ნინო გაჩეჩილაძე სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" უკვე კარგად გაიცნო მაყურებელმა. მსახიობი წლების წინ გამოჩნდა "წვრილ ვარსკვლავთა ღამეში", სადაც, როგორც თავად ამბობს, თან ერთობოდა და თან გამოცდილებას იძენდა. მერე იყო ფილმი "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს". თუმცა, მას გაცილებით მეტი აკავშირებს თეატრთან და სცენასთან.
იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა სერიალში, როდის აღიზიანებს თავისი პერსონაჟ კატოს ქცევები, რა აქვს საერთო მასთან და ვინ არის ცოტა ქარაფშუტა და ეგოისტი გოგონას პროტოტიპი, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.