სალიტა ჩუბინიძის ფანები
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
სალიტა ჩუბინიძის ფანები

სალიტა ჩუბინიძის ფანები
 
HomeHome  GalleryGallery  SearchSearch  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
შემოგვიერთდით ფეისბუქსზე
Poll
მოგწონთ ფორუმი?
 ძალიან
 კი
 ისე რა
 არა
View results
რეკლამა
chavi hernandez Beaa3198ce8a  chavi hernandez Fe417155dfc0
დომეინი
www.wsa.ge

 

 chavi hernandez

Go down 
2 posters
AuthorMessage
Mari-Sali

Mari-Sali


პოსტები: : 296
ქულები: : 376
მოხდილი მადლობები: : 24
დარეგისტრირების თარიღი : 31.01.12
ასაკი : 26
კომენტარი: : მიიიიიიყვარხააარ პარუუნჩიიკ<3
chavi hernandez C2c75f70552cb9b919c1bc36553f5354
chavi hernandez Fbd0bebdf22f1769b3a09a82ad03e1f1
რა ცხოვრებებიი არიააან <3:**
chavi hernandez 275f09623fe8605b88a30a1a0743ec18

chavi hernandez Empty
PostSubject: chavi hernandez   chavi hernandez Icon_minitimeThu Mar 08, 2012 10:09 am

chavi hernandez E3b709a49d453e78c073980eee825d97
ჩავიერ ერნანდესმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა “კამპ ნოუზე” გაატარა. იგი კატალონიურ კლუბში 11 წლის მოვიდა და მას შემდეგ მისი პროგრესი ყოველთვის შესამჩნევი იყო. ამის წყალობით, 1997-98 წლების სეზონში ჩავი ახალგაზრდული გუნდიდან “ბარსა ბ”-ში გადავიდა.

“ბარსა ბ”-ში ჩავი ხორდი გონსალვოს გუნდის ტვინად იქცა და თანაგუნდელებთან ერთად მეორე დივიზიონამდე აღზევდა.

ჩავის ოცნება, ეთამაშა “ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში, ახდა 1998 წლის 18 აგვისტოს, როდესაც მისი გუნდი ესპანეთის ათასზე “მალიორკას” დაუპირისპირდა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე თავიდანვე გამოვიდა და მწვრთნელს იმედები არ გაუცრუვა, გაიტანა რა გოლი სადებიუტო შეხვედრაში. ჩავიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1998-1999 წლებში “ბარსელონას” მიერ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში.

1999-00 წლების სეზონში ჩავის ამჟამინდელმა მწვრთნელმა და მაშინდელმა თანაგუნდელმა, პეპ გვარდიოლამ, სერიოზული ტრავმა მიიღო და ერნანდესსაც თავის გამოჩენის მეტი შანსი მიეცა. ხოლო მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ იტალიას მიაშურა, ჩავი ძირითადი შემადგენლობი შეუცვლელ წევრად იქცა.

ჩავი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ვან გაალის, რექსაჩის, რაიკაარდის დროს და გვარდიოლას მწვრთნელობის ქვეშაც, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს. თავისი სტაბილური ასპარეზობის წყალობით, ჩავიმ კლუბში 300 შეხვედრის ჩატარება უკვე 25 წლის ასაკში მოახერხა. 2004-05 წლების ტრიუმფალურ სეზონში ჩავი რაიკაარდის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ითამაშა რა ესპანეთის ჩემპიონატის 38 ტურში 36 შეხვედრა.

თუმცა კატალონიელი ნახევარმცველის ცხოვრებაში რთული პერიოდებიც იყო. მას არასდროს დაავიწყდება 2005 წლის 2 დეკემბერი, როდესაც ლა მასიაზე გამართული მორიგი ვარჯიშის დროს მარცხენა ფეხის მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და იძულებული იყო ფეხბურთს ხუთი თვით ჩამოშორებოდა. მოედანზე კვლავ გამოსვლა ჩავინ 2006 წლის 29 აპრილს მოახერხა, ხოლო სულ მალე მისმა გუნდმა როგორც ესპანეთში, ასევე ევროპაში პირველობა იზეიმა.

რაიკაარდი ერის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჩავი გუნდში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფეხბურთელი იყო. 2007-08 წლების სეზონში კი პირადი რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა ესპანეთის ჩემპიონატში 7 გოლი, რითიც წინა სარეკორდო მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა.

გუნდში გვარდიოლას მწვრთნელად მოსვლის პირველივე სეზონში კი ჩავიმ ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, გაიტანა რა 10 გოლი 54 შეხვედრაში. ინიესტასთან ერთად, 2008-09 წლების სეზონში მან მოედნის ცენტრში შექმნა ტანდემი, რომელმაც გუნდისთვის სამი ტიტულის მოტანაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩავიმ მსოფლიოს 2002 და 2006 წლების ჩემპიონატზე ითამაშა. წარუმატებელი ევრო 2004 შემდეგ კი 2008 წელს ამავე სეზონზე ტრიუმფალურად გამოვიდა. ჩავი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაა დასახელებული.



თვისებები

ჩავი არის ფეხბურთელი, რომელიც ძალზე კარგად ხედავს მოედანს და მოქმედებს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე. “ბარსელონას” ასაკობრივ გუნდებში ჩავი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ თავისი თვისებები პლეიმეიკერად თამაშის დროსაც შესანიშნავად წარმოაჩინა. ჩავის შეუძლია თავდამსხმელების ისეთი გადცემებით მომარაგება, როგორც არავის. იგი ასევე შესანიშნავად ფლობს ბურთს. “ბარსას” მეექვსე ნომერს არც დაცვითი ფუნქციების შესრულება და ბურთისთვის ბრძოლა გამოსდის ცუდად.



მიღწევები

გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონი – 1998/99, 2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10, 2010/11

ესპანეთის თასი – 2008/09

ესპანეთის სუპერთასი – 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010-11, 2011-12

ჩემპიონთა ლიგა – 2005/06, 2008/09, 2010/11

ევროპის სუპერთასი – 2009/10

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10, 2011/12



ესპანეთის ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონი - 2010


ევროპის ჩემპიონი – 2008

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი – 2000

20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი – 1999



ინდივიდუალური მიღწევები

FIFA-ს "ბრინჯაოს ბურთის" მფლობელი - 2010

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით - 2010

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი – 2008/09

მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით – 2009

მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი France Football-ის ვერსიით – 2009

მსოფლიოს მე-3 საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით – 2009
Back to top Go down
MiNi_IGLESIAS

MiNi_IGLESIAS


პოსტები: : 288
ქულები: : 373
მოხდილი მადლობები: : 25
დარეგისტრირების თარიღი : 29.01.12
ასაკი : 27
კომენტარი: : chavi hernandez Ea048869004442e41413fdb83324edef
chavi hernandez A5e028ae45d43fc73059ed4118f2757a


chavi hernandez Empty
PostSubject: Re: chavi hernandez   chavi hernandez Icon_minitimeThu Mar 08, 2012 11:00 am

vafanatebbbbb
Back to top Go down
http://enrique305georgia-of.forum3-15.com/
 
chavi hernandez
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
სალიტა ჩუბინიძის ფანები :: სპორტი :: ფეხბურთი-
Jump to: