სალიტა ჩუბინიძის ფანები

სალიტა ჩუბინიძის ფანები
 
HomeHome  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
შემოგვიერთდით ფეისბუქსზე
Poll
მოგწონთ ფორუმი?
 ძალიან
 კი
 ისე რა
 არა
View results
რეკლამა
 
დომეინი
www.wsa.ge

Share | 
 

  სამსართულიანი სახლის სახურავზე მოწყობილი სცენა და "გაცოცხლებული" მაიკლ ჯეკსონი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
chubsal_fan
Admin


პოსტები: : 133
ქულები: : 195
მოხდილი მადლობები: : 21
დარეგისტრირების თარიღი : 15.01.12
მდებარეობა: : საქართველო

PostSubject: სამსართულიანი სახლის სახურავზე მოწყობილი სცენა და "გაცოცხლებული" მაიკლ ჯეკსონი   Fri Jan 27, 2012 5:27 pm


ახალ სეზონზე "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "თქვენი შოუ" ახალი სახეები გამოჩნდნენ. წინა კვირას მაიკლ ჯეკსონი ისე დაიტირა სალიტა ჩუბინიძემ, რომ მიცვალებული ადგა. ჯეკსონის როლის შემსრულებლის, ამიკო ჩოხარაძის ვოკალური მონაცემები და პლასტიკა აღარავის გვიკვირს. ამჯერად სალიტას ვოკალითა და სასცენო მონაცემებით დავინტერესდით.
- სალიტა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე გვიამბე...
- საჩხერეში დავიბადე, სკოლა იქ დავამთავრე. საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი თავიდანვე, ვმონაწილეობდი "კავეენში", ცოტა უცნაური სახელი ჰქონდა ჩვენს გუნდს - "უდეზო მამლები", ვიყავი როკჯგუფის სოლისტი. სცენა მიზიდავდა. მერე ჩამოვედი თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ხელოვნებათმცოდნეობაზე. ახლა მესამე კურსზე ვარ.

- "რუსთავი 2"-ში როგორ მოხვდი?
- თსუ-ს "კავეენში" ვმონაწილეობდი. ამ გუნდსაც საკმაოდ უცნაური სახელი ერქვა - "ყვითელი ავტობუსი". ფინალი გიორგი აფციაურს მიჰყავდა და მე და ნათია (რომელიც ახლა ასევე "თქვენ შოუშია" - ავტ.) შეგვამჩნია, როგორც ჩანს. მალევე დაგვირეკეს და დაგვიბარეს "რუსთავი 2"-ის ოფისში. გაგვესაუბრნენ, შეამოწმეს ჩვენი სამსახიობო ოსტატობა, მუსიკალური მონაცემები და აგვიყვანეს. თავიდან, რა თქმა უნდა, ვღელავდი, მიუხედავად იმისა, რომ სცენა ჩემთვის ახალი ხილი არ იყო, მაგრამ ისე კარგად შეგვხვდნენ ბიჭები, ისე თბილად, რომ საერთოდ არ მიგრძნია თავი უცხოდ. ერთი ოჯახივით ვართ. ძალიან საყვარლები არიან ყველანი.

- გამორჩეულად ვის დაუმეგობრდი?
- ყველასთან კარგად ვარ, საერთო ენას ყველასთან ვპოულობ.

- "თქვენ შოუში" იყავი ქართველი რიანა, კეტი პერი, საინტერესოა, თავად რა მუსიკას უსმენ?
- ჯაზს, როკს. როგორც გითხარით, როკანსამბლი გვქონდა საჩხერეში.

- და როგორ უყურებდნენ საჩხერეში როკჯგუფს?
- ჩვენ ძირითადად ქავერებს ვმღეროდით. "ბითლზის" გაგება არც ისე რთულია. ერთხელ სამსართულიანი სახლის სახურავზე მოვაწყვეთ სცენა და კონცერტი გავმართეთ.

- აუდიტორია გყავდათ?
- კი, ხმა რომ გაიგეს, ქუჩა გადაიკეტა და ხალხი მოგროვდა. ქვემოდან შემოგვცქეროდნენ.

- როგორ გამოგიშვეს საჩხერელებმა მომღერალი ბულბული თბილისში?
- (იცინის) სხვა რა გზა ჰქონდათ. რომ წამოვედი, ჯგუფიც დაიშალა. სიმღერას ვაგრძელებ, თსუ-ს კონცერტებზეც გამოვდივარ თბილისში. ბევრ რამეზე უარის თქმა მიწევს. ახლა უკვე სამსახური მაქვს, პარალელურად - ლექციები. თუმცა სწავლას რომ დავამთავრებ, არა მგონია, ჩემგან კრიტიკოსი დადგეს, ალბათ სცენას ვერ მოვეშვები.

- თაყვანისმცემლები მოგიმრავლდებოდნენ, რაც ტელეეთერით გამოჩნდი?..
- კი. ტელევიზიის დაცვა გვეუბნება მე და ნათიას, აი, ის ბიჭები გადაცემის ჩაწერაზე თქვენ გამო დადიანო (იცინის), თუმცა ოცი წლის განმავლობაში ჩემი გულის მოგება ვერავინ შეძლო. ასე, მარტო, ეულად დავდივარ (იღიმის).

- როგორ იშორებ აბეზარ თაყვანისმცემლებს?
- თავს არ მაბეზრებენ. მშვიდად ვუხსნი, რომ ამ ეტაპზე ვსწავლობ, კარიერაზე ვფიქრობ, გათხოვება არ მაინტერესებს და იგებენ. საერთოდ, ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, ჩემგან ჩხუბს და ყვირილს ვერ გაიგებ. ალბათ ცუდია, ასე რომ ვგეგმავ წინასწარ ყველაფერს, სიყვარულს ვერ დაგეგმავ, მაგრამ ამ ეტაპზე მირჩევნია კარიერას მივხედო. ბავშვობაში გოგონები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე რომ ოცნებობენ, ასეთი ოცნება არასდროს მქონია.

- და თუ მაინც გამოჩნდა პრინცი?
- გამოჩნდეს, აქ ვარ (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
Back to top Go down
View user profile http://salitachubinidzefan.georgianforum.com
 
სამსართულიანი სახლის სახურავზე მოწყობილი სცენა და "გაცოცხლებული" მაიკლ ჯეკსონი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
სალიტა ჩუბინიძის ფანები :: სალიტას ბიოგრაფია, ცხოვრება და ახალი ამბები :: ინტერვიუები-
Jump to: