სალიტა ჩუბინიძის ფანები

სალიტა ჩუბინიძის ფანები
 
HomeHome  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
შემოგვიერთდით ფეისბუქსზე
Poll
მოგწონთ ფორუმი?
 ძალიან
 კი
 ისე რა
 არა
View results
რეკლამა
 
დომეინი
www.wsa.ge

Share | 
 

 Josep guardiola

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
MiNi_IGLESIAS



პოსტები: : 288
ქულები: : 373
მოხდილი მადლობები: : 25
დარეგისტრირების თარიღი : 29.01.12
ასაკი : 19
კომენტარი: :



PostSubject: Josep guardiola   Thu Mar 08, 2012 9:53 am








vaiem ra kacii,vgijdebiii:***


Last edited by MiNi_IGLESIAS on Thu Mar 15, 2012 3:57 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://enrique305georgia-of.forum3-15.com/
MiNi_IGLESIAS



პოსტები: : 288
ქულები: : 373
მოხდილი მადლობები: : 25
დარეგისტრირების თარიღი : 29.01.12
ასაკი : 19
კომენტარი: :



PostSubject: Re: Josep guardiola   Thu Mar 08, 2012 9:53 am

ხოსეპ "პეპ" გვარდიოლა ი სალა (კატ. Josep "Pep" Guardiola i Sala, [ʒuˈzɛb ɡwəɾðiˈɔɫə]) (დ. 18 იანვარი, 1971 – სანტპედრო, ბარსელონა, კატალონია) — ესპანელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. თამაშობდა ჩამშლელ ნახევარმცველად და კარიერის დიდი ნაწილი „ბარსელონაში“ აქვს გატარებული – გუნდში, რომელსაც ამჟამად წვრთნის. გვარდიოლა შედიოდა იოჰან კრუიფის „ოცნების გუნდში“, რომელმაც „ბარსელონას“ თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ასევე, გვარდიოლა თამაშობდა ბრეშაში, რომაში, ალ აჰლისა და დორადოს დე სინალოაში.

2000/2001 წლების სეზონში “ბარსა” საშინელ კრიზისს განიცდიდა. სწორედ ის პერიოდია, როდესაც გუნდს წვრთნიდა სერა ფერერი. ერთ-ერთ მატჩში, როდესაც “ნოუ კამპზე” “ბარსელონა” შეხვდა “ვალიადოლიდს” 45-ე წუთზე გაძევებული იქნა “ბარსას” მცველი აბელარდო, მიუხედავად ამისა “ბარსამ” მაინც მოახერხა გოლის გატანა. გვარდიოლას ზუსტი პასის შედეგად კლიუვერტმა მეტოქის კარში თავით გადაგზავნა ბურთი. “ვალიადოლიდს” არც მეტი არც ნაკლები 3 წუთი დაჭირდა ანგარიშის გასათანაბრებლად. გაშვებული გოლის შემდეგ სრულს ეიფორიაში ჩავარდა “ბარსას” ფეხბურთელები. გუნდს არაფერი გამოსდიოდა, “ვალიადოლიდის” მეორე გოლი გარდაუვალი იყო. მატჩის 82-ე წუთზე სტუმართა მეკარე ბურთის გათამაშებას არ ჩქარობდა. ეს კარგად შეამჩნია გვარდიოლამ, პეპმა ყვირილით და ჟესტებით “ბარსას” თითქმის ყოველი ფეხბურთელი ცენტრში იხმო და საუბარი გამართა. ჟურნალისტებმა და დამსწრე საზოგადოებამ კარგად დააფიქსირა ფეხბურთელთა სახეები, ისინი გულმოდგინედ უსმენდნენ კაპიტნის რჩევა-დარიგებებს, ეს მცირე თათბირიც მალე დაასრულა გვარდიოლამ და ფეხბურთელები თავიანთ პოზიციებზე გადანაწილდნენ. როდესაც მეკარემ ბურთი გაათამაშა, ხალხმა სულ სხვა ფეხბურთი იხილა. მიუხედავათ დაღლისა მთელმა გუნდმა პრესინგს მიმართა. დაცვაში მხოლოდ ორი ფეხბურთელიღა დარჩა: ფრანკ დე ბური და ფილიპ კოკუ. „ბარსა“ უცებ გარდაიქმნა. ყოველი ფეხბურთელის თვალებში იკითხებოდა გოლის გატანის ჟინი. მეორე დამატებულ წუთზე კლიუვერტის წინააღმდეგ წესის დარღვევა დააფიქსირა მატჩის არბიტრმა და 33 მეტრიანი საჯარიმო დაუდო კატალონიელებს. ბურთთან რივალდო მივიდა, ეტყობოდა ჩაწოდებას აპირებდა. ბრაზილიელი ერთ ადგილზე იდგა და არ ექანებოდა. რივგალდოსთან გვარდიოლამ მიირბინა, რაღაც გადაულაპარაკა და რამდენიმე წამის შემდეგ რივო ბიზარის კართან აღმოჩნდა. ჯარიმის შესასრულებლად გვარდიოლა დადგა და მძიმე სიტუაციში არჩია თავად გადაეწყვიტა „ბარსას“ ბედი. კაპიტანი ანერვიულდა, ბურთსაც დიდი ხანი ასწორებდა. სახეზე კი არაფერი ეტყობოდა, წარბიც არ შეიტოკა ისე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი უკან და მოემზადა საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად. დადუმდა “ნოუ კამპი”. დაძაბული სახეები კაპიტანს შესცქეროდა ინჩასა… მეორე დღეს ჟურნალი “Sport”-ის ყდაზე დაიბეჭდება სტატია: “და 33 მეტრიც კი არ აღმოჩნდა კაპიტნისთვის შორი მანძილი”. მაგრამ ჯერ არ იცოდა ეს გვარდიოლამ. არ იცოდა ისიც, რომ ამ დარტყმის გამო ის ძალიან მძიმე ტრავმას მიიღებდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და დაარტყა. დაარტყა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო. დაჰკრა და ბურთი ბადეში გაახვია. სიჩუმე უაზრო ყიჟინამ ჩაანაცვლა და მთელი “ნოუ კამპი” უცებ აღრიალდა. ის კი არ იცოდნენ, რომ მათ იხილეს გვარდიოლას უკანასკნელი გოლი მათი სათაყვანო გუნდის რიგებში.
კაპიტანს ისევ შემორჩენოდა ძალები. ყოველი ფეხის გადადგმისას კოჭლობდა, მაგრამ მაინც მოახერხა მატჩის მიწურულს მიეცა ზუსტი პასი რივალდოსთვის და ამ უკანასკნელმა გოლით დააგვირგვინა…
ოთხმოცდაათიანი წელი კატალონიური გრანდისთვის ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა. ამ წელს “ბარსამ” 17 ოფიციალური ტიტული მოიგო. გუნდში ასპარეზობდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ: სუბიზარეტა, კუმანი, რომარიო, სტოიჩკოვი, ჰაჯი, ფიგუ, რივალდო. ამათ გარდა არაერთი ვარსკვლავი კაშკაშებდა “ბარსას” მაისურით. მაგრამ როდესაც 2002 წელს ჩატარდა გამოკითხვა, რათა გამოევლინათ ოთხმოცდაათიანი წლების საუკეთესო ფეხბურთელი, ძალიან დიდი უპირატესობით პეპ გვარდიოლამ გაიმარჯვა.
დიდი ფეხბურთისკენ გზას ხოსეპ გვარდიოლა სალა 6 წლის ასაკში დაადგა. მაშინ იგი კატალონიის ერთ-ერთ პროვინციული ქალაქის, მანრესის საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა. 1983 წელს “ბარსას” სკაუტებმა შეამჩნიეს ახალგაზრდა ტალანტი. 1984 წელს ხოსეპ გვარდიოლამ(უფრო სწორად მშობლებმა) კონტრაქტი გააფორმა “ბარსელონასთან”. 1990 წელს ერთი სეზონი ჩაატარა პეპმა “ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში. იოჰან კრუიფი ყოველთვის ენდობოდა ახალგაზრდა კანტერანოებს. გვარდიოლაც მალე დააყენა სასტარტო შემადგენლობაში და პირველივე მატჩში “ბარსამ 2:0 მოუგო “კადისს”. უკვე 2 წლის შემდეგ “ბარსა” არავის წარმოედგინა გვარდიოლას გარეშე. კრუიფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა გვარდიოლას ნიჭი და ტალანტი. გუნდის თავკაცმა იგი ჩამშლელ ნახევარმცველად დააყენა გუნდში და ამავდროულად გვარდიოლა პლეიმეიკერის როლის შესრულებასაც ბრწყინვალედ ართმევდა თავს. ფეხბურთის ისტორიაში, კი პირველად დაფიქსირდა ასეთი ფაქტი.
პირველად კაპიტნის სამკლავური პეპმა 22 წლის ასაკში მოირგო. ახალგაზრდა ფეხბურთელის რჩევა-დარიგებებს გასახდელში “ბარსას” ყოველი ფეხბურთელი გაფაციცებით ისმენდა. 1992 წელი იღბლიანი წელი აღმოჩნდა გვარდიოლასთვის. “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ამასთან ერთად გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ხოლო ესპანეთის ოლიმპიური საფეხბურთო გუნდი ოქროს მედლებით დაბრუნდნენ შინ.
1993 წელს გურადიოლამ ორი მძიმე ტრავმა მიიღო, რომელიც მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თავს ახსენებდა. ამ მძიმე ტრავმების გამო პეპმა საერთო ჯამში 3.5 წელი გამოტოვა.
1993 წელს “ბარსაში” ლეგენდარული თავდამსხმელი რომარიო გადავიდა. პივრელივე მატჩში ბრაზილიელმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა და სამივეჯერ საგოლე პასი გვარდიოლამ გაუკეთა. ამ სეზონში რომარიომ 30 გოლი გაიტანა.
ნელ-ნელა გუნდში გვარდიოლას ავტორიტეტი იზრდებოდა. გვარდიოლას განრისხება გამოიწვია იმ ფაქმა, როდესაც 1994 წელს რომარიო არ ჩავიდა თავის დროსზე შეკრებაზე. მიზეზად მან ოჯახური პრობლემები დაასახელა და ბოდიში მოიხადა, მაგრამ რამდენიმე დღეში კატალონიურმა გაზეთებმა გამოქვეყნეს სურათები, სადაც ბრაზილიელი გულიანად ერთობოდა დისკოტეკებზე და ღამის კლუბებში. გაბრაზებულ კრუიფს არ შეეძლო არ გაეკეთებია კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით. იგი სიტყვით გამოვიდა და რომარიოს 3 დღე მისცა ვადა. 3 დღის განმავლობაში რომარიო ბარსელონაში უნდა დაბრუნებულიყო. ერთადერთი კლუბში, ვინც კრუიფს მხარი დაუჭირა, გვარდიოლა იყო. კატალონიელმა განაცხადა: “ჩვენ, პროფესიონალმა ფეხბურთელებმა, არ უნდა მივცეთ ამდენის უფლება საკუთარ თავს, ხოლო ვინც ჩვენს გუნდს არ დააფასებს, მას არაფერი ესაქმება აქ…” მიუხედავად ამ სიტყვებისა რომარიო მაინც არ ჩავიდა 3 დღის განვალობაში, რის გამოც კრუიფმა სასწრაფოდ დააყენა ბრაზილიელის ტრანსფერი დღის წესრიგში და მალევე გამოამშვიდობა კატალონიურ კლუბს. მოგვიანებით რომარიომ ამ თავის გადაწყვეტილებას და საქციელს უდიდესი შეცდომა უწოდა, რომელიც მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში დაუშვია.
ამავე სეზონში გვარდიოლამ ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. “ატლეტიკო” მადრიდის კარში დარტყმული ჯარიმა იმდენად ზუსტი და ძლიერი იყო, რომ “ცხრიანში” ბადის უკან მოთავსებული ვიდეო კამერა დაამტვრია. ის მატჩი “ბარსამ” 4-3 მოიგო.
„ბარსა“ საკმაოდ უიღბლო სეზონს ატარებდა, როდესაც დაიწყო კონფლიქტი ხრისტო სტოიჩკოვსა და „ბარსას“ თავკაც, იოჰან კრუიფს შორის. ეს კონფლიქტი ეტაპობრივად გადაიზარდა და კრუიფმა მთელი გუნდი დაუპირისპირა სტოიჩკოვს. სტოიჩკოვი მაინც ახერხებდა გოლების გატანას. ბულგარელი აკრიტიკებდა გუნდს და აცხადებდა: „ისინი ვერ მხედავენ მოედანზე, თითქოს საერთოდ არ ვარსებობ.“ ერთი პერიოდი კრუიფი საერთოდ არ ათამაშებდა სტოიჩკოვს. „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ მატჩში ბულგარელი სასტარტო შემადგენლობაში შეიყვანა და ულამაზესი გოლი გაიტანა, ნადალის პასის შედეგად. მატჩის შემდეგ მიგელ ანხელ ნადალმა განაცხადა, რომ აზრადაც არ მოსვლია სტოიჩკოვისთვის პასის მიცემა: „უბრალოდ ბურთი მომეჭრა და სხვა მიმართულებით წავიდა“.
სიტუაციის განსამუხტავად გვარდიოლამ გადაწყვიტა გასაუბრებოდა სტოიჩკოვს და კრუიფს, სამწუხაროდ საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო და ხრისტო „პარმაში“ წავიდა.
1995 წელს „ბარსაში“ დაიწყო დიდი ცვლილებები. თითქმის ყველა ვეტერანმა დატოვა ბარსელონა და კრუიფმა გადაწყვიტა ახალი გუნდის შენება, გვარდიოლას ირგვლივ. სამწუხაროდ ბედმა უმტყუნა გვარდიოლას და მძიმე ტრავმამ ისევ შეახსენა თავი. მარჯვენა ფეხის მენისკი მოსვენებას არ აძლევდა კატალონიელს და ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება მოუხდა. „ბარსამ“ მეოთხე ადგილი დაიკავა და ნუნიესმა გადაწყვიტა გუნდიდან გაეშვა იოჰან კრუიფი. ამ ფაქტმა შეაძრწუნა გვარდიოლა და პირადად წავიდა ნუნიესთან მოსალაპარაკებლად. ახალგაზრდა კატალონიელის ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ ნუნიესი 3 საათის განმავლობაში განიხილავდა პეპთან ერთად ამ საკითხს და უხსნიდა 24 წლის ფეხბურთლეს თუ რატომ იყო კრუიფის გაშვება ყველაზე კარგი ვარიანტი. მიუხედავად ამისა გვარდიოლამ მაინც ვერ გადაათქმევინა ნუნიესს. მოგვიანებით, კი პეპი დაწერს თავის წიგნში: „კრუიფი საუკეთესოა. ნებისმიერი ფეხბურთელი ინატრებდა ესეთ მწვრთნელს.“
ტრავმებისგან გამწარებულმა გვარდიოლა ვარჯიშებსაც ვერ ახერხებდა. პეპმა რეკლამა გაუკეთა „კაპას“ და „ვესტას“ ტანისამოსებს (ყოველ ფოტოში იგი ზის სკამზე. წამოდგომა არ შეეძლო). აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ჰაიმე ერნანდესის წიგნის „გოთალუნიას“ პრეზენტაციაში.
1996 წლის ევროპის ჩემპიონატი იგივე მიზეზით გამოტოვა გვარდიოლამ.
1996 წელს ნუნიესმა გუნდის თავკაცად ბობი რობსონი მოიყვანა. საბედნიეროდ გვარდიოლა გამოჯამრთელდა და შესანიშნავი სეზონიც ჩაატარა. მთლიანად გუნდმაც კარგად იასპარეზა, მაგრამ მაინც ვერ მოხერხდა „ლა ლიგის“ მოგება. ნუნიესმა რობსონიც გაუშვა და დაიწყო ახალი მწვრთნელის ძებნა, საბოლოოდ, კი არჩევანი შეაჩერა იმ დროს ყველაზე რეალურ ვარიანტზე. მან გუნდში ლუი ვან გაალი მოიყვანა, ყველაზე ავტორიტეტული მწვრთნელი.
დადგა ჰოლანდიელთა ერა „ბარსაში“. სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო გუნდმა, მაგრამ 6 მატჩის შემდეგ გვარდიოლამ საშინელი ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე მოუწია მკურნალობა ფეხზე. მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, რაულმა გვარდიოლას გამამხნევებელი წერილი გამოაქვეყნა ოფიციალურ საიტზე.
ესეთ მძიმე დროს პეპს წინადადებით მიმართა პედრო ალმადოვარმა, მიეღო თავის ახალ ფილმში მონაწილეობა. რეჟისორს ძალიან მოეწონა გვარდიოლას ტიპაჟი, მაგრამ პეპმა უარით გაისტუმრა მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი.
პეპმა 1998 წელს დაიწყო ვარჯიშები მოედანზე. სამწუხაროდ მსოფლიო ჩემპიონატში ვერ მიიღო კატალონიელმა მონაწილეობა.
1998/99 წლებში ხოსეპ გვარდიოლა ტრიუმფით დაბრუნდა გუნდში და მოედანზეც დაიბრუნა ძველი დიდება. სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა მთელმა გუნდმა და განსაკუთრებით გვარდიოლამ. „ბარსა“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო პეპი ლიგის საუკეთესო ასისტენტი.
როგორც მოგეხსენებათ ვან გაალს არასოდეს ჰქონია კარგი ურთიერთობა რივალდოსთან, მაგრამ უცებ თავი გაანება რივალდოს გაკრიტიკებას და გვარდიოლას „გადაეკიდა“. ამ ფაქტმა შეაშფოთა მთელი კატალონია. ვან გაალმა განაცხადა: „გუნდს არ უნდა ჰყავდეს ორი მწვრთნელი, მე კიდევ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს ჩემს გარდა გუნდს გვარდიოლაც წვრთნის. ფეხბურთელები მე კი არა, მას უსმენენ.“ ხოსეპმა აუღელვებლად განაცხადა: „მწვრთნელია და მისი გადასაწყვეტია“. ყველაფერი გადაწყდა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც „ბარსამ“ „რეალთან“ 3:0 წააგო. გვარდიოლა ბოლო წუთებზე გამოუშვა ვან გაალმა მოედანზე და რა თქმა უნდა ამ მინიმალურ დროში ვერ მოახერხა პეპმა ვერაფერი. მატჩის შემდეგ არავინ მოელოდა ვან გაალისგან ესეთ საქციელს. ჰოლანდიელმა პრესკონფერენციაზე ბოდიში მოუხადა გვარდიოლას და ხელი ჩამოართვა.
გვარდიოლა თანდათან კატალონიელთა კერპად გარდაიქმნა. მხოლოდ მას ჰქონდა მთელ გუნდში ყვირილის უფლება. მხოლოდ მას შეეძლო გაეკრიტიკებინა ვან გაალი. ის იყო ნამდვილი ლიდერი. ყოველ მატჩში მთელი ნოუ კამპი უმღეროდა პეპს: „შენ ხარ ჩვენი გული, შენ ხარ ჩვენი ყველაფერი! „
2000 წელს პატრიკ კლიუვერტმა განაცხადა, რომ მზად არის გადავიდეს მადრიდის „რეალში“, თუ ხელფასს არ მოუმატებენ. ფიგუს საქციელით შეძრწუნებული კატალონიური ინჩასა უბრალოდ დადუმდა და მოელოდა კაპიტნის რეაქციას. მეორე დღეს დილის ვარჯიშებზე გვარდიოლას არავითარი რეაქცია არ ჰქონია, მას გამარჯობაც კი არ უთქვამს კლიუვერტისთვის უბრალოდ ჩაუარა გვერდით. პეპის თვალებში იკითხებოდა ყველაფერი. იმ დღესვე გააკეთა კლიუვერტმა კომენტარი და განაცხადა, რომ არასწორად გაიგო ხალხმა მისი ნათქვამი.
2000 წელს კომენტარი არ გაუკეთებია გვარდიოლას ფიგუს წასვლასთან დაკავშირებით, რადგან იგი მისი მეგობარი იყო და თვითონაც გაოგნებული დარჩა ფიგუს გადაწყვეტილებით. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მასაც სურდა გუნდის დატოვება, რადგან გვარდიოლა უკვე გადაღლილი იყო ყველაფრით. ტრავმებმა პეპი გააწამა. იცოდა თუ როგორ სურდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა. იცოდა, რომ სანამ იგი გუნდში იქნებოდა, მანამ არ მიეცემოდა ახალგაზრდა ტალანტს, ჩავის თავის გამოჩენის საშუალება. მაგრამ „ბარსას“ გაუჭირდებოდა ესეთ მძიმე სიტუაციაში კაპიტნის გარეშე და გადაწყვიტა ერთი სეზონით დარჩენილიყო კიდევ.
გვარდიოლას აგენტი ცდილობდა შეთანხმება მიეღწია „ბარსას’ იმდროინდელ პრეზიდენტთან, გასპარტთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად. პრეზიდენტი კი ძალზე უცნაურად იქცეოდა. მან განაცხადა რომ მზად არის იყიდოს 70 მილიონად ინგლისელი ოუვენი, ხოლო გვარდიოლას კონტრაქტს გაუხანგრძლივებდა იმ შემთხვევაში თუ პეპის აგენტი ხელფასის განახევრებაზე დათანხმდებოდა.
ყველაფერი ერთ დღეში დაინგრა-გვარდიოლამ გაიგო გასპარის ნათქვამი და ნერვებმა უმტყუნდა. იმ დღესვე განაცხადა, რომ გუნდს ტოვებდა. პრესკონფერენციაზე ისაუბრა პეპმა ნუნიესის შესახებ და განაცხადა, რომ ის იყო ნამდვილი პრეზიდენტი, რომელმაც იცოდა ფეხბურთელთა დაფასება.
მოგვიანებით ამ დღეს კატალონიელები „ტირილის დღეს“ დაარქმევენ… მთელი კატალონიელი მოსახლეობა გარეთ იდგა. თითქმის ყველას თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი და მოითხოვდნენ დაუყოვნებლივ გასპარის გადაყენებას. ბარსელონას მთავარ ქუჩაზე „ლას რამბლასზე“ გამოიკრა პლაკატი ბილბორდზე, სადაც ეწერა: „დღეს დავკარგეთ არა ფეხბურთელი, არამედ გული.“
გვარდიოლა მართლაც რომ გული იყო მთელი კატალონიის. გვარდიოლას გარეშე გუნდი სიქაგამოცლილი დარჩა.
„გულზე ოპერაციას ძალიან დიდი სარეაბილიტაციო პერიოდი სჭირდება“.
პეპის წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკავურს ატარებდა ფილიპ კოკუ და ლუის ენრიკე. ორივენი დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ მსოფლიო ფეხბურთის მასშტაბით, მაგრამ მიუხედავად დიდი პატივისცემისა, მაინც არ იყვნენ გვარდიოლას ღირსეული შემცვლელები, რადგან ძარღვებში არ უჩქეფდათ კატალონიური სისხლი.
დღეს-დღეობით შეიძლება ითქვას, რომ გულის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, რადგან „ბარსას“ მართლაცდა ღირსეული კაპიტანი ჰყავს, კარლეს პუიოლის სახით. ასე, რომ ტიტულები ისევ იქნება, თან არაერთი!
Back to top Go down
View user profile http://enrique305georgia-of.forum3-15.com/
 
Josep guardiola
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
სალიტა ჩუბინიძის ფანები :: სპორტი :: ფეხბურთი-
Jump to: