სალიტა ჩუბინიძის ფანები
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
სალიტა ჩუბინიძის ფანები

სალიტა ჩუბინიძის ფანები
 
HomeHome  GalleryGallery  SearchSearch  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
შემოგვიერთდით ფეისბუქსზე
Poll
მოგწონთ ფორუმი?
 ძალიან
 კი
 ისე რა
 არა
View results
რეკლამა
Jim Carrey/ჯიმ კერი Beaa3198ce8a  Jim Carrey/ჯიმ კერი Fe417155dfc0
დომეინი
www.wsa.ge

 

 Jim Carrey/ჯიმ კერი

Go down 
2 posters
AuthorMessage
Mari-Sali

Mari-Sali


პოსტები: : 296
ქულები: : 376
მოხდილი მადლობები: : 24
დარეგისტრირების თარიღი : 31.01.12
ასაკი : 26
კომენტარი: : მიიიიიიყვარხააარ პარუუნჩიიკ<3
Jim Carrey/ჯიმ კერი C2c75f70552cb9b919c1bc36553f5354
Jim Carrey/ჯიმ კერი Fbd0bebdf22f1769b3a09a82ad03e1f1
რა ცხოვრებებიი არიააან <3:**
Jim Carrey/ჯიმ კერი 275f09623fe8605b88a30a1a0743ec18

Jim Carrey/ჯიმ კერი Empty
PostSubject: Jim Carrey/ჯიმ კერი   Jim Carrey/ჯიმ კერი Icon_minitimeThu Feb 09, 2012 10:22 am


Jim Carrey/ჯიმ კერი 249d79b7f4ec1ac2a7b60bb6fca5972e
ჯეიმზ იუჯინ "ჯიმ" კერი დ. 17 იანვარი, 1962 არის ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი.ჯიმ კერი ცნობილი გახდა ფილმებით: ეის ვენტურა-ც ხოველების დეტექტივი (1994) და ეის ვენტურა-როცა ბუნება გიხმობს (1995),ასევე ფილმებით ნიღაბი (1994), მეკაბელე (1996) და მატყუარა,მატყუარა(1997). 1998 და 1999 ჯიმ კერიმ მიიღო ოქროს გლობუსი ფილმებისთვის ტრუმანის შოუ (1998) და ადამიანი მთვარეზე (1999). წარმატებით სარგებლობდა კერის შემდგომი ფილმებიც, ისეთები როგორიცაა: ყოვლისშემძლე ბრიუსი(2003), დიკის და ჯეინის გართობა (2005) და ყოველთვის თქვი დიახ (2008).



ადრეული ცხოვრება
ჯიმ კერი კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა.მისი მშობლები იყვნენ დიასახლისი კეტლინ კერი და მუსიკოსი და ბუღალტერი პერსი კერი. ჯიმს ჰყავს სამი უფროსი და-ძმა: ჯონი, პატრიცია და რიტა.მისი მშობლები რელიგიური აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ. დედამისი შოტლანდიელთა შთამომავალი იყო, მამა კი ფრანგი კანადელი.ჯიმი 14 წლის იყო როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად შტატ ონტარიოს ქალაქ სკარბოროში გადავიდა საცხოვრებლად.1 წლის შემდეგ ჯიმი სასწავლებლად გადავიდა ქალაქ ბერლინგტონში და იქ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ელდერშოთის უნივერსტეტში.

კომედია
1979 წელს კერიმ დაიწყო მონაწილეობა ტორონტოს იუკი-იუკის კომედიურ შოუში, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ამ შოუს წამყვანი. 1981 წელს ჯიმი გადავიდა ლოს-ანჯელესში და დაიწყო მუშაობა კომედი სთორში. სწორედ ამის შემდეგ მიაქციეს ყურადღება ჯიმ კერის ტელევიზიებმა და 1981 წელს ის შეუერთდა NBC-ის პოპულარული შოუს შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში სცენარისტთა ჯგუფს. 1983 წლამდე იგი ასრულებდა ეპიზოდურ როლებს სხვადასხვა ფილმებში.


ფილმები
ჯიმმა პირველი დიდი როლი მიიღო ფილმში კუპერის მთები. 90-იან წლებამდე მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. პირველი დიდი წარმატება კი კერის მოუტანა ფილმმა ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი.მიუხედავად კრიტიკოსთა მხრიდან ფილმის დაბალი შეფასებისა, ჯიმ კერი მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალგახრდა მსახიობად. იმავე წელს გამოვიდა ფილმები ნიღაბი და ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდა კერის პოპულარობა.კრიტიკოსებმა დაიწუნეს კერის მომდევნო ფილმი მეკაბელე, თუმცა მან მალევე მოახდინა რეაბილიტაცია ფილმით მატყუარა,მატყუარა. ჯიმს კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა ფილმებმა ტრუმანის შოუ და ადამიანი მთვარეზე. ტრუმანის შოუმ გაიმარჯვა ოსკარის სამ ნომინაციაში, თავად ჯიმ კერიმ კი ამ ფილმისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. 1999 წელს მან შეასრულა კომიკოს ენდი კაუფმანის როლი ფილმში ადამიანი მთვარეზე. მიუხედავად კრიტიკოსთა მაღალი შეფასებისა ფილმი არ იყო ნომინირებული ოსკარზე, სამაგიეროდ ჯიმ კერიმ ზედიზედ მეორედ მიიღო ოქროს გლობუსი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. 2003 წელს ჯიმმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში ყოვლისშემძლე ბრიუსი, რომლის მოგებამაც 485 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით გახდა მეორე ყველაზე მომგებიანი კომედია. კერის ბოლო ფილმია მე შენ მიყვარხარ ფილიპ მორის. მანამდე მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში ყოველთვის თქვი დიახ. მან ასევე გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ჰორტონი ანიმაციურ ფილმში ჰორტონს ესმის (2008) და რამდენიმე სხვადასხვა პერსონაჟი,მათ შორის მთავარი გმირი სკრუჯი ანიმაციურ ფილმში საშობაო ისტორია (2009). მიუხედავად იმისა რომ ჯიმი ცნობილია თავისი კომიკური როლებით მას ნათამაშები აქვს რამდენიმე სერიოზულ ფილმში, მათ შორისაა ფილმები მაჯესტიკი (2001), ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება (2004), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისწეს და ტრილერი რიცხვი 23 (2007).



ოჯახი
ჯიმ კერის პირველი მეუღლე იყო კომედი სთორის ოფიციანტი მელისა უომერი. ისინი 1987 წელს დაქორწინდნენ და იმავე წელს ეყოლათ შვილი, ჯეინ ერინი კერი. ჯიმი და მელისა ერთმანეთს 1995 წელს ოფიციალურად დაშორდნენ, რისი მიზეზიც გახდა კერის რომანტიული ურთიერთობა მსახიობ ლორენ ჰოლთან.ჯიმმა ლორენი ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის გადაღებებისას გაიცნო. ისინი 1996 წელს დაქორწინდნენ. თუმცა ამ ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გასტანა. მალევე ჯიმმა დაიწყო შეხვედრა მე,ისევ მე და ირენში თანაპარტნიორ რენე ზელვეგერთან. თუმცა მათი ურთიერთობა 2000 წელს დასრულდა. 2005 წლიდან ჯიმი ხვდებოდა მოდელ ჯენი მაკარტის. 2010 წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა დაშორების შესახებ.


VGijdebiiii am masxiobzeee cekva cekva cekva


Last edited by Mari-Sali on Sat Mar 03, 2012 8:44 am; edited 1 time in total
Back to top Go down
MiNi_IGLESIAS

MiNi_IGLESIAS


პოსტები: : 288
ქულები: : 373
მოხდილი მადლობები: : 25
დარეგისტრირების თარიღი : 29.01.12
ასაკი : 27
კომენტარი: : Jim Carrey/ჯიმ კერი Ea048869004442e41413fdb83324edef
Jim Carrey/ჯიმ კერი A5e028ae45d43fc73059ed4118f2757a


Jim Carrey/ჯიმ კერი Empty
PostSubject: Re: Jim Carrey/ჯიმ კერი   Jim Carrey/ჯიმ კერი Icon_minitimeThu Feb 09, 2012 11:56 am

mec dzan miyvars
Back to top Go down
http://enrique305georgia-of.forum3-15.com/
 
Jim Carrey/ჯიმ კერი
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» მირანდა კერი ვს ადრიანა ლიმა

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
სალიტა ჩუბინიძის ფანები :: ჰოლივუდის წითელი ხალიჩა :: ამერიკელი მსახიობები-
Jump to: