სალიტა ჩუბინიძის ფანები
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
სალიტა ჩუბინიძის ფანები

სალიტა ჩუბინიძის ფანები
 
HomeHome  GalleryGallery  SearchSearch  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
შემოგვიერთდით ფეისბუქსზე
Poll
მოგწონთ ფორუმი?
 ძალიან
 კი
 ისე რა
 არა
View results
რეკლამა
დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Beaa3198ce8a  დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Fe417155dfc0
დომეინი
www.wsa.ge

 

 დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.!

Go down 
3 posters
AuthorMessage
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Empty
PostSubject: დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.!   დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Icon_minitimeMon Mar 26, 2012 8:36 pm

როგორ ხარ სალი?
-კარგად ანი, შენ?
-მეც მაგრად. აქ რას აკეთებ?
-მეგობარს ველოდები. რაღაც უნდა ვაჩვენო.
ამ დროს გამოჩნდა სალის მეგობარი, ანიმ შეხედა თუ არა, მაშინვე გაიფიქრა, "ღმერთო რა ძალიან საყვარელი ბიჭია”. სალი და გიო ჯგუფელები იყვნენ. ბიჭი გოგოებს რომ მიუახლოვდა, სალის აკოცა და მოიკითხა, ისე, რომ ანის ზედაც არ შეხედა. მეგობრებმა გააბეს ლაპარაკი, ანი კი, სულ დაავიწყდათ. გოგონა შემობრუნდა და წამოვიდა. ცოტა იმედგაცრუებული იყო, რადგან ასეთი უყურადღებობა ნებისმიერს დაწყვეტდა გულს, მითუმეტეს ანის, რომელსაც, ამ ქვეყნად უყურადღებობაზე მეტად არაფერი ეჯავრებოდა.
გავიდა რამოდენიმე დღე და ანიმ აღმოაჩინა, რომ გიოს და მას ერთდროულად უტარდებოდათ ლექცია და მათ აუდიტორიებს ერთი კედელი ყოფდა. მან რამდენჯერმე მოკრა გიოს თვალი, მაგრამ ამ ბიჭის ყურადღება ვარასოდეს მიიქცია.
მას მერე გავიდა დრო. გაიარა ზაფხულმა და უნივერსიტეტშიც განახლდა სწავლა. ანი ვერ იტყოდა, რომ დიდი სიხარულით ელოდა ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მაგრამ რას იზამდა. დაიწყო სწავლა და სტუდენტებმაც აირჩიეს საგნები. გოგონა შევიდა ლექციაზე და დაჯდა მერხთან. სტუდენტები ნელნელა შემოდიოდნენ და აუდიტორიაც ივსებოდა. კიდევ ერთხელ გაიღო კარი და გიოც შემოვიდა. ანის გაუხარდა, როცა მიხვდა, რომ ეს ბიჭი ერთი სემესტრი მაინც იქნებოდა მისი ჯგუფელი და რაღაც სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.
ანი არ იყო ცანცარა გოგო, მას მოსწონდა გიო თუმცა მის გასაცნობად არაფერი გაუკეთებია. ერთხელ, როცა მათ ერთად ქონდათ ლექცია, ლექტორი დავალებებს ამოწმებდა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ანის და გიოს ქონდათ შესრულებული დავალება. ეს გახლდათ მათი გაცნობის მიზეზი. ჯერ ანის დავალება ნახა ლექტორმა, გიო რიგში იდგა და ამ დროს გამოელაპარაკა კიდეც ანის.
-აუ! შეხედე, დავალება მარტო ჩვენ გვაქვს.-თქვა გიომ და ღიმილით შეხედა.
-მაგარია, კაია მერე.
-ხო, თავი დავამახსოვროთ და კარგ ქულებს დაგვიწერს ბოლოს.
მას მერე გადიოდა დღეები, გიო და ანი ერთმანეთს ლექციაზე ხვდებოდნენ და დავალებების გაკეთებაც ერთად უწევდათ ხოლმე. მათ ერთმანეთი გაიცნეს ნელნელა და დამეგობრდნენ კიდეც.
-ანააა, როგორ ხარ გოგ?
-კარგად, შენ როგორ ხარ, ლიზ?
-რავი, არამიშავს, რა ხდება შენკენ ახალი და სასიამოვნო აბა? რამდენი ხანია არ მინახიხარ, რატო ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს ხშირად რა არის რა.
- ეჰ, ხო იცი ჩვენი ამბავი, სულ სამეცადინო და. . .
-ეგ აღარ გამახსენო. გოგო რას შვრები ახალი არავინ გამოჩნდა შენკენ? ჰა? -კითხა ლიზიმ ანას და თან ეშმაკურად გაეღიმა.
-ახალი? აუ რავიცი. ლიზი ერთი ბიჭი მომწონს ძალიან, მაგრამ იმას სულ არ ვაინტერესებ და რა ვქნა არ ვიცი.
-ვინაა ეგეთი. ბრმაა?
- ჩემი ჯგუფელია, გიო ქვია ძაან საყვარელია.
-მერე რა იცი, რომ არ მოწონხარ?
-რავი ყურადღებას არ მაქცევს საერთოდ და არ ვიცი რა ვქნა.
-კაი რა, მაგაზე დარდობ? ბიჭების მეტი რა არის.
-კაი აბა ვნახოთ რა იქნება. კარგად ლიზი.
გადიოდა დრო და გიო და ანა ერთმანეთს უფრო და უფრო დაუახლოვდნენ, ნამდვილ მეგობრებად იქცნენ. ერთ დღესაც, გიო ძალიან უცნაურად იქცეოდა. ანა დაინტერესდა მისი ამბით და ნელნელა გამოკითხა მოწყენის მიზეზი. კარგი იქნებოდა მას ეს საერთოდ არ გაეგო. გიომ უთხარა ანას, რომ თავის შეაყვერებულს ეჩხუბა და მაგიტომ რაღაც დეპრესიის მაგვარი ჭირდა. ამ სიტყვების მერე ანას ნამდვილად დაემართა დეპრესია. მან არ იცოდა, რომ გიო შეყვარებული იყო. იმდენად გაუცრუვდა იმედი, რომ ყველაფრის ხალისი დაკარგა. ის დღე ხომ მთლიანად ჩამწარდა და უახლოესი ერთი კვირაც მასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ანა ძალიან მგრძნობიარე გოგო იყო, თუმცა ამას არასოდეს იმჩნევდა ხოლმე. მას სიამაყის გრძნობა მოზღვავებულად ქონდა და თავისი სისუსტის გამომჟღავნებას სიკვდილი ერჩივნა. იგი თავის თავში ხშირად იკეტებოდა და თუ რამე პრობლემა ქონდა, ყოველთვის თვითონ ცდილობდა მოგვარებას, არასოდეს გაანდობდა მას სხვას. ანამ ეს იმედგაცრუებაც გადაიტანა, თავს ცუდად გძნობდა, თუმცა ეს არ შეიმჩნია. გიოსთან ძველებური ურთიერთობა ქონდა და აგრძელებდა ცხოვრებას.
ერთ მშვეიერ დღეს, როცა ანა ეკლესიაში მიდიოდა, მას თავისი ძველი მეგობარი სანდრო შეხვდა, რომელსაც თან ძმაკაცი ახლდა.
-ვა, ანაააა, როგორ ხარ?
-კარგად, სან, შენ?
-ვარ რა, ძველებურად, გაიცანი, ეს ჩემი ძმაკაცი ლუკაა.
-სასიამოვნოა, ანა. აუ სან, მე უნდა გავიქცე, ბოდიში რა, სხვა დროს ვნახოთ ერთმანეთი და ვიჭორაოთ მერე ხო?
-კარგი წაცუცნცულდი და მერე გნახავ.Aაბა კარგად, ლამაზუკა. - და კოცნით დაემშვიდობა სანდრო ანას.
Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Empty
PostSubject: Re: დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.!   დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Icon_minitimeTue Mar 27, 2012 2:35 pm

2

ამ დღის მერე ლუკამ ანა აღარ მოასვენა. მას ძალიან მოწონდა იგი და ყველანაირად ცდილობდა მისი გულის მოგებას. არც ანა იყო გულგრილი მის მიმართ.Lლუკა ის ბიჭი იყო, რომელსაც ფიზიკურად ნაკლს ვერ მოუძებნიდი. ანა კი გარეგნობას ყურადღებას ყოველთვის აქცევდა. ლუკა როგორც დედფოფალს ისე ექცეოდა მას, მან თითქოს მიაგნო ანას გულის გასაღებს, რომელსაც ყოველთვის გაბედული ბიჭები მოსწონადა. ისეთები, რომლებიც მისი გულისთვის არაფერს შეუშინდებოდნენ და არასოდეს დანებდებოდნენ სანამ მიზანს არ მიაღწევდნენ. ამავდროულად ლუკა იდეალური ვარიანტი იყო გიოს დასავიწყებლად. ანას კი ეს ნამდვილად ჭირდებოდა. გადიოდა დღეები და ანა ძალიან შეეჩვია ლუკას. დღე მისით იწყებოდა და ღამდებოდა კიდეც. აღფრთოვანებული იყო ამ ადამიანით და ფიქრობდა, რომ მას ძალიან გაუმართლა. გიოსთან მეგობრობდა ძველებურად და ეგონა, რომ ახლა, კი მართლა, როგორც მეგობარი ისე უყვარდა იგი. ლუკა ეჭვიანობდა ხოლმე კიდეც გიოზე, მაგრამ ისე იყო დარწმუნებული, რომ ანა მხოლოდ მისი იყო, ამაზე ფიქრით მაიცდამაინც არ იწუხებდა ხოლმე თავს.
ერთ დღესაც ჩვეულებისამებრ დაურეკა ლუკამ ანას და შეხვდერა სთხოვა. ანაც გაიპრანჭა და დათქმულ დროს მივიდა ლუკას სანახავად. იგი ძალიან ლამაზი იყო იმ დღეს და ამას გრძნობდა კიდეც, ქუჩაში გამვლელების მზერით.
-ჩემი ულამაზესი, ჩემო დედოფალო როგორ ხარ?-და მაგარად ჩაეხუტა ლუკა ანას.
ანას ძალიან უყვარდა ჩახუტება და სასიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა ყოველთვის, განსაკუთრებით, თუ ეს ლუკა იყო მაშინ. ახლაც ტკბებოდა ამ წამებით და ფიქრობდა, რომ ლუკა იყო ის ადამიანი, ვინც მის სიყვარულს ნამდვილად იმსახურებდა.
-მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ. იცი როგორ მომენატრე?
-მე უფრო ჩემო ანგელოზო. - და უკოცნიდა ლუკა ლამაზ თველებს ანას, იგი რაღაც უცნაურად იქცეოდა იმ დღეს, თითქოს ემშვიდობებოდა. რაც ერთმანეთს შეხვდენენ გოგოსთვი ხელი ერთი წამი არ გაუშვია, სულ ეფერებოდა და ჩვეულებისამებრ ლამაზი სიტყვებით ამკობდა.
-ლუკა რა გჭირს დღეს, ეგრე თუ გააგრძელებ ალბათ შემჭამ კიდეც იცი?
- ხო შეგჭამ და სულ ჩემთან იქნები და ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს მერე.
-დაშორება რა შუაშია, მაგაზე რატო ფიქრობ ახლა?- კითხა ანამ და ბავშვური თველებით შეხედა ლუკას
-ანა, მისმინე რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ ყურადღებით მისმინე და სანამ არ დავასრულებ ნუ შემაწყვეტინებ ძალიან გთხოვ ჩემო დედოფალო კარგი?
-კარგი, გისმენ. - ანას გულში თითქოს რაღაც ძალიან ეტკინა და უცანაური გრძნობა დაეუფლა.
-მისმინე ჩემო პატარა, მე შენ ძალიან მიყვარხარ. შენზე უკეთესი ამ ქვეყნად არაფერი გამაჩნია, სანამ შენ გაგიცნობდი ჩემი ცხოვრება სიბნელით იყო მოცული. შენ ერთადერთი ნათელი სხივი ხარ ჩემ ცხოვრებაში. ვერც კი წარმოიდგენ რა ძვირფასი ხარ ჩემათვის. მე შენი სიხარული და ბედნიერება მინდა მხოლოდ. მოხდა ისეთი რამე, რომ მე აქ ვაღარ დავრჩები, უნდა წავიდე, იცოდე ჩემი გული მხოლოდ შენია, აქ სხვისი ადგილი არ არის და ვერც ვერასდოდეს იქნება. საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ და მე შენი ტანჯვის ატანა არ შემიძლია. მე მივდივარ მოსკოვში ბიძაჩემთან. არ ვიცი იქ რამდენი ხანი დავრჩები. შეიძლება ერთი წელი, ერთი თვეე, ან მთელი ცხოვრება. მე არაფრის თქმა არ შემიძლია ძალიან მინდა, რომ ყველაფრის შეცვლა შემეძლოსმ, მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანია. მე ვერ გთხოვ ჩემთან ერთად წმოსვლას, ისევ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ. შენ რომ თან წაგიყვანო, ვიცი მთელი ცხოვრება დაიტანჯები და მე ეს არ შემიძლია. ვიცი ახლა მე ვერ გამიგებ და არც არფრის ახსნა შემიძლია შენთვის, არ მინდა გითხრა რამე მარტო იმიტომ, რომ ვიცი შეგძულდები მე კი მინდა ყოველთვის კარგად გახსოვდე . არასოდეს დაგავწყდეს ერთად გატარებული სასიამოვნო წამები და რაღაც ადგილი, შენს ლამაზ გულში, ჩემზე მოგონებებსაცEეჭიროს, მე მხოლოდა ეს მინდა. ანა შენ უნდა დამივიწყო, რადგან ჩვენ მომავალი არ გვაქვს, ისევ ჩემ გამო. ყველაფერში დამნაშავე მე ვარ, მაგრამ არაფრის შეცვლა აღარ შემიძლია, გთხოვ, მაპატიე ეს სიტყვები და საერთოდ ყველაფერი. მე შენი ღირსი არ ვარ. მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ ცხოვრებაში, მაგრამ იცოდე, შენ ერთადერთი ხარ, ვის გამოც ყველაფრის დათმობა შემიძლია, შენი ბედნიერებისთვის შენ უნდა დაგთმო, ეს ჩემი სიკვდილია, მე დღეს ვკვდები ამ სიტყვების გამო, და ეს სიკვდილიც მხოლოდ ჩემი ბრალია. შენ ნამდვილი ანგელოზი ხარ და იცოდე, რომ სანამ მე დედამიიწაზე ვივლი, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მეყვარები. მაპატიე გთხოვ, ყველეფერი მაპატიე.
ლუკამ რომ შეხედა ანას სიკვდილი მართლა ინატრა. მისი თვალები, რომლებიც ყველაფერს ერჩივნა, ცრემლებით იყო სავსე. არცერთ ადამიან ისე არ უხდებოდა ცრემლები, როგორც ანას. ის განსაკუთრებით ლამაზი ტირილის დროს იყო. ეს ყველას აოცებდა და ბავშობაში ხანდახან განგებ ატირებდნენ. ანა განადგურებული იყო. მისთვის ყველაფერი დამთავრდა. მისი ნაზი კანი ცრემლებით იყო დანამული. არცერთ ფრესკაზე არ იყო გამოსახული უფრო მშვენიერი ანგელოზი ვიდრე ანა იმ წუთას იყო. მთელი არსებით ინატრა, რომ ეს იყო ცუდი სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ მწარე რეალობს ვერსად გაურბოდა. ეს ის სისუსტის წამები იყო, რის დამალვასაც იგი ყოველთვის ცდილობდა და ახერხებდა კიდეც. სწორედ ამიტომ იგრძნო ლუკამ თავი არარაობად, როცა იგი ასეთ მდგომრეობაში ჩააყენა. მას ასეთი ანა არასოდეს ენეხა და ვერც წარმოიდგენდა თუ ასეთ მდგომარეობაში ოდესმე ნახავდა. ანას წასვლის მიზეზი აინტერესებდა, მაგრამ ლუკამ არ უთხრა. ამან უფრო გაამწარა, ეგონა ლუკა ატყუებდა და სხვა გოგოს გამო შორდებოდა. ამ აზრის გაელვება და მისი შეცვლაც ერთი იყო. სიამაყე იყო ერთადერთი რასაც ვერასდოდეს აჯობა ანამ. მან შეწყვიტა ტირილი. ცრემლები მოიწმინდა, მაკიაჟი შეისწორა და შეხედა ლუკას თვალებში.
-არ ვიცი ასე რატომ მომექეცი, მაგრამ ვხვდები, რომ კარგი არაფერი გააკეთე. მე დღეს გული მტკივა, ისე როგორც არასოდეს და ეს შენი ბრალია. იცოდე ეს დღე არასოდეს დაგავიწყდება. არაფერს ისე არ ინანებ, როგორც ამ დღის გათენებას. მე არ გემუქრები, უბრალოდ ცხოვრება გატკენს გულს, ისე, როგორც ახლა მე მტკივა. კარგად იყავი ლუკა. თქვა ანამ ეს სიტყვები და წავიდა.
იმ დღის მერე გავიდა დრო. ლუკა წავიდა, ანა კი თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ ნელნელა ცდილობდა მის დავიწყებას და ახერხებდა კიდეც, მას გვერდით გიო ყავდა ყოველთვის და ცხოვრებას ნამდვილად ულამაზებდა. ერთ დღეასაც ანამ ლუკას წასვლის მიზეზი გაიგო და გაოგნებული დარჩა. მან იცოდა, რომ ლუკა არ იყო წყნარი ცხოვრების მოყვარული, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო. ანას შემთხვევით სანდრო შეხვდა, რომელმაც ყველაფერი მოუყვა. აღმოჩნდა, რომ ლუკას მეგობარს ჩხუბი მოსვლია რესტორანში ბიჭებთან, ისიც თან ახლდა მას და მიხმარებია კიდეც. ისე მოხდა, რომ ლუკამ დანით დაჭრა რომელიღაცა მათგანი, ჭრილობა კი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ის ბიჭი რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა, სწორედ მაშინ წავიდა ლუკა მოსკოვში. ერთი კვირის მერე კი გაირკვა, რომ ის დაჭრილი დაირუპა. მისი მშობლები ლუკას და მის ძმაკაცს ციხეში ამოლპობით ემუქრებოდნენ. ანა ამის გაგონების მერე ცოტა ხანს გონს ვერ მოდიოდა. პირველი რაც გაიფიქრა იყო: "ღმერთო, მე მკვლელი მიყვარდა?” და თითქოს ძარღვებში სისხლი გაეყინა. მას შეეშინდა და თითქოს თავი პირველად ბედნიერად იგრძნო ლუკას წასვლის გამო.
ამ ამბის გაგების მერე ანამ ლუკა ცუდი სიზმარივით დაივიწყა. თითქოს მას არც არასოდეს იცნობდა. სამაგიეროდ გიოს მიმართ ნამდვილად განუახლა გრძნობა. გიო ყველაზე კარგი ბიჭი იყო ვისაც კი იცნობდა ანა და როგორ შეიძლებოდა იგი არ შეყვარებოდა. გიოსთვის იგი მხოლოდ საუკეთესო მეგობარი იყო, მაგრამ ანას მის გვერდით ყოფნა იმდენად სიამოვნებდა, თანახმა იყო მის ამ სტატუსზე. ანა იმდენად ახლოს იყო გიოსთან, რომ ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ. გიო ამ დროის განმავლობაში თავის შეყვარებულს დაშორდა კიდეც და ანას იმედიც გაუჩნდა. მას ხშირად მოუსმენია გიოსგან სასიამოვნო სიტყვები, მაგარ არა ისე ნათქვამი, როგორც მხოლოსდ საყვარელ ადამიანს მიმართავენ ხოლმე.

Back to top Go down
sali_salita

sali_salita


პოსტები: : 323
ქულები: : 398
მოხდილი მადლობები: : 39
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
მდებარეობა: : tbilisi
კომენტარი: : აუ რაღაც არაამქვეყნიურად ვარ, ბუნებაში მინდა,სიყვითლეში, ბევრი ფოთოლი მინდა, მარტო ყოფნა და სასიამოვნო სიმღერა მინდა, გახსენება მინდა, თურმე ფუჭად დაკარგული დროის... უკან დაბრუნება მინდა იმ დღეს როდესაც გაგიცანი, რას ვიზავდი? ამოვშლიდი იმ დღეს და ვიქნებოდი ისევ ის მხიარული, ნათელი გოგონა ♥️ ♥️ ♥️

დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Empty
PostSubject: Re: დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.!   დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Icon_minitimeFri Mar 30, 2012 5:59 pm

auuu didi xani ar shemovsulvar a exla rom wavikitxe dzalian momewonaaa :*:*:* dzalian magaria da gaagrdzele raa!!!
Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Empty
PostSubject: Re: დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.!   დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Icon_minitimeSat Mar 31, 2012 7:11 am

- ანა, როგორ ხარ ჩემი დაიკო?
- კარგად გიო, შენ როგორ ხარ?
- აუ გუშინ მაგრად დავთვერი, ძმაკაცთან ვიყავი.
- ნამდვილი ლოთი ხარ რა. - თქვა ანამ და ღიმილით შეხედა გიოს.
- იცი, იქ ერთი გოგო გავიცანი.
- მართლა? მოგეწონა? - კითხა ანამ და გულში ისევ მწარე ტკივილი იგძნო.
- კი. იცი რა ლამაზი გოგოა?
- რა ქვია?
- ნინი.
- კაია გილოცავ. –”ღმერთი აშკარად დამცინის” გაიფიქრა ანამ გულში.
- რას მილოცავ გოგო, ცოლად კი არ მომიყვანია, მომწონს ჯერ მარტო. იცინოდა გიო.
- მერე რა, იმასაც მოეწონები, არამგონია შენნაირ ბიჭზე თქვას უარი.
- ეე, შენ უკვე დაგვაქორწინე რა. ისე შენ რას შვრები "ის” კიდე ევერ დაივიწყე?
- ვინ ის? ლუკა? ეგ აღარც მახსოვს უკვე.
- ვა! შენ რა მაგარი გოგო ხარ ანუშკა. აბა ახალმა ვერევინ დაიპყრო შენი ლამაზი გული?
- არ ვიცი, შეიძლება.
- რაა? ვინმე შეგიყვარდა და მაგას მიმალავ გოგო? აუ მითხარი ვინაა ვიცნობ მე?
- გიო ძალიან გთხოვ მაგის თქმას ნუ მთხოვ, ვერ გეტყვი მაინც.
- რატო? რა მოხდა? არ ითქმის? რასოდეს არაფერს არ მიმალავდი და ახლა რა გჭირს?
- აუ, არ შემიძლია ახლა მაგის თქმა და გთხოვ ნუ დამაძალებ რა?
- კაი, როგორც შენ გინდა, მაგარმ მერე მეტყვი აუცილებლად იცოდე. ხო მპირდები?
- კი, გპირდები, რომ გეტყვი.
გავიდა დრო. ზაფხული მოახლოვდა. ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ლუკა წავიდა. ანა და გიო ქუჩაში სერირნობდნენ და თან საუბრობდნენ. უცებ ანა გაფითრდა. გიომ ხელი შეაშველა თორემ წაიქცეოდა.
- რა დაგემართა გოგო ფერი აღარ გადევს სახეზე.
- გიო ლუკა დავინხე იცი?
- სად? ის ხო მოსკოვშია და აქ ვარც ჩამოვა, მოგეჩვენა ალბათ.
- არა, ის იყო, ვიცი ნამდვილად, მანქანაში ჯდებოდა, ვიცი ის იყო. მეშინია გიო!…
- რისი გეშინია ნუ გადამრიე გოგო დაწყნარდი. წესიერად არც იცი, ლუკა იყო თუ არა.
- ვიცი ისაა. მას ყველგან ვიცნობ, ასი წელიც რომ გავიდეს მერეც ვიცნობ.
- ხო მაგრამ რისი გეშინია, შენ ხომ უყვარდი, შენ არაფერს დაგიშავებს დამშვიდდი.
გიომ ძლივს დაამშვიდა ანა და სახლამდე მიაცილდა. გოგონამ ის დაიჯერა, რაც უნდოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ რეალობას ვერ გაურბოდა. სამი დღის მერე მას ლუკა გამოეცხადა. უნივერსიტეტში მიდიოდა ანა, როცა მის წინ მანქანა გაჩერდა, ლუკა გადმოვიდა და მას მიუახლოვდა. ანას თვალებში ისევ ის შიში იგძნობოდა.
-ჩემო დედოფალო, მე დავბრუნდი. - თქვა ლუკამ და ანას მოეხვია. ანა კანკალებდა.
-ხელი გამიშვი ლუკა.
ბიჭი მოშორდა გოგოს. თითქოს ელოდა ამ რექციას და მშვიდი სახით შესცქეროდა მას, ვინც სიცოცხლეს ერჩივნა.
-ანა, შენ ალბათ ყველაფერი გაიგე. ვიცი ჩემი პატიება გაგიჭირდება, მაგრამ მე დავბრუნდი. ეს ერთი წელიწადი ნამდვილი ტანჯვა იყო ჩემთვის, მე უშენოდ არ შემიძლია, შენ გამო დავბრუნდი, ერთხელ მაინც რომ ჩამეხედა შენს ლამაზ თავლებში და მეთქვა, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ანა, მე აღარ მეძებენ, თავისუფალი ვარ და მინდა ამ თვაისუფლებით შენთან ერთად დავტკბე. ვიცი ასე მალე ვერ დამივიწყებდი, ისიც ვიცი, რომ პატიება გაგიჭირდება, მაგრამ აუცილებლად მოვიპოვებ შენს ნდობას ახლიდან, მე მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით. ანა, მე...
- ლუკა გთხოვ გაჩერდი. აღარ გააგრძელო. ველაფერი იმ დღეს დამთავრდა და მე ყველაფერი მაშინ გითხარი. შენ დავიწყება მთხოვე და მეც დაგივიწყე. მე აღარ მიყვარხარ დ აი იმ წუთებს ვნანობ, როცა შენთან ერთად ვიყავი. გთხოვ წადი და არასოდეს აღარ მოხვიდე ჩემთან. არ მიყვარხარ და აღარაფერს აღარ აქვს აზრი. წადი და დამივიწყე, ისე, როგორც მე გავაკეთე.
-არა, ანა, მე ვერ დაგივიწყებ და ვიცი არც შენ დაგვიწყებივარ, ისიც ვიცი, რომ შეყვარებული არ გყავს, ვიცი, რომ ისევ გიყვარვარ და ამ სიტყვებს სიბრაზე გალაპარაკებს.
- ცდები. მე მიყვარს, მაგრამ მან ეს არ იცის. ის მიყვარს ვინც სიყვარულის ღირსია და შენნაირი არასოდეს გახდება. არასოდეს ვინანებ იმ ადამიანის გაცნობას, და საერთოდ, ბედნიერი ვარ, რომ ის არსებობს და მე მას ვიცნობ. შენ წარმოდეგენაც კი არ შეგიძლია, როგორ მიყვარს.
- ვინაა? არ გინდა გამოვიცნობ, ეგ ის იდიოტი იქნება, შენი გიო არა? რაო? რას გეუბნება? მიყვარხარო? იცი მაგ შენს გიოს რას ვუზამ? სიკვდილს ვანატრებ, მაგ...
- ლუკა!
ანას თვალები ცრემლებით ქონდა სავე. სწორედ ისე, როგორც იმ დღეს. სულ მთლად კანკალებდა და თავის სიტყვების საშინლად ნანობდა.
-იცოდე მას თუ რამეს დაუშავებ მე მოვკვდები, ძალიან გთხოვ გიოს თავი დაანებე. ის არაფერ შუაშია. მიყვარს და მან ეს არც კი იცის. მასზე კარგი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია და არაფრის გულისთვის ნურაფერს დაუშავებ გთხოვ. ლუკა თუ გინდა მუხლებზე დამდგარი შეგევედრები გიოს ხელს ნუ ახლებ. არ არსებობს არაფერი რაც მის თავს შეიძლება მერჩივნოს . ამ ქვეყნად დაბადება მხოლოდ მის გასაცნობად ღირდა და გთხოვ მაცალე ცოტა ხანი მაინც ვიყო ბედნიერი. მისთვის მე მხოლოდ მეგობარი ვარ, მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისია. მისი ღიმილის დანახვა ყველაფერს მირჩევნია ამ ქვეყნად გთხოვ მას ნუ შეეხები. ლუკა იმ სიყვარულს გაფიცებ რასაც ჩემ მიმართ გრძნობდი, ვიცი, რომ მართლა წრფელი გულით გიყვარდი მიუხედავად იმისა, რომ სხვების მიმართ ასეთი დაუნდობელი იყავი ვიცი, რომ მართლა გიყვარდი. გთხოვ, ჩემს თავს გაფიცებ, და ყველა იმ ლამაზ წამს, რაც ერთად გაგვიტარებია, გიოს ხელს ნუ ახლებ. ჩოდე, თუ რამეს დაუშავებ, მე იმ დღეს მოვკვდები და ვერასოდეს ვეღარ მნახავ, გთხოვ, მას თავი დაანებე და დაგვივიწყე.
Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Empty
PostSubject: Re: დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.!   დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Icon_minitimeSat Mar 31, 2012 7:11 am

ლუკა გაშტერებული უყურებდა ანას და რას არ მიცემდა ამ ქვეყნად ოღონდ ანას ეს სიტყვები მასზე ეთქვა და არა გიოზე. ტირილი უნდოდა, მაგრამ ვერ იტირებდა, ეს მას არასოდეს ახასიათებდა და ვერც იტანდა. მან ანას ჩახედა თვალებში და ეს თქვა მხოლოდ:
-არასოდეს დაგავიწყდეს, რომ მე შენ სიცოცხლეს მირჩევნიხარ, შენ ჩემი ანგელოზი ხარ, მიყვარხარ.
ლუკა წავიდა.
მას მართლაც არაფერი დაუშავებია გიოსთვის, იცოდა, რომ ანა მართლა მოკვდებოდა. რაც დრო გადიოდა ლუკა სულ უფრო შეიცვალა. ანა მისი აღარ იყო და ამით ყველაფერი დამთავრდა. მთელს თბილისში თუ ვინმე "კაი” ბიჭი იყო და საეჭვო რეპუტაცია ქონდა ყველასთან ქონდა ურთიერთობა, ლუკამ საერთოდ ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა. ანა ახსოვდა, მაგრამ მასზე ფიქრი აღარ უნდოდა. იმ დღის მერე იგი აღარ უნახავს. მხოლოდ ერთხელ შეხვდა და უკანასკნელად...
ზაფხული იყო არდადეგები ახლოვდებოდა. ანა წავიდა უნივერსიტეტში. იმ დღეს ზალიან ლამაზი იყო, ზაფხულის მოსვლა უხაროდა და ერთიანად ბრწყინავდა. ლექციის მერე ანა, გიო და მისი ძმაკაცი სეირნობდნენ. ისინი ბაღისკენ წავიდნენ ანას უყვარდა ის ბაღი განსაკუთრებით. გოგო წინ მიდიოდა და თან რაღაცას ელაპარაკებოდა ბიჭებს. ისინი უკან მიყვებოდნენ, მათ შორის რამოდენიმე ნაბიჯი თუ იქნებოდა დაშორება. უცებ მოსახვევიდან დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა გამოვარდა, მძღოლმა გზაზე მიმავალი ბიჭები შენიშნა და ძლივს ააცილა მათ მაგრამ... ანა... ის მიწაზე ეგდო... გიო ორი წამი გაოგნებული იდგა, ის ანას მივარდა, გოგონა ჯერ კიდევ გონზე იყო.
-ანა, ანა როგორ ხარ ხმა გამეცი გთხოვ ანა, -
გაახილა ანამ თვალები და გიოს შეხედა. მას იგი გულზე ყავდა მიხუტებული. ანამ მის თვალებში შიში დაინახა. გაეღიმა.
-გიო, ვკვდები...
-ანა მაგას ნუ ამბობ შენ არ მოკვდები. ბიჭს ცრემლები მოერია. მან თბილი სისხლი იგრძნო ხელებზე, რომელსაც ანას ლამაზი კაბა სულ დაესვარა.
-მიყვარხარ გიო,- თითქმის ჩურჩულით ამბობდა ანა სიტყვებს.- მიყვარხარ და რომ მცოდნოდა შენთან ჩახუტებულს მომიწევად სიკვდლი დედას გეფიცები ამ წამებს როგორმე დავაჩქარებდი. მიყვარხარ... ერთხელ შეგპირდი გეტყვი ვინც მიყვარს მეთქი და დანაპირები ავასრულე კიდეც. მე შენ მიყვარხარ... ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც მან თქვა და სამუდამოდ დახუჭა თავისი ლამაზი თვალები.
-ანააააააააა!- გაისმა ღრიალი. გიოს წინ ლუკა დაეცა მუხლებზე. ის მართავდა თურმე მანქანას.
გიოს ანა გულზე ყავდა მიხუტებული და ტიროდა.
-გთხოვ არ მოკვედე ანა, გევედრები არ მოკვდე, მარტო ნუ დამტოვებ!- და მისი ცხარე ცრემლები ეცემოდა გოგონას სახეს, რომელიც ნელნელა ცივდებოდა.
ლუკა ტიროდა. პირველად ტიროდა, ისე რომ ცრემლების არ რცხვენოდა. ტიროდა და ვერ ბედავდა ანას სხეულს შეხებოდა. ანას სისხლით იყო მოსვრილი ორივე ბიჭი. ორი ადამიანი, რომელიც ანას სიცოცხლეს ერჩივნა ერთ დროს.
ლუკა დაიჭირეს...
გიო სახლში იყო. იმ დღის მერე ძალიან უჭირდა, ანას სიკვდილი იყო საჭირო იმის მისახვედრად, თუ როგორ უყვარდა იგი. ყველა წამს ნანოდა რომელიც მასთან გაატარა და არ ჩაეხუტა, არ აკოცა და არ უთხრა, რომ მასაც უზომოდ უყვარდა. მონატრებისგან ტიროდა. გულის სიღრმეში რაღაც ტკოდა და იმ დღეს ნატრულობდა, როცა მისი და ანას შეხვედრის დრო დადგებოდა. მას უყვარდა ანა. სიკვდილამდე უყვარდა. გიო მამათა მონასტერში წავიდა.
ლუკა...ის ციხიდან აღარ გამოსულა. მას ერთ დღეც კი არ დავიწყებია ანას სიტყვები: "ცხოვრება გატკენს გულს, ისე როგორც დღეს მე მტკივა”
”დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.”
Back to top Go down
sali_salita

sali_salita


პოსტები: : 323
ქულები: : 398
მოხდილი მადლობები: : 39
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
მდებარეობა: : tbilisi
კომენტარი: : აუ რაღაც არაამქვეყნიურად ვარ, ბუნებაში მინდა,სიყვითლეში, ბევრი ფოთოლი მინდა, მარტო ყოფნა და სასიამოვნო სიმღერა მინდა, გახსენება მინდა, თურმე ფუჭად დაკარგული დროის... უკან დაბრუნება მინდა იმ დღეს როდესაც გაგიცანი, რას ვიზავდი? ამოვშლიდი იმ დღეს და ვიქნებოდი ისევ ის მხიარული, ნათელი გოგონა ♥️ ♥️ ♥️

დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Empty
PostSubject: Re: დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.!   დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Icon_minitimeSat Mar 31, 2012 5:10 pm

აუ ძალიან მაგარი იყო ნინ!!! ოჩაღ! უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის :(
Back to top Go down
Mari-Sali

Mari-Sali


პოსტები: : 296
ქულები: : 376
მოხდილი მადლობები: : 24
დარეგისტრირების თარიღი : 31.01.12
ასაკი : 26
კომენტარი: : მიიიიიიყვარხააარ პარუუნჩიიკ<3
დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! C2c75f70552cb9b919c1bc36553f5354
დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Fbd0bebdf22f1769b3a09a82ad03e1f1
რა ცხოვრებებიი არიააან <3:**
დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! 275f09623fe8605b88a30a1a0743ec18

დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Empty
PostSubject: Re: დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.!   დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Icon_minitimeSun Apr 01, 2012 12:11 pm

ნინი მაშინ გითხარი არ მომეწონა თქო და ამ სიტყვებისთვის ბოდიშს გიხდი:(( 4232312 ახლა წავიკითხე და ბოლო თავი ძალიან მომეწონა იჯიჯიჯიჯი ,ძალიან კარგად იყო დაწერილი, დსასდსა კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს...!
Back to top Go down
Madridista xP ))

Madridista xP ))


პოსტები: : 610
ქულები: : 756
მოხდილი მადლობები: : 8
დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12
ასაკი : 25
მდებარეობა: : ბათუმი
კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!

დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Empty
PostSubject: Re: დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.!   დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Icon_minitimeSun Apr 01, 2012 2:22 pm

Quote :
აუ ძალიან მაგარი იყო ნინ!!! ოჩაღ! უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის :(
didi madloba :*****

Quote :
ნინი მაშინ გითხარი არ მომეწონა თქო და ამ სიტყვებისთვის ბოდიშს გიხდი:(( 4232312 ახლა წავიკითხე და ბოლო თავი ძალიან მომეწონა იჯიჯიჯიჯი ,ძალიან კარგად იყო დაწერილი, დსასდსა კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს...!

araperia mere ra moxda :** )) madlobaaaaaa
Back to top Go down
Sponsored content





დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Empty
PostSubject: Re: დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.!   დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.! Icon_minitime

Back to top Go down
 
დამაფასე სანამ შენთან ვარ, მე ხომ მიყვარხარ.!
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
სალიტა ჩუბინიძის ფანები :: სხვადასხვა თემები :: ყველაფერი ყველაფერზე ანუ თავისუფალი თემები :: ჩვენი ნაწარმოები-
Jump to: