სალიტა ჩუბინიძის ფანები
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
სალიტა ჩუბინიძის ფანები

სალიტა ჩუბინიძის ფანები
 
HomeHome  GalleryGallery  SearchSearch  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
შემოგვიერთდით ფეისბუქსზე
Poll
მოგწონთ ფორუმი?
 ძალიან
 კი
 ისე რა
 არა
View results
რეკლამა
საყვარელი ლექსები :))) Beaa3198ce8a  საყვარელი ლექსები :))) Fe417155dfc0
დომეინი
www.wsa.ge

 

 საყვარელი ლექსები :)))

Go down 
5 posters
Go to page : 1, 2  Next

მოგწონთ თემა?
 კი
 არა
 დაიხუროს
View results
AuthorMessage
Mari-Sali

Mari-Sali


პოსტები: : 296
ქულები: : 376
მოხდილი მადლობები: : 24
დარეგისტრირების თარიღი : 31.01.12
ასაკი : 26
კომენტარი: : მიიიიიიყვარხააარ პარუუნჩიიკ<3
საყვარელი ლექსები :))) C2c75f70552cb9b919c1bc36553f5354
საყვარელი ლექსები :))) Fbd0bebdf22f1769b3a09a82ad03e1f1
რა ცხოვრებებიი არიააან <3:**
საყვარელი ლექსები :))) 275f09623fe8605b88a30a1a0743ec18

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeMon Feb 27, 2012 2:19 pm

მოდით აქ დავწეროთ ჩვენთვის საყვარელი ლექსეები,მე დავიწყებ.

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”



ლამის სახლში შემოიჭრეს თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი...

რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!
რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი...
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა.
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი. ეს მიყვარს კიდე



ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…
–ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი “ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“….
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
–ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა…

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი…
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი…
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი…
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები…
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები…
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები…
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში…
თეთნულდზე – მზე და ბადაღში…
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს…
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“…
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“…
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი…
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი…
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი…
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი…
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი…
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?


უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ….
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!


მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები,
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით
ფრთებით დაიფარე ამას გევედრები

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები.
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

Back to top Go down
Mari-Sali

Mari-Sali


პოსტები: : 296
ქულები: : 376
მოხდილი მადლობები: : 24
დარეგისტრირების თარიღი : 31.01.12
ასაკი : 26
კომენტარი: : მიიიიიიყვარხააარ პარუუნჩიიკ<3
საყვარელი ლექსები :))) C2c75f70552cb9b919c1bc36553f5354
საყვარელი ლექსები :))) Fbd0bebdf22f1769b3a09a82ad03e1f1
რა ცხოვრებებიი არიააან <3:**
საყვარელი ლექსები :))) 275f09623fe8605b88a30a1a0743ec18

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeMon Feb 27, 2012 2:27 pm

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციც
ოვ!


მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და
დრო
გადიოდა.
ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან -
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში...
გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი...
გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ
და...
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული
და დღეს -
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
სულხანის ნაქონი სისხლით -
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და...
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!





Back to top Go down
sali_salita

sali_salita


პოსტები: : 323
ქულები: : 398
მოხდილი მადლობები: : 39
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
მდებარეობა: : tbilisi
კომენტარი: : აუ რაღაც არაამქვეყნიურად ვარ, ბუნებაში მინდა,სიყვითლეში, ბევრი ფოთოლი მინდა, მარტო ყოფნა და სასიამოვნო სიმღერა მინდა, გახსენება მინდა, თურმე ფუჭად დაკარგული დროის... უკან დაბრუნება მინდა იმ დღეს როდესაც გაგიცანი, რას ვიზავდი? ამოვშლიდი იმ დღეს და ვიქნებოდი ისევ ის მხიარული, ნათელი გოგონა ♥️ ♥️ ♥️

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeMon Feb 27, 2012 4:35 pm

es bolo leqsi simgeradac xom aris???? umagresi simgeraa da umagresi da udzlieresi momgerali asruleeebs...
Back to top Go down
sali_salita

sali_salita


პოსტები: : 323
ქულები: : 398
მოხდილი მადლობები: : 39
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
მდებარეობა: : tbilisi
კომენტარი: : აუ რაღაც არაამქვეყნიურად ვარ, ბუნებაში მინდა,სიყვითლეში, ბევრი ფოთოლი მინდა, მარტო ყოფნა და სასიამოვნო სიმღერა მინდა, გახსენება მინდა, თურმე ფუჭად დაკარგული დროის... უკან დაბრუნება მინდა იმ დღეს როდესაც გაგიცანი, რას ვიზავდი? ამოვშლიდი იმ დღეს და ვიქნებოდი ისევ ის მხიარული, ნათელი გოგონა ♥️ ♥️ ♥️

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeMon Feb 27, 2012 6:56 pm

მე აღარ მინდა ვწერო სტროფები,
აღვწერო გულში მყოფი გრძნობები.
მე აღარ მინდა სევდის სტროფები.
მინდა უბრალოდ მორჩეს ოცნებით...
გამოვიტირე ყველა ოცნება,
და დავამთავრე დღეს მოგონება...
მინდა აქ იყო! გესმის?.... აქ მყავდე.
გთხოვ მოდი,
მოდი, შენით გამათბე!...
ასე გაფანტულად ვითხოვ შენს აქ მოსვლას!...
ასე ბანალურად ვწერ შენდამი გრძნობას.
გადამეტებულად ვითვლი წუთებს, წამებს,
გადამეტებულად გულშიც დაგითვალე.
გასკდა არტერია,
გამეყინა ძარღვი....
გულიც აღარ ფეთქავს, გამისწორდა ხაზი...
რაღაც კვლავ სულდგმულობს,
რაღაც ისევ მოკვდა,
რაღაც დამისრულეს,
შენ ხომ ჩემგან შორს ხარ!...
მოვა, მოვა ვფიქრობ...
მოვა, ვიცი მოვა.
ასე ბანალურად ვისაც ვთხოვე მოსვლა.
ან სულაც არ მოვა,
არ უნდა და მორჩა...
რადგან არ აქვს ფიქრი,
რომ გამითბოს გრძნობა,
არ აქვს ჩემთვის ნერვი,
რომ გამიძლოს ცოტა...
რომ დავსველდეთ გზაში,
თუკი წვიმა მოვა....
მე მიქრება თითქოს მოგონების წყობა.
უკვე ამერია რა, ან როდის მოხდა....
დიდი დრო გავიდა შენ კი ისევ შორს ხარ....
უკვე მენატრება ის, რაც ერთ დროს მოხდა....
მოვა, მოვა ვფიქრობ!...
მოვა, ვიცი მოვა....
ან სულაც არ მოვა,
არ უნდა! და მორჩა...
და გაქრება ტვინშიც ფიქრი, რომ ის მოვა... ♥♥♥


ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსიიი...
Back to top Go down
Mari-Sali

Mari-Sali


პოსტები: : 296
ქულები: : 376
მოხდილი მადლობები: : 24
დარეგისტრირების თარიღი : 31.01.12
ასაკი : 26
კომენტარი: : მიიიიიიყვარხააარ პარუუნჩიიკ<3
საყვარელი ლექსები :))) C2c75f70552cb9b919c1bc36553f5354
საყვარელი ლექსები :))) Fbd0bebdf22f1769b3a09a82ad03e1f1
რა ცხოვრებებიი არიააან <3:**
საყვარელი ლექსები :))) 275f09623fe8605b88a30a1a0743ec18

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeTue Feb 28, 2012 4:35 am

sali_salita wrote:
es bolo leqsi simgeradac xom aris???? umagresi simgeraa da umagresi da udzlieresi momgerali asruleeebs...
ki es simgerac ariis vgijdeeebi mag leqszec da simgerazeec 231232132
Back to top Go down
salita_salita :*

salita_salita :*


პოსტები: : 94
ქულები: : 124
მოხდილი მადლობები: : 12
დარეგისტრირების თარიღი : 08.02.12
მდებარეობა: : ჩემს ოცნებაში
კომენტარი: : საყვარელი ლექსები :))) Ab56aaeeb2b14d18893519c4f35f62bd

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeTue Feb 28, 2012 12:58 pm



ვგიჟდები ამ ლექსზეეე...
Back to top Go down
tata:*

tata:*


პოსტები: : 303
ქულები: : 366
მოხდილი მადლობები: : 37
დარეგისტრირების თარიღი : 04.02.12
კომენტარი: : ...ამბობ რო ჩემნაირები არ ტირიან.. ცდები! ტირიან როცა მათ არავინ ხედავს...


საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeTue Feb 28, 2012 1:40 pm

au dzaan dzaan magria kvela.... sali sheni dawerilic momewona.... da ravi rac daiwera yvela yvela dz magariaaa..... mec davwer exla...
Back to top Go down
sali_salita

sali_salita


პოსტები: : 323
ქულები: : 398
მოხდილი მადლობები: : 39
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
მდებარეობა: : tbilisi
კომენტარი: : აუ რაღაც არაამქვეყნიურად ვარ, ბუნებაში მინდა,სიყვითლეში, ბევრი ფოთოლი მინდა, მარტო ყოფნა და სასიამოვნო სიმღერა მინდა, გახსენება მინდა, თურმე ფუჭად დაკარგული დროის... უკან დაბრუნება მინდა იმ დღეს როდესაც გაგიცანი, რას ვიზავდი? ამოვშლიდი იმ დღეს და ვიქნებოდი ისევ ის მხიარული, ნათელი გოგონა ♥️ ♥️ ♥️

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeTue Feb 28, 2012 1:54 pm

ოკ.
Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeTue Feb 28, 2012 2:21 pm

მარი სენი ბოლო ლექსი ხოა სიმღერაც ? აუ დამიდეთ რა თუ გაქვთ
Back to top Go down
Mari-Sali

Mari-Sali


პოსტები: : 296
ქულები: : 376
მოხდილი მადლობები: : 24
დარეგისტრირების თარიღი : 31.01.12
ასაკი : 26
კომენტარი: : მიიიიიიყვარხააარ პარუუნჩიიკ<3
საყვარელი ლექსები :))) C2c75f70552cb9b919c1bc36553f5354
საყვარელი ლექსები :))) Fbd0bebdf22f1769b3a09a82ad03e1f1
რა ცხოვრებებიი არიააან <3:**
საყვარელი ლექსები :))) 275f09623fe8605b88a30a1a0743ec18

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeTue Feb 28, 2012 3:31 pm

Madridista xP )) wrote:
მარი სენი ბოლო ლექსი ხოა სიმღერაც ? აუ დამიდეთ რა თუ გაქვთ
ki simgeracaa magram ar maq eg simgeraa :((
Back to top Go down
sali_salita

sali_salita


პოსტები: : 323
ქულები: : 398
მოხდილი მადლობები: : 39
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
მდებარეობა: : tbilisi
კომენტარი: : აუ რაღაც არაამქვეყნიურად ვარ, ბუნებაში მინდა,სიყვითლეში, ბევრი ფოთოლი მინდა, მარტო ყოფნა და სასიამოვნო სიმღერა მინდა, გახსენება მინდა, თურმე ფუჭად დაკარგული დროის... უკან დაბრუნება მინდა იმ დღეს როდესაც გაგიცანი, რას ვიზავდი? ამოვშლიდი იმ დღეს და ვიქნებოდი ისევ ის მხიარული, ნათელი გოგონა ♥️ ♥️ ♥️

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeTue Feb 28, 2012 5:29 pm

salita_salita :* wrote:


ვგიჟდები ამ ლექსზეეე...
vaime rom movusmine, martla vitire da ise damjrjola rom arvici raa.... exlac ki vkankaleb.... umagresi leqsia da aq sruli simartlea natqvami ფასდასდასდ
Back to top Go down
salita_salita :*

salita_salita :*


პოსტები: : 94
ქულები: : 124
მოხდილი მადლობები: : 12
დარეგისტრირების თარიღი : 08.02.12
მდებარეობა: : ჩემს ოცნებაში
კომენტარი: : საყვარელი ლექსები :))) Ab56aaeeb2b14d18893519c4f35f62bd

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeTue Feb 28, 2012 5:36 pm

sali_salita wrote:
salita_salita :* wrote:


ვგიჟდები ამ ლექსზეეე...
vaime rom movusmine, martla vitire da ise damjrjola rom arvici raa.... exlac ki vkankaleb.... umagresi leqsia da aq sruli simartlea natqvami ფასდასდასდ

dzaan magaria martla ...mec vitire bevri dzaan...
Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSat Mar 10, 2012 12:41 pm

უი საწყალიო....ნათელში ამყოფოსო,
მისი სულიო....დაგვწყვიტა გულიო,
შემეცოდაო.....არ ჰქონდა ცოდვაო,
არც ვინმეს წყენინება...არ იცოდაო.
ვერ ვიჯერებო...გუშინ ვნახეო,
სულ თვალწინ მიდგასო მისი სახეო,
ერთად ვიყავითო, მაშინო... ამ დღესო,
მერე მოჰყვებიან რაღაცა ამბებსო.
გაიცინებენო სევდანარევადო,
ღიმილი შეაშრებათ...... სახეზე ნახევრადო,
მერე მოიწყენენ....აქ არარიო,
ნათელში ამყოფოსო....საწყალიო.
მერე ინანებენ...დროს რა მოჰქონდაო,
მოვფერებოდითო...შანსი ხომ გვქონდაო,
ძალზედ დაგვაკლდაო....გვძულს ეს ფაქტებიო,
მთელი ცხოვრება მოგვენატრებიო.
იცით?!... ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვებია,
უბრალო სინანულნი....სიტყვებით ითქმებიან,
უბრალოდ დასასრული, უბრალოდ დასაწყისი
სიცარიელისა და.......დანაკლისის.
კაცი რომ მოკვდება....გულებს აკლდებიან,
ზოგისთვის მეტია, ზოგისთვის ნაკლებია,
გულში ყველა მალავს საშინელ ჩანაფიქრებს,
რომელიც სიკვდილის დღეზე ჩაგვაფიქრებს,
ყველასთან მობრძანდება სიკვდილი უკითხავად,
ვერავინ ვერ ავცდებით მას განუკითხავად.
სანამ მოეტევა,სანამ მოეთრევა,
დავფიქრდეთ ერთ რამეზე და დრო ვერ მოგვერევა,
დღეს ხომ ცოცხლები ვართ...მოდით მოვეფეროთ,
ერთურთი შევიყვაროთ ..... ერთმანეთს შევემღეროთ,
თორემ მოვა ის დღე და...გვიკითხავს სადარიო,
შემდეგ კი იტყვიან რომ ....უი, საწყალიო

Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSat Mar 10, 2012 12:41 pm


ქალი როცა იქმნებოდა
ერთი რამე ხდებოდა,
სილამაზე არსებობდა
და ვერავინ ხვდებოდა,
ქალთან ერთად სილამაზე
ყველაფერში ჩნდებოდა,
როცა ქალი არსად ჩანდა
სილამაზეც ქრებოდა.
ბუნებისგან ალბათ ყველა
ამას ელოდებოდა,
სილამაზის ეტალონი
ქალი რომ გახდებოდა,
სადაც სილამაზე ჭვრეტდა
ქალი იცქირებოდა,
ლამაზ ღიმილს ვინმე ქმნიდა?
ქალი იღიმებოდა!
სუყველა ქალს სილამაზე
თავის ეშხში ეტყობა
და ეს ეშხი ქვეყანაზე
არცერთ ქალს არ ეთმობა,
მინდა ქვეყნად ვაღიარო,
რომ გამიჩნდა ეს გრძნობა,
ღმერთმა შექმნა ქალისა და
სილამაზის ერთობა!

Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSat Mar 10, 2012 12:42 pm

დღე გათენდა სიყვარულის,
მზის მაგივრად შენით ვთბები,
მე სასმისი აღარ მათრობს,
მხოლოდ შენი ხილვით ვთვრები,
მხოლოდ შენზე ფიქრობს გული,
ჩემი ვნებაც ნახატია,
ცაზე მთვარე აღარა ჩანს,
შენი სახე ახატია.
შენს ღიმილსაც ცაზე ვეძებ,
ქარად მივლის შენი სუნთქვა,
საოცარი დღე არისო
სიყვარულის დღეზე უთქვამთ,
ჩემი გული შენ გეკუთვნის,
ჩემი გრძნობაც არის შენი,
რაღაც თავში აგივარდა,
ჩემო კარგო.....წადი შენი!

Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSat Mar 10, 2012 12:42 pm

იყო და არა იყო რა, ამქვეყნად რა არ ხდებოდა,

ვიღაცა გრძნობას იძენდა, ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,

ვიღაცას ვიღაც უყვარდა, ვიღაცას ის არ უყვარდა,

ვიღაცა იმას ნანობდა, ის ვიღაც რომ შეუყვარდა.

მე კი ძალიან მიყვარდი. განვიცდი რომ შემიყვარდი,

რადგანაც შენ გადააგდე, მე რომ გაჩუქე ის ვარდი.

არადა ჩემთვის იყავი, ბედნიერების სათავე,

გავხელდი რომ სიყვარულით, ვერ მოგითოკე სადავე,

ვერ მოგითოკე აფრები, ახლა შენამდე შორია,

მეგონა გული გქონდა და თურმე ყინული გქონია,

ეგ ლექსი მაშინ დავწერე როცა შენ ჩემგან წახვედი,

ჩემს გულის ნაპირს მოწყდი და სულ სხვა ნაპირზე გახვედი,

წახვედი?- წადი შორს წადი, იქნებ სულ გადამავიწყდე,

შენ შენსას თუ დაიკვეხნი, იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.

მაგრამ რა მოხდა რა იყო? განა ქვეყანა გაიყო?

გამოფხიზლებულმა ნიავმა შენზე ფიქრები წაიღო,

და რაც არ გინდა ლამაზო, არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,

ადრე თუ გვიან ინანებ, იქნებ ოდესმე წამოგცდეს,

რომ სიყვარული არ იცი, სიცივე რატომ ჩაიცვი?

ერთი კითხვა მაქ სიცოცხლე,სირცხვილით ხომ არ დაიწვი?

ჩემს გულში თბილად იჯექი, ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ,

ლექსებს რომ ვწერდი მიყვარდი, ახლა კი აღარმიყვარხარ!

Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSat Mar 10, 2012 12:42 pm

ო ეს სიცოცხლე და ეს სიკვდილი,

რა ლამაზია და რა მწარეა,

ორივე ერთად ამაოების

უკიდეგანო არემარეა.

დღეს ცოცხალი ვარ...არ ვიცი ხვალე

გამითენდება?...ან დამიღამდება?

სანამ ცოცხალი ვარ ვიცი რომ გულში

ჯერ კიდევ ბევრი შემიყვარდება.

უნდა მოვასწრო ბევრი ძმაკაცის,

ბევრი მეგობრის შეძენა კიდევ,

თორემ არ ვიცი ხვალ რა მომელის,

იქნება მოდის ცხოვრების კიდე.

იქნება მოდის და მე მივდივარ

იქ გულუბრყვილოდ.....სადაც ვმთავრდები,

სანამ დავმთავრდები..... ჯერ ხომ ცოცხალი ვარ,

ჯერ კიდევ ბევრნი შემიყვარდებით!

არ მეშინია.... მე სიკვდილის დღის,

მაშინაც გიცნობთ, არ გკითხავთ ვინა ხართ,

ოღონდ დამაწერეთ საფლავის ქვაზე რომ:

"მერე რა მოხდა.... მკვდარსაც მიყვარხართ!!!"

Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSat Mar 10, 2012 12:43 pm

ეს ცხოვრება მალე ქრება,
ჩვენ კი ბევრი გვგონია,
დრო რომ გადის მერე ვხვდებით
რა ცოტა დრო გვქონია,
დრო ქარია, ჩაგვიქროლებს,
წავა.......დაიკარგება,
ჯერ ცეცხლივით იგიზგიზებს,
ბოლოს კვამლად გაქრება.
დროს ღიმილი, ფერება და
სიყვარული სჭირდება,
დრო რომ გადის მერე ვხვდებით
რა ბევრი დრო გვჭირდება,
სიცოცხლე თუ მალე ქრება
და ყოველდღე ბინდდება,
ყველა წუთი საკვირველი
წავა......გაგვიფრინდება,
და ასე რომ ცოტა დრო გვაქვს
სიკეთის შესაქმნელად,
ღმერთმა ყველას მოგვცა ძალა
სილამაზის სამღერლად,
დრო კი მიდის არ ჩერდება
( ადვილია სათქმელად? )
ეს ცოტა დრო მაინც კმარა
სიყვარულის საქმნელად!

Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSat Mar 10, 2012 12:43 pm

უდანბონში რომ აღმოვჩნდე,
შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ,
დასაწყისშივე გეტყვი რომ,
ო რა მაგარი ქალი ხარ.,
შავი ღვინის გაქვს ტუჩები,
მაშინ როდესაც ლოთი ვარ,
და როცა თრობა მინდება,
მე შენთან სტუმრად მოვდივარ.
აი მაშინ კი დავთვრები.
ჩავიძირები სასმელში.
იმას ალერსით გადმოგცემ,
რასაც არ გეტყვი სათქმელში.
ცხოვრებას რისკით შევხედავ,
სიკვდილ სიცოცხლის მკვლევარად,
თუ მთამსვლელობა შევძელი.
მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად.
ღრუბლებს კი ნუ ემალები,
გიხდება მათგან გამოსვლა,
მე რომ მთის მწვერვალს დავიპყრობ,
შენ მზის იქნები ამოსვლა.
ვარდების ზღვაში გიხილე,
ლექსი გიძღვენი უთქმელი.
ვარდებს სურნელი აღარ აქვთ,
ვარდებს აქვთ შენი სურნელი,
ვხედავ რა ქალი ყოფილხარ,
შენსკენ ლტოლვა რომ დიდია,
შენზე მაგარი კაიფი ,
მე სულ ფეხებზე მკდია,
ეს ვარდები კი ძვირფასო,
გრძნობებით მოქარგულია,
არცერთი არ მიყიდია
სულ ყველა მოპარულია
Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSat Mar 10, 2012 12:43 pm

- კარგად ვარ... შენ როგორ ხარ?
იცი?.... მომენატრე,
--მეც შენთან ნიავს
ვატანდი შენზე ნატვრებს,
- ჩემთან დრო ძალიან
ნელა მიდიოდა,
-- მე კი უშენოდ
გული მიმდიოდა.
- სიზმარში გხედავდი...
კოცნას ვერ ვბედავდი,
-- შენ კი ცაზე ვარსკვლავების
ფონად ელავდი,
- რა ძნელი ყოფილა
ცხოვრება უშენოდ,
-- იცი?... მეც მომბეზრდა,
უთქმელად..... უენოდ!.....
- მე უკვე დამავიწყდა
თუ რა არის სიხარული,
-- მას შემდეგ არც მე არ
ვყოფილვარ მხიარული,
- როგორ მომენატრე
ნეტა იცოდე,
-- გახსოვს შენ ჩემი...
სუნთქვა რომ გიწოდე?
- გახსოვს ვარდები...
ეკლებში კრებული?
-- მე მახსოვს თვალები.....
შეყვარებული.....
- მინდა ჩაგეხუტო,
გულში მაკლიხარ,
-- შენ კი ჩემი სულის
სამყაროს აკლიხარ.
- უშენოდ ცხოვრებამ
აზრი დაკარგა....
-- დამპირდი რომ აღარასდროს
აღარ დამკარგავ....
- მოდი ყველაფერი
დავიწყოთ თავიდან,
-- მე უშენობას...
ვეღარ გადავიტან!
- მთელი ცხოვრება,
სიყვარულს გპირდები,
-- მე მთელი სიცოცხლე
შენს გვერდით ვიქნები!
- როგორ მყვარებიხარ
ღმერთო არ მჯერა....
-- უნდა დავფიქრდეთ..
ამჯერად..... ამჯერად....
>>>>>>>>>>>.........
- ბედი კი იცინოდა,
შორიდან დაგვცინოდა,
ჩვენთან სიყვარულის
ფიფქები არცვიოდა,
ნატვრა კი იქ რჩებოდა,
სადაც იწყებოდა,
ფანქრით დაწერილი
სიტყვები იშლებოდა!
მთელი დიალოგი,
თავზე ჩამოგვენგრა,
თურმე ყველაფერი
ყოფილა წარმოდგენა,
ფიქრი ოცნებების
თითქოს რეალური,
ბოლოში აღმოჩნდა
არარეალური.....
პირველი ნაბიჯი,
პირველი სიტყვა,
თითქოს გამოგვრჩა,
არცერთს არ გვითქვამს,
თითქოს სიამაყემ
წაიღო ფერება და.....,
ერთ სიტყვას შევწირეთ
ეს ბედნიერება!
ერთმანეთს ველოდით,
დიდხანს და უთქმელად,
შეხვედრას კი ვნატრობდით,
სულმოუთქმელად....
ორივე ველოდით,
სიტყვებს ..... ავ-კარგებს,
აი ამ ლოდინში კი
მთავარი დავკარგეთ .......
Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSat Mar 10, 2012 12:44 pm

გინდა რომ მიყვარდე? - მიყვარხარ !
სადამდეც იმსახურებ მხოლოდ იქამდე,
ჩემი სიყვარული თუ გინდა გიწილადო
შენს გულშიც ჩაიხედე....შენც უნდა გიყვარდე!
მელოდები? - რატომ მელოდები !
ცხოვრება სასტიკია - ხალხს დროს ართმევს,
თუ არ მოინდომებ ამ ცხოვრებაში,
ბედნიერებას ვერავინ მოგართმევს.
გაპატიო? - გაპატიებ !
მთავარია რომ შენ შენს თავს აპატიო,
და ნათლად დაინახავ რომ
ადგილი გექნება სრულიად საპატიო!
დაგიჯერო? - დაგიჯერებ !
მთავარია რომ შენ შენი დაიჯერო,
და თავი შენი
საკუთარი თავის რწმენით გაიჯერო!
წამოვიდე? - წამოვალ !
მთავარია რომ შენ წამოხვიდე,
და მაქედან სადაც ეხლა ხარ
ცადო რომ .......... შენითვე ამოხვიდე.
ვეცადოთ? - ვეცადოთ !
მთავარია რომ შენ ეს ცადო,
უნდა მოინდომო და .....
ძალიან..... ძალიან უნდა ეცადო.
ალბათ ხვდები რომ აქ ყველაფერი,
მხოლოდ შენშია და ნუ მკითხავ რახდება,
შენს დასახმარებლად შენ თუ არ დაეხმარე,
ვერავინ ვერასდროს ვერაფერს გახდება!

Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSat Mar 10, 2012 12:44 pm

შენგან ბავშვი მინდა მყავდეს
ბავშვი სათნო გრძნობებს ბადებს
ბიჭი მინდა დედას გავდეს
მამის თვალი ქონდეს მწვანე.
მინდა დილით, უთენია
შუაში ჩახტეს: "მამა ადე"
ჩემთან ერთად იმეოროს
სკილისთვის რაც მოამზადეთ.
ოთახებში სულ მიმოყრილს
სათამაშოს ფეხს ვადგამდე
მინდა დედას ყურში უთხრას
დე მიყვარხარ - რომ გავბრაზდე...
მინდა სახლში გვიან მოსულს
ჩემს ლოდინში ჩაგეძინოთ
ლოგინს მივწვე თქვენს გვერდით და
მომატყუოთ... არ გეძინოთ.
მის ნახატებს, მის შედევრებს
მიჩვენებდეს და ხარობდეს
და ერთ ნახატს მინაწერი:
"ჩემი სახლი" რომ ამკობდეს.
მინდა კარებს აღებდეს და
ჩვენთვის ჩაი შემოჰქონდეს
"მე დაგტოვებთ და იცოდეთ
მე მიყვარხართ" - რომ ამბობდეს.
ბავშვი სათნო გრძნობებს ბადებს
ღმერთი მომცემს, რასაც მარგებს
მინდა დედას უმეოროს
თვალი რომ აქვს მამის მწვანე. ♥

Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSat Mar 10, 2012 12:44 pm

ახლა გამახსენდა პატარაობა
როცა გავიგე დედის რაობა
ისიც გამახსენდა როგორ იტირე
როცა ცხოვრებაში პირველად გიყვირე
რამდენჯერ მაპატიე, რამდენჯერ შემინდე
ჩემგან დაფასებას ვერასდროს ეღირსე
ბევრჯერ აგატირე, ბევრჯერ გაგაბრაზე
და როგორც დედა არასდროს შეგაფასე
მესმოდა შენი გულის ჩუმი სინანული
მასზე ჩემი ფეხით უტიფრად სიარული
შენ დარიგებას მე ყურს ვარიდებდი
ჩემს თავს ტყუილზე დედას ვაფიცებდი
დედა მომიკვდესთქო ასე ვამტკიცებდი
შენზე ცუდის თქმასაც ბევრჯერ ვაპირებდი

Back to top Go down
tata:*

tata:*


პოსტები: : 303
ქულები: : 366
მოხდილი მადლობები: : 37
დარეგისტრირების თარიღი : 04.02.12
კომენტარი: : ...ამბობ რო ჩემნაირები არ ტირიან.. ცდები! ტირიან როცა მათ არავინ ხედავს...


საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSat Mar 10, 2012 5:32 pm

e ra magariaaaaaa..... momewona yvela dzaan dzaan...
Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitimeSun Mar 11, 2012 6:46 pm

me yvelaze metad amatgan is momwons ase ro iwyeba UI sawyalio..
Back to top Go down
Sponsored content





საყვარელი ლექსები :))) Empty
PostSubject: Re: საყვარელი ლექსები :)))   საყვარელი ლექსები :))) Icon_minitime

Back to top Go down
 
საყვარელი ლექსები :)))
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next
 Similar topics
-
» საყვარელი ფრაზებიიი
» საყვარელი სიმღერა და მომღერალი
» საყვარელი მოძრავი ფოტოები

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
სალიტა ჩუბინიძის ფანები :: სხვადასხვა თემები :: ყველაფერი ყველაფერზე ანუ თავისუფალი თემები-
Jump to: