(ესპ. Enrique Iglesias; დ. 8 მაისი, 1975) — ესპანელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი. ენრიკემ კარიერა დაიწყო მექსიკურ ლეიბლთან Fonovisa, რომელიც დაეხმარა მას გამხდარიყო ყველაზე პოპულარული მომღერალი ლათინო ამერიკაში და გაეყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ესპანურენოვანი ალბომი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მომღერალს. მთელი მსოფლიო მასშტაბით მისი ალბომების 60 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.[1]
ენრიკეს ასევე აქვს მალტის მოქალაქეობა.
ენრიკე დაიბადა მადრიდში. ის არის ესპანელი მომღერლის ხულიო იგლესიასის და ფილიპინელიჟურნალისტის იზაბელ პრეისლერის მესამე და ბოლო შვილი. მისი მშობლები განქორწინდნენ 1978 წელს. მომდევნო წელს მამამისი საცხოვრებლად გადავიდა მაიამიში და იქ გააგრძელა მუსიკალური კარიერა.
1985 წელს ტერორისტულმა დაჯგუფებამ ETA გაიტაცა ენრიკეს ბაბუა სერ ხულიო იგლესიას პუგა. შვილების უსაფრთხოების მიზნით იზაბელ პრეისლერმა ენრიკე და მისი და–ძმა მამასთან გაგზავნა საცხოვრებლადმაიამიში. მანამდე ის ასევე ცხოვრობდა ბელგრადში ერთი წელი დედასთან ერთად, რომელიც იქ ჟურნალისტად მუშაობდა.[2] პატარა ენრიკეს ძიძა ზრდიდა. 1993 წელს მან დაამთავრა «Gulliver Preparatory School» და მშობლების ინიციატივით [3] სწავლა განაგრძო მაიამის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე.
ენრიკეს არ სურდა მამამისს სცოდნობა მისი გეგმების შესახებ მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებით და არც ის უნდოდა, რომ ცნობილი გვარი დახმარებოდა წარმატების მიღწევაში. მისი პირველი სიმღერების შთაგონების წყარო იყო ტინეიჯერობისდროინდელი შეყვარებული კრისტი დებლერი. ძიძისგან ნასესხები ფულით იგლესიასმა ჩაწერა ერთი ესპანური და ორი ინგლისური სიმღერა. ის მღეროდა სასცენო ფსევდონიმით – ენრიკე მარტინესი (ესპ.Enrique Martinez). კოლეჯიდან გამოსვლის შემდეგ ის გაემგზავრა ტორონტოში ექვსი თვით სადებიუტო ალბომის ჩასაწერად.
1995 წლის 12 ივლისს ენრიკემ გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Enrique Iglesias“, რომელშიც შედიოდა მსუბუქი როკ–ბალადები და ისეთი ჰიტები, როგორიცაა „Si Tú Te Vas“, „Experiencia Religiosa“ და სხვა. პირველივე კვირას ალბომის ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მოგვიანებით ამ ალბომმა ენრიკე იგლესიასს გრემის ჯილდო ააღებინა ნომინაციაში საუკეთესო ლათინური პოპი.
Vivir [რედაქტირება]
1997 წელს უკვე სახელგანთქმულმა ენრიკე იგლესიასმა გამოუშვა რიგით მეორე ალბომი „Vivir“ („ცხოვრება“). ამ ალბომში იყო ბრიტანული ჯგუფის Yazoo–ს სიმღერის „Only You“ ესპანურენოვანი ქავერი „Solo en Tí“.
1998 ენრიკე იგლესიასი ნომინირებული იყო American Music Award–ზე კატეგორიაში «საუკეთესო ლათინოამერიკელი მომღერალი». ამავე კატეგორიაში ნომინირებულებს შორის იყო ხულიო იგლესიასიც, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ჯილდოს მისი შვილი აიღებდა, ის დარბაზს დატოვებდა. ენრიკე მოერიდა სკანდალს და უარი განაცხადა პრემიაზე.
Cosas del Amor [რედაქტირება]
1998 იგლესიასის მესამე ალბომი „Cosas del Amor“ („სიყვარულის ნივთები“) გამოვიდა, რომელშიც შევიდა ენრიკეს ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა „Esperanza“ და „Nunca Te Olvidaré“. ორივე მათგანი მალევე მოექცა ლათინური ჩარტების სათავეში.
ალბომისთვის პრომოუშენის გასაწევათ იგლესიასი წავიდა მცირე ტურნეში, რომელსაც მოყვა უფრო დიდი ტურნე მთელი მსოფლიოში. „Cosas del Amor“ ტურნე არის პირველი, რომელსაც სპონსორობა გაუწია მაკ დონალდსმა.
მან აიღო ამერიკის მუსიკალური ჯილდო(American Music Award) კატეგორიაში «საუკეთესო ლათინოამერიკელი მომღერალი».
1999 წელს მუსიკალური ჩარტების სათავეები დაიკავა ფილმის Wild Wild West საუნდტრეკმა „Bailamos“. ამ წარმატების შემდეგ მრავალმა ცნობილმა ლეიბლმა გამოთქვა მასთან თანამშრომლობის სურვილი. ენრიკემ Interscope აირჩია და ჩაწერა პირველი მთლიანად ინგლისურენოვანი ალბომი „Enrique“. ამ ალბომის ჩაწერას ორი თვე დასჭირდა და მასში შედიოდა დუეტი უიტნი ჰიუსტონთან „Could I Have This Kiss Forever“ და ბრუს სპრინგსტინის სიმღერის „Sad Eyes“ ქავერ ვერსია. ალბომის მესამე სინგლმაც „Be With You“ ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ბოლო სინგლი ამ ალბომიდან იყო „You're My #1“, რომლის რამდემინე ვარიანტი ჩაიწერა ადგილობრივ მომღერლებთან: ალსუსთან რუსეთში, სენდი და ჯუნიორთან ბრაზილიაში და ვალენ ჰსუსთან აზიაში.
ენრიკე იგლესიასის მომდევნო ალბომი იყო „Escape“. მისი პირველი სინგლი „Hero“ ნომერი პირველი ჰიტი გახდა გაერთანებულ სამეფოში და ბევრ სხვა ქვეყანაში. ამავე ალბომში შევიდა სინგლები „Maybe“ და დუეტი ლიონელ რიჩისთან „To Love a Woman“.
ალბომის წარმატება ენრიკემ აღნიშნა ტურნეთი „One-Night Stand World Tour“, რომლის ფარგლებშიც მან 50 კონცერტი გამართა 16 ქვეყანაში. ტურნე დასრულდა გრანდიოზული შოუთი ბუქარესტში, რუმინეთი. ამავე დღეს გაიმართა "Love to See You Cry" ვიდეო კლიპის პრემიერა MTV–ს ეთერში.
ენრიკე იგლესიასს რომანი ჰქონდა საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ მრავალ ქალთან. მათ შორის არიან სოფია ვერგარა, ალექსანდრა ჩერონი, სამანტა ტორესი და ალისია მაჩადო. მედია დიდ ყურადღებას უთმობდა მისი და რომანს ჯენიფერ ლავ ჰიუიტთან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კლიპში „Hero“[12].
ექვსი წელია რაც ენრიკე იგლესიასი ხვდება რუს ჩოგბურთელ ანა კურნიკოვას. მათ ერთმანეთი გაიცნეს ენრიკეს სიმღერაზე „Escape“ კლიპის გადაღებისას. 2008 წელს ენრიკემ საჯაროდ განაცხადა რომ ის და ანა უკვე დაქორწინდნენ და განქონწინდნენ კიდევაც[13]. მოგვიანებით იგლესიასმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და ის და ანა ერთად არიან.
2003 წელს იგლესიასმა მოიშორა ხალი სახეზე[14].
ენრიკე იგლესიასმა აღიარა, რომ მას უძილობა აწუხებს[15] და ძლიერი საძილე პრეპარატებიც კი არ შველის[16].
სპანურენოვანი სტუდიური ალბომები
enrike Iglesias (1995)
Vivir (1997)
Cosas del Amor (1998)
Quizás (2002)
ინგლისურენოვანი სტუდიური ალბომები
enrike (1999)
Escape (2001)
7 (2003)
Insomniac (2007)
ორენოვანი სტუდიური ალბომები
Euphoria (2010)