით. იმდენად ბევრი, რომ შეუძლებელია, აქ ჩამოვთვალოთ ყველა მათგანი. დაწვრილებით გადმოცემებს მათ შესახებ ინახავს მონასტრის მატიანე.
* * *

ერთ დროს მონასტერი ისე გაღარიბდა, რომ ფქვილიც კი არ გააჩნდა. ყოვლადუბიწო ძილში გამოცხადებია ღრმად დამწუხრებულ წინამძღვარს და უთქვამს: „რად სწუხარ, შვილო, ფქვილის უქონლობის გამო? წადი და იხილე სავსე ბეღელი, რათა დარწმუნდე თქვენდამი ჩემს მზრუნველობაში“. წამოდგა წინამძღვარი, მიაშურა ბეღელს და იხილა, რომ იგი პირთამდე სავსე იყო ფქვილით. მაშინვე უხმო ძმებს და უამბო მომხდარი ამბის შესახებ. გაოცებულმა და სიხარულისგან გულაჩუყებულმა ბერებმა ერთხმად განადიდეს უფალი და მარადის ქალწული. სხვა დროს ღვინო შემოჰკლებიათ; წმიდა დედოფალმა ისე გაავსო ყველა ჭურჭელი, რომ ღვინო ძირს იღვრებოდა. ისეთი სასიამოვნო და გემრიელი იყო, რომ ყველა დარწმუნდა, იგი სასწაულებრივი იყო და არა ბუნებრივი. ერთხელ კიდევ ზეთისხილითა და ოსპით აავსო მონასტერი. სავანის კარიბჭესთან დავანებული საკვირველთმოქმედი ხატი ხშირად არ უშვებდა მონასტერში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე, მოუნანიებელი ცოდვა ჰქონდათ სულში, და როცა ზოგიერთი მათგანი ფარულად ცდილობდა სავანეში შესვლას, უსულოდ ეცემოდა მიწაზე.
* * *


ივერთა მონასტერი
ფრესკა წმიდა ბარბაროსის გამოსახულებით



წარსულში ეგეოსის ზღვა მეკობრეთა სიმრავლით იყო განთქმული. მონასტერზე მათი ერთ-ერთი თავდასხმის დროს არაბმა მეკობრემ შუბით ჭრილობა მიაყენა ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, საიდანაც მეყსეულად სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემულმა შეინანა თავისი დანაშაული ღმრთისმშობლის წინაშე, იწამა მისი ძე და მოინათლა. აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, რომ მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ - „ბარბაროსი“. დაყუდებული ცხოვრებით იგი სიწმინდეს მიემთხვია, და ახლა წმიდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული - შავი, როგორც მოსე ეთიოპელი და ხელთ პირვანდელი საჭურველი უპყრია: მახვილი, ისარი და მშვილდი.
* * *

1308 წელს ივერთა მონასტერი სასტიკად დაარბიეს სპარსელებმა, რომლებიც მიუახლოვდნენ ათონის მთას 15 ხომალდით და ალყა შემოარტყეს ივერთა მონასტერს. უსჯულოთა სიმრავლით შეშინებულმა ბერებმა გამოიტანეს ტაძრებიდან წმინდა ჭურჭელი, მათთან ერთად კარიბჭის ხატიც და ციხე-კოშკს შეაფარეს თავი. მონასტერში შემოჭრილმა სპარსელებმა იწყეს სავანის უმოწყალო ძარცვა და მთავარი ტაძრის გუმბათის ჩამონგრევაც მოიწადინეს. ამ მიზნით გუმბათის შემკავებელ მარმარილოს სვეტებს მათ თოკები გამოაბეს და გამხეცებულნი ეწეოდნენ, მაგრამ ტაძარს ვერაფერი დააკლეს. ამის მხილველმა ბერებმა გულის სიღრმიდან ცრემლით ღაღადჰყვეს ზეციური დედოფლისადმი და მანაც, ყოვლადძლიერმა, არ უგულებელჰყო მათი ვედრება. ვერ მოასწრეს მონასტრის საუნჯით დატვირთულმა ხომალდებმა ნაპირისგან მოშორება, რომ ამოვარდა სასტიკი ქარიშხალი და მთელი ფლოტი ზღვის უფსკრულში დაინთქა. გადარჩა მხოლოდ ის გემი, რომელზეც იმყოფებოდა სპარსთა მეთაური - ამირა. მან ეს უბედურება სავანის გაძარცვისათვის მოვლენილ ღმრთის სამართლიან რისხვად აღიარა, შენდობა და ღმრთის წინაშე მეოხება სთხოვა მამებს, დაუბრუნა მონასტერს ნაძარცვი ქონება და თვითონ გაიქცა შეძრწუნებული.
* * *

ალექსი კომნენოსის მეფობის დროს ათონის მთის ყველა ბერძნული მონასტერი დაცარიელდა რაღაც მავნე მწერების შემოსევის გამო. ზეციური მეკარის - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შეწევნით ქართველ მამებს არ მიუტოვებიათ მონასტერი და ძველებურად განაგრძობდნენ ცხოვრებას, როგორც გვიამბობს მემატიანე.
* * *

ერთხელ, ნაშუადღევს, მთელი დღის ხეტიალის შემდეგ ივერთა სავანეს მიადგა მწირი და მონასტრის მსახურს ცოტაოდენი პური სთხოვა. ივერთა მონასტერი ძველთაგანვე სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს კარიბჭესთან სტუმრებისათვის პური და ზეთისხილი გამოჰქონდათ, ხოლო დანარჩენ დღეებში - პური და ყველი. მაგრამ მაშინ მსახურმა რატომღაც უარი უთხრა სტუმარს დაპურებაზე. გაწბილებული, მშიერი და მწუხარებით აღვსილი მწირი კარიესისკენ გაემართა. მონასტერთან მოშორებით ერთ ქვაზე ჩამოჯდა დასასავენებლად, მაგრამ გულნატკენმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ზუსტად ამ დროს ადამიანის ფეხის ხმა შემოესმა, თავი ძლივს აწია და დაინახა უმშვენიერესი ქალი ყრმით ხელში, რომელიც მიუახლოვდა მას და სანდომიანი სახითა და ტკბილი ხმით უთხრა: „რა დაგემართა, რად სტირი? ავად ხომ არა ხარ?“ „არა, - მიუგო მოგზაურმა, - ავად არა ვარ, მშია. ივერთა მონასტრის დარაჯს ცოტაოდენი პური ვთხოვე და არ მომცა“. მაშინ ქალმა მიუგო: „ნუ ბრაზობ, შვილო, ჩემი მონასტრის დარაჯზე, რამეთუ მე ვარ ივერთა სავანის დარაჯი. აიღე ეს მონეტა, დაბრუნდი მონასტერში და იყიდე პური. მე კი აქ დაგელოდები“.

მწირი მაშინვე გაეშურა მონასტრისაკენ, იპოვა დარაჯი და სთხოვა პური მიეყიდა, და ხელში მონეტა ჩაუდო, რომელიც მისი თქმით ვიღაც ქალმა აჩუქა. ქალის ხსენებამ დარაჯი შეაშფოთა და საგონებელში ჩააგდო, მაგრამ მონეტის დანახვამ ეჭვი გაუფანტა და მიხვდა, რომ სასწაული ხდებოდა. სასწრაფოდ ზარები დარეკა, რათა მამები შეეკრიბა და მათთვის მომხდარი ამბავი ეცნობებინა. მამებმა მოისმინეს ეს საკვირველი ამბავი და განცვიფრდნენ. დაადგინეს, რომ მწირის მიერ მოტანილი ოქროს მონეტა კარიბჭის ღვთისმშობლისადმი შენაწირი იყო და დიდი რუდუნებით კვლავ წმიდა ხატთან დაასვენეს. ამის შემდეგ ყველანი დაუყოვნებლივ აღნიშნულ ადგილზე მივიდნენ, მაგრამ იქ ვეღარავინ იპოვეს. სასწაულის სამახსოვროდ მამებმა გამოცხადების ადგილას დააყენეს პატარა სალოცავი. 1960 წელს კი ივერთა მონასტრის ბერ-მონაზონმა მაქსიმემ, რომელიც ტრაპიზონიდან იყო წარმოშობით, თავისი ხარჯებით მშვენიერი სამლოცველო ააგო ამ ადგილზე ივერიის ღმრთისმშობლის პატივსაცემად და მას წლების მანძილზე ემსახურებოდა. ეს სამლოცველო ლამაზი ფრესკებით არის დამშვენებული.
* * *

ვინაიდან მონასტრის მკვიდრნი ხარჯებს უფრთხილდებოდნენ, შეწყვიტეს სტუმრების მიღება და მათთვის ჩვეული სტუმარმასპინძლობა უარყვეს, საჭირო იყო, რათა მომხდარიყო ახალი სასწაული. ამიტომაც პური და ოსპი გაფუჭდა საწყობში, ღვინო და ზეთისხილი კი ერთიანად განადგურდა. ამ უცნაური ამბით შეშფოთებული ბერები ცრემლებით ევედრებოდნენ ღმრთისმშობელს, წყალობა მოეღო მათზე. შეიწყნარა მათი მუდარა მრავალმოწყალემ და მისი მადლით კვლავ უხილავად აივსო დაცარიელებული ჭურჭელი.
* * *

XVIII საუკუნეში ათონის მთა მოილოცა მეუფე ტიმოთე გაბაშვილმა. ივერთა მონასტერში, ერთ ადგილას მას ხანძრის კვალი შეუნიშნავს და მიზეზი უკითხავს. მისთვის განუმარტავთ: ამ ორი წლის წინათ, ერთმა ბერმა ღამით შეაღო ტაძარი სალოცავად და იხილა ბრწყინვალედ მოსილი ქალი, რომელმაც გაკვირვებულ ბერს მიუგო: „წადი, აცნობე ძმებს, თქვენი მონასტერი იწვისო!“ ბერმა განგაში ატეხა და ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. ამგვარად გადარჩა ივერთა სავანე.
* * *

1821 წლის ბერძენთა აჯანყების საშინელ პერიოდში თურქი ჯარისკაცებით აივსო ათონის მთის ყველა სავანე, რომლებსაც დამპყრობელთა შენახვა და ხაზინაში უზარმაზარი გადასახადების შეტანა დაეკისრათ. დაცარიელდა ივერთა სავანე, აქ დარჩა მხოლოს რამდენიმე ბერი. ღამ-ღამობით თურქები ხედავდნენ ქალს ყრმით ხელში. ამ ამბავმა მათ აფიქრებინა, რომ ბერებს იქ სხვა ქალებიც ჰყავდათ გადამალული. მოუხმეს მონასტრის დარაჯს, ბერ-დიაკონ გრიგოლს და მისი წამების ფასად სცადეს გამოერკვიათ, თუ ვინ იყო ის იდუმალი სტუმარი, ღამით რომ ჩნდებოდა და კვლავ უჩინარდებოდა ხოლმე. სასტიკად ნაგვემი და დასისხლიანებული ბერი კარიბჭის ღვთისმშობლის ხატთან მიუძღვა მათ და უთხრა: „ეს არის!“ ჯარისკაცები შიშითა და კანკალით გაეცალნენ იმ ადგილს.
* * *

ერთხელ მღვდელმა, რომელსაც ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში ყოველდღიური წირვა-ლოცვისა და პარაკლისების აღსრულება ჰქონდა დავალებული, თვალი მოჰკრა ზეციური სიმშვენიერის ქალს შავ შესამოსელში; მას ხელში ცოცხი ეკავა და მონასტერს ჰგვიდა. მღვდელი ადგილზე გაქვავდა, როდესაც მონასტერში ქალი იხილა და ისიც ცოცხით ხელში, მერე მხნეობა მოიკრიბა და ჰკითხა: „აქ რას აკეთებ, მონასტერს ჰგვი?“ უცნობმა უპასუხა: „რასაკვირველია. მოვიდა დრო, რომ გავწმინდო იგი, რადგან ამდენი წელია არავის გამოუგვია!“

ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, ანუ ე.წ. თომას კვირას. მართლაც, არ გასულა დიდი ხანი, რომ სულთანმა გამოსცა განკარგულება ათონის მთიდან თურქეთის ჯარების გამოსვლის შესახებ. მას შემდეგ ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებლად და სამადლობლად თომას კვირას ყველა ტაძარში სრულდება ღამისთევით ლოცვა. რამეთუ ცოცხით, რომელიც ღმრთისმშობლის შეწევნის ნიშანი იყო, თურქები გახვეტილ იქნენ წმიდა მთიდან და „ღმრთისმშობლის სავანე გაიწმინდა სიბილწისა და უკეთურებისაგან.
* * *

1854 წელს ათონზე შიმშილობა ჩამოვარდა. აქ მოღვაწეთა უდიდესმა ნაწილმა მიატოვა წმიდა მთა - ორმოცი ათასი ბერიდან დარჩა მარტოოდენ ათასი და მათაც გაქცევა ჰქონდათ განზრახული. მაშინ ღმრთისმშობელი გამოეცხადა მეუდაბნოე მამებს და უთხრა: „რისი შეგეშინდათ? ყველაფერი გაივლის და მთას კვლავ აავსებენ მოღვაწენი. სანამ ჩემი ხატი ივერთა მონასტერში იმყოფება, არაფრის გეშინოდეთ და მშვიდად იცხოვრეთ თქვენს სენაკებში. აი როცა მე გამოვალ ივერთა მონასტრიდან, მაშინ დაე ყველამ აიღოს თავისი ჩანთა და წავიდეს, სადაც ენებოს!“ გავიდა დრო და ათონზე შიმშილობა შეწყდა, ბერ-მონაზვნური ცხოვრება კი უწინდელ კალაპოტში ჩადგა.
* * *

1865 წელს ივერთა სავანეში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა 16 ეკლესია, სენაკები და რამდენიმე შენობა გაანადგურა. ტაძარს, რომელშიც კარიბჭის ხატი იმყოფებოდა, ცეცხლი არ შეჰხებია.
* * *

ღმრთისმშობელს არ მოსწონს, რომ ივერიის პატიოსანი ხატი უწმინდური სულის ადამიანებმა ჩამოატარონ ლიტანიობაზე. ამ დროს იგი საშინლად მძიმდება და ისინიც მაშინვე სხვას გადასცემენ ხატს და თვითონ გარბიან. არც ყველა ფოტოგრაფი მოსწონს. საჭიროა, რომ ისინი წმიდა ადამიანები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ფოტოფირები უმოწყალოდ ნადგურდება. ერთი საეჭვო ყოფაქცევის კაცს დაჟინებით უცდია ფოტო გადაეღო ხატისათვის დღესასწაულზე, როცა თესალონიკის მიტროპოლიტი პანტელეიმონი მსახურობდა და რა მოხდა?! ხელები დაუდამბლავდა, აპარატი შორს გადატყორცნა, მთლად კანკალმა აიტანა და შიშითა და სირცხვილით გაუჩინარდა. მოზეიმენი კი ამბობდნენ: „ცოცხალია კარიბჭის ღმრთისმშობელი“.
* * *

1920 წელს ახალგაზრდა ათენელ მეფუტკრეს, სახელად ილიას, გრიპის გართულების შედეგად უმძიმესი ფორმის ფილტვების ანთება დაემართა. ექიმებისგან იმედგადაწურული სასიკვდილოდ გამზადებული იწვა. დედამისი, ქვრივი ქალი, მთელი ღამის განმავლობაში ევედრებოდა ყოვლადუბიწოს მის გადარჩენას. ხატი, რომლის წინაშეც ლოცულობდა მუხლმოყრილი დედა, ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი იყო. სწორედ ეს განამტკიცებდა მის რწმენას. მეორე დღეს ილია სრულიად განიკურნა. მადლიერების ნიშნად ამ ქალმა ათონის ივერთა მონასტერს ოქროს სამაჯური შესწირა, რომელიც დღეს კარიბჭის ხატის წინ ასვენია.
* * *

სოფელ ჰერამილიტინიში მღვდელ მიხეილ პაკალისს ჰყავდა 20 წლის ასული, სახელად დესპინელა. გოგონას დამბლა ჰქონდა და ექიმები ვერაფერს შველოდნენ. მამა მიხეილს სახლში ჰქონდა ივერიის ღმრთისმშობლის ქაღალდის ხატი, რომლის წინაშეც გალობდა და მხურვალე გულით შესთხოვდა შვილის გამოჯანმრთელებას. ერთხელაც დილით დავრდომილი გოგონა გაჯანსაღებული სიხარულით ჩაეკონა თავისი ოჯახის წევრებს და ეს სიხარული მთელს სოფელს გადასდო. მამამ კი წერილი გააგზავნა მონასტერში, რომელშიც გამოთქვამდა უსაზღვრო მადლობას კარიბჭის ღვთისმშობლის მიმართ.
* * *

1960 წლის აგვისტოში სპარტას მისტრაში დედათა მონასტრის მახლობლად ცეცხლი მოეკიდა არქეოლოგიურ სათავსოს და ისტორიულ ტაძარს მთლიანად განადგურებას უქადდა. არავითარ ადამიანურ ძალას არ შეეძლო შველა. იქ მხოლოდ იღუმენია და მონაზვნები იყვნენ, რომელთაც არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ.

ამ მძიმე წუთებში იღუმენია ივერთა მონასტრის უახლოესი მეტოქისკენ მიბრუნდა და ივერიის ღმრთისმშობელს შეევედრა: „ყოვლადწმიდაო კარიბჭის ღმრთისმშობელო, გვიხსენი!“ დახმარება იმწამსვე მოვიდა. ხანძარი შეჩერდა, ბოლოს კი ისე ჩაქრა, რომ არავითარი ზიანი არ მიუყენებია მონასტრისათვის. მონაზვნებმა მაშინვე სამადლობელი ლოცვები აღუვლინეს მარადის ქალწულს.

ეკლესიის დიდი მამა, წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამბობს: „როცა შეჰყურებ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს, მთელი გულით მიისწრაფე მისკენ, რომელიც მეუფებს სასუფეველში, და ჰმადლობდე მას, რამეთუ მან შვა, ძუძუ აწოვა და აღზარდა სოფლის მაცხოვარი; რამეთუ არ დაგვტოვებს ჩვენს უხილავ ბრძოლაში თავისი მეოხებისა და შეწევნის გარეშე“. ღმრთისმშობლის ხატთან მორწმუნეთა მიერ აღვლენილი ყოველი ლოცვა ხომ ზეციურ მამასთან ადის, რომელსაც ძალუძს თავისი მადლით დაამსხვრიოს ეშმაკის ხელმწიფება და აღადგინოს სული დაცემის უფსკრულიდან - ოღონდაც მოუხმოს ამ სულმა მარადის ქალწულს, გულის სიღრმიდან შეჰღაღადოს თავის ჭეშმარიტ დედას. სოფლისათვის მიუწვდომელია ეს საიდუმლო: მთელს კაცორბიობას და ყოველ ადამიანს ჰყავს დედა, რომლის სიყვარულიც უკანასკნელი თავშესაფარი და გადარჩენის იმედია ღმრთის დაკარგულ და რწმენას მოწყვეტილ შვილთათვის... გვწამდეს ჩვენი დედისა, სახიერი მეკარისა, და ვსასოებდეთ, რომ იგი ჩვენს ყველა ცოდვას განწმენდს და შეგვეგებება მისი ძისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სასუფევლის კართან. ამინ.

„ივერიის ღმრთისმშობლის ხატი“, თბილისი, 1999 წ.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: სასწაული...   

Back to top Go down
 
სასწაული...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
სალიტა ჩუბინიძის ფანები :: სხვადასხვა თემები :: ყველაფერი ყველაფერზე ანუ თავისუფალი თემები-
Jump to: