სამის დედა სუფთა სისხლის გერმანელია, ხოლო მამა კი თურქი. 8 წლის ასაკში ხედირა მიიყვანეს "შტუდგარტში", მან 11 წელიწადი დაჰყო "შვაბების" ახალგაზრდულ გუნდში, ხოლო მისი დებიუტი "ბუნდეს ლიგაში" 2006 წლის 1 ოქტომბერს მოხდა "ჰერტას" წინააღმდეგ. ამ წელსვე ხედირას კლუბი გახდა ჩემპიონი "ბუნდეს ლიგაში" რაშიც ხედირამ თავისი წვლილის შეტანა შეძლო. "შვაბების" შემადგენლობაში მან 98 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.
ხედირას დებიუტი "ბუნდეს ნაკრებში" "მსოფლიო ჩემპიონატის" დაწყებამდე ორი თვით ადრე შედგა. მან თავისი თამაშით მოხიბლა იოჰამ ლიოვი და ასე მოხვდა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში. მის ანგარიშზე 12 მატჩი და 1 გოლია.
მიღწევები:
გერმანიის ჩემპიონი: 2006/07
ევროპის ჩემპიონი (21) 2009
კარიერა:
შტუდგარტი 2 (1995 - 2006)
შტუდგარტი: (2006 - 2010)
მადრიდის რეალი 2010 წლიდან დღემდე.