ლელა წურწუმია (დ. 12 თებერვალი, 1969, თბილისი) — ქართველი პოპ-მომღერალი. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 ვიდეოკლიპი. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ დასახელდა 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად.[1] „სტუდია თბილისის“ ინტერნეტ-მაღაზიაში ეს ალბომი დღემდე ყველაზე კარგად გაყიდვად ალბომთა ათეულს ლიდერობს.[2] 2006 წლიდან ლელა აყალიბებს ცოცხალ ბენდს და ყველა კონცერტზე მხოლოდ ბენდის თანხლებით, ცოცხლად ასრულებს სიმღერებს. საქართველოს გარდა ის გარკვეული პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. 2006 წელს მან გამოუშვა საუკეთესო სიმღერების კრებული აშშ-სა და ისრაელში. იმავე წელს, ერთ-ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში წლის ტელესახეებს შორის პირველ ათეულში მოხვდა.[3]. მან ქართველ მაყურებელს შესთავაზა ერთ-ერთი პირველი კოსტიუმირებული სოლო-კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით.[4] ზოგ გამოკითხვაში სახელდება როგორც ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალი [5]
ძალიან მომწონს ამ ქალის თვალებიიი ულამაზესიი თვალის ჭრილი აქვს,კიდევ ძალიან მომწონს ტუჩები,და საერთოდ ძალიააან მომწონს თვითონ ეს ადამიანი