სალიტა ჩუბინიძის ფანები

სალიტა ჩუბინიძის ფანები
 
HomeHome  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
შემოგვიერთდით ფეისბუქსზე
Poll
მოგწონთ ფორუმი?
 ძალიან
 კი
 ისე რა
 არა
View results
რეკლამა
 
დომეინი
www.wsa.ge

Share | 
 

 ერიკ აბიდალი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
MiNi_IGLESIAS

avatar

პოსტები: : 288
ქულები: : 373
მოხდილი მადლობები: : 25
დარეგისტრირების თარიღი : 29.01.12
ასაკი : 20
კომენტარი: :



PostSubject: ერიკ აბიდალი   Fri Mar 09, 2012 2:31 pm

ერიკ სილვენ აბიდალი (ფრანგ. Éric Abidal; დ. 11 სექტემბერი, 1979)[1] — საფრანგეთის ნაკრების და ბარსელონას ფეხბურთელი. თამაშობს როგორც მარცხენა ფლანგზე, ასევე დაცვის ცენტრში.
სექციების სია [დამალვა]
1 საკლუბო კარიერა
2 სანაკრებო კარიერა
3 ჯანმრთელობა
4 სტატისტიკა
5 ტიტულები
6 რესურსები ინტერნეტში
7 სქოლიო
საკლუბო კარიერა [რედაქტირება]



ერიკ აბიდალი (ცენტრში) ხეფრენი (მარცხნივ) და ბოიან კრკიჩი (მარჯვნივ) ვარჯიშის დროს
აბიდალმა ვარჯიში ქალაქ ლიონის გარეუბნის საფეხბურთო კლუბ ლიონ დუჩერეში დაიწყო. ერიკ აბიდალმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო 2000 წლის 16 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ მონაკოში, სადაც მან ძირითად შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა. 2002 წელს იგი გადავიდა თავის ყოფილ მწვრთნელ კლოდ პიუელის გუნდში, აქ მან 62 მატჩის ძირითად შემადგენლობაში დაიმსახურა ადგილი. 2004 წლის ბოლოს იგი თავის მშობლიულ მხარეს დაუბრუნდა: გადავიდა საფეხბურთო კლუბ ლიონში, რომელმაც იმ დროისთვის უკვე ზედიზედ მეორედ მოიგო საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი. ამ დროს აბიდალი მიიჩნეოდა საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველად. ამ სახელის მართებულობა გამოჩნდა ლიონისა და მანჩესტერ იუნაიტედის თამაშის შემდეგ, როდესაც აბიდალმა განაცხადა: “ჩემი, როგორც მცველის მიზანია ოპონენტის წყობიდან გამოყვანა. ისე ისე ცუდად უნდა მხედავდეს, რომ მოედანს საერთოდ ცდებოდეს. “ლიონის უკანა ხაზში მასთან ერთად თამაშობდნენ ფრანგი და ბრაზილიელი ფეხბურთელები - გრეგორი კუპე, ანტონი რევეიე, ფრანსუა კლერკი, კრისი და კასაპა.
2007 წლის 17 იანვარს ერიკ აბიდალმა გაიტანა კარიერაში პირველი გოლი, რომელმაც ლიონს საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ლე მანის წინააღმდეგ 1-0 მოაგებინა. იმავე წლის 30 ივნისს აბიდალი 9 მილიონ ევროდ ბარსელონაში გადავიდა და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ლიონში მისი 20 ნომრიანი მაისური ბარსელონაში დეკუს ეცვა, ამიტომ აბიდალმა 22 ნომრიანი მაისური ჩაიცვა. ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ აბიდალის კონტრაქტის ერთ-ერთი მუხლის თანახმად, ლიონი მიიღებდა დამატებით 500 000 ევროს, თუ მომდევნო 4 წლის მანძილზე ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა. აბიდალმა გამოტოვა 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ, რადგან ნახევარფინალში ჩელსისთან მსაჯმა წითელი ბარათით „დაასაჩუქრა“. აბიდალი დაჯარიმდა თავის თანამემამულე ნიკოლა ანელკასთან ორთაბრძოლაში, რომელსაც გოლის გატანის საშუალება არ მისცა, თუმცა ვიდეომასალამ დაადასტურა, რომ კონტაქტი მინიმალური იყო. შემდეგ იყო გაძევება ესპანეთის ჩემპიონატში ვილიარეალის წინააღმდეგ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ აბიდალმა გამოტოვა ესპანეთის სამეფო თასის ფინალი, რომელშიც კატალონიელებმა 4-1 სძლიეს ბასკურ „ატლეტიკს“. პეპ გვარდიოლა თავის ბარსელონურ მეორე სეზონშიც უპირატესობას ფრანგ ფეხბურთელს ანიჭებდა, მიუხედვად იმისა, რომ გუნდში ბრაზილიელი მაქსველი გადმოვიდა. 2011 წლის 5 იანვარს ერიკ აბიდალმა ბარსელონას შემადგენლობაში გაიტანა პირველი გოლი. ეს მოხდა ბილბაოში, სტადიონ სან მამესზე ადგილობრივ ატლეტიკთან. ამ გოლის წყალობით ბარსელონა სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში გავიდა.
სანაკრებო კარიერა [რედაქტირება]

ერიკ აბიდალი აფრანგეთის ნაკრებში 2004 წლის 18 აგვისტოდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე 55 მატჩი ჩაატარა. მიუხედავად ხშირი ტრავმიანობისა და ფიფასთან უთანხმოებებისა, აბიდალმა იასპარეზა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ოთამაშა პირველი ორი მატჩი, ორივეში მიიღო ყვითელი ბარათი და გამოტოვა შემდეგი შეხვედრა ტოგოსთან. მისი ადგილი მიქელ სილვესტრიმ დაიკავა. ფინალში იტალიის წინააღმდეგ აბიდალი იყო ერთ-ერთი, ვინც დაარტყა პენალტი და გაიტანა, თუმცა ეს არ ითვლება მისთვის გოლად და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში კვლავაც გასატანი აქვს. საფარნგეთის ნაკრების მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა აბიდალი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზეც მარცხენა მცველად ათამაშა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში იტალიის წინააღმდეგ მან ცენტრალურ მცველად ითამაშა და პირველივე ტაიმში პენალტი გამოიმუშავა და გაძევებულ იქნა. საფრანგეთის ნაკრებმა ის შეხვედრა 2-0 წააგო და შეჯიბრს გამოეთიშა. ერიკ აბიდალმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე იასპარეზა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც.
ჯანმრთელობა [რედაქტირება]

2011 წლის 15 მარტს „ბარსელონამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბიდალს ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ფეხბურთელის თხოვნით კლუბი არ ავრცელებდა დამატებით ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ. ამის საპასუხოდ, გულშმატკივრები და ფეხბურთლები მსოფლიოს ყველა კუთხიდან სხვადასხვა სპორტული საიტების და სოციალური ქსელების მეშვეობით მხარდაჭერას უცხადებდნენ აბიდალს. მისი მხარდაჭერისა და სოლიდარობის სიმბოლო იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რეალი-ლიონის მატჩის დროს ფეხბურთელების მოედანზე გამოსვლა წარწერით: “ძლიერი აბიდალი“. ეს წარწერა იყო აგრეთვე სტადიონ სანტიაგო ბერნაბეუს ტაბლოზეც. 19 მარტს, ბარსელონა-ხეტაფეს მატჩის დროს ფანები მთელი 22-ე წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდნენ, 22 ხომ აბიდალის ნომერი იყო. 2011 წლის 28 მაისს ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი. აბიდალმა შეუცვლელად ითამაშა. თანაგუნდელებმა კაპიტნის სამკლაური მას გაუკეთეს, რათა 85 000-იან უემბლის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის თასი გამოჯანმრთელებულ აბიდალს აღემართა.
სტატისტიკა [რედაქტირება]

26 ნოემბრის მონაცემებით, აბიდალმა კარიერის მანძილზე სულ 350 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი: მონაკოში-25 და 0 გოლი, ლილში-60 და 0 გოლი, ლიონში-99 და 1 გოლი, ბარსელონაში - 169 და 1 გოლი.
ტიტულები [რედაქტირება]

გუნდური:
საფრანგეთის ჩემპიონი: 2004-05; 2005-06; 2006-07
საფრანგეთის თასის მფლობელი: 2005, 2006, 2007
ესპანეთის ჩემპიონი: 2008-09; 2009-10; 2010-11
ესპანეთის თასის მფლობელი: 2009, 2010, 2011
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 2008-09; 2010-11
უეფას სუპერთასის მფლობელი: 2009; 2011
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი: 2009
ინდივიდუალური:
უეფას წლის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2007
Back to top Go down
View user profile http://enrique305georgia-of.forum3-15.com/
 
ერიკ აბიდალი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
სალიტა ჩუბინიძის ფანები :: სპორტი :: ფეხბურთი-
Jump to: