სალიტა ჩუბინიძის ფანები

სალიტა ჩუბინიძის ფანები
 
HomeHome  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
შემოგვიერთდით ფეისბუქსზე
Poll
მოგწონთ ფორუმი?
 ძალიან
 კი
 ისე რა
 არა
View results
რეკლამა
 
დომეინი
www.wsa.ge

Share | 
 

 ბოიან კრკიჩი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
MiNi_IGLESIAS



პოსტები: : 288
ქულები: : 373
მოხდილი მადლობები: : 25
დარეგისტრირების თარიღი : 29.01.12
ასაკი : 19
კომენტარი: :



PostSubject: ბოიან კრკიჩი   Fri Mar 09, 2012 2:27 pm

ბოიან კრკიჩი (სერბ. Бојан Кркић Перес; დ. 28 აგვისტო 1990, ლერიდა, ესპანეთი) — ცნობილი სერბი ფეხბურთელი. ესპანურ კლუბ ბარსელონას თავდამსხმელი.
კარიერა [რედაქტირება]

ბოიან კრკიჩ პერესი ლინიოლაში დაიბადა 1990 წლის 28 აგვისტოს. თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი. ბოიან კრკიჩი ბარსელონას პირველ გუნდში 2006–07 წლებიდან ირიცხება, როდესაც იგი ჯერ მხოლოდ 16 წლისა იყო. სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში მან, “ბარსა ბ”–ს გავლით, კლუბის ახალგაზრდული გუნდიდან, პირველ გუნდში ამოჰყო თავი.
“ბარსელონაში” ბოიანი 1999 წელს მივიდა და “ბენჟამი A”-ს წევრი გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი არნახული სისწრაფით ახერხებდა სიმაღეების დაპყრობას: 2000-01 წლების სეზონი მან “ალევი B” გუნდში გაატარა, შემდეგ იყო “ალევი A” 2001-02, “ინფანტილ B” 2002-03, “ინფანტილ A” 2003-04 და “კადეტ B” 2004-05 წლებში. 2005-06 წლების სეზონი ბოიანმა “კადეტ A”-ში დაიწყო, მაგრამ სეზონის მეორე ნაწილში “ჟუველინ A”-ში იქნა აღზევებული. ამგვარი სიტუაცია განმეორდა 2006-07 წლების სეზონში, რომელიც მან “ჟუველინ A”-ში დაიწყო და “ბარსა ბ”-ში დაასრულა. “ბარსას” მეორე გუნდში გატარებულ ნახევარ სეზონში ბოიანმა ათი გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
საფეხბურთო ევროპა ბოიანზე 2007 წელს ალაპარაკდა, როდესაც ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში მან ინგლისის ნაკრებს გამარჯვების გოლი გაუტანა და პირველი საერთაშორისო ჯილდო მოიგო. “ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში ბოიანს დებიუტი ეგვიპეში გამართულ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, რომელშიც მან გოლის გატანა მოახერხა. ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში კი ბოიანმა ჯერ კიდევ მაშინ ითამაშა, როდესაც 16 წლის იყო.
2007/08 წლების სეზონი კრკიჩმა პირველ გუნდთან ერთად დაიწყო. იგი გუნდს აზიურ ტურნეზე ვერ გაყვა, რადგან მსოფლიოს 17 წლამდელთა ჩემპიონატზე იყო გამოძახებული. აღნიშნულ ჩემპიონატზე ბოიანმა 5 გოლის გატანა და ვერცხლის მედლების მოპოვება მოახერხა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ახალგაზრდა ბოიანს ფრენკ რაიკაარდი როგორც ესპანეთის პირველობაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას. მან კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა, ითამაშა რა ჩემპიონთა ლიგაზე 17 წლის და 22 დღის ასაკში. ეს მოხდა 2007 წლის 19 სექტემბერს, როდესაც “ბარსას” მეტოქე ფრანგული “ლიონი” იყო. იმავე წლის 20 ოქტომბერს კი ბოიანი შეიქნა “ბარსას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლედ, როდესაც “ვილიარეალის” კარი 17 წლის, 1 თვის და 22 დღისამ აიღო. სულ რაღაც 22 დღე დააკლდა მას, რათა ქცეულიყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორად. როდესაც ბოიანმა “შალკეს” კარი აიღო, იგი 17 წლის და 217 დღის იყო, რაც 22 დღით მეტი იყო რეკორდსმენის, ოფორი-კუაის მაჩვენებელზე.
2007-08 წლების სეზონში, ბოიანმა ესპანეთის ჩემპიონატში სასტარტო შემადგენლობაში 14 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა. 2008-09 წლებში, ესპანეთის ჩემპიონატში ბოიანმა მართალია მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ იგი გუნდს ესპანეთის თასის 25-ედ მოპოვებაში დაეხმარა, გაიტანა რა 9 შეხვედრაში 5 გოლი.

თვისებები [რედაქტირება]

ბოიანი არის საკმაოდ სწრაფი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია იოლად გასცდეს მეტოქეს. მიუხედავად თავისი ასაკისა, ბოიანს თავისზე გაცილებით გამოცდილი მცველებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. მაგრამ კრკიჩის მთავარი თვისება მაინც შესანიშნავი საგოლე ალღოა.

მიღწევები
გუნდური მიღწევები
ბარსელონა
ესპანეთის ჩემპიონატი – 2008/09
ესპანეთის თასი – 2008/09
ესპანეთის სუპერთასი – 2009/10
ჩემპიონთა ლიგა – 2008/09
ევროპის სუპერთასი – 2009/10
მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10

ესპანეთის ნაკრები
17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონი – 2007
17 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი – 2007
Back to top Go down
View user profile http://enrique305georgia-of.forum3-15.com/
 
ბოიან კრკიჩი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
სალიტა ჩუბინიძის ფანები :: სპორტი :: ფეხბურთი-
Jump to: