Madridista xP ))
პოსტები: : 610 ქულები: : 756 მოხდილი მადლობები: : 8 დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12 ასაკი : 25 მდებარეობა: : ბათუმი კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!
| Subject: ედიტ გონსალესი Tue Feb 14, 2012 11:36 am | |
| ედიტ გონსალეს ფუენტესი დაიბადა 1964 წლის 10 დეკემბერს (45წლის) ედიტი პატარაობიდანვე დაკავშირებული იყო ხელოვნების სამყაროსთან. მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში და საბავშვო გადაცემებში. ერთ–ერთ საბავშვო გადაცემაში ის ტელეპროდიუსერს მოეწონა და დიდ სერიალში ათამაშა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ედიტ გონსალესი ტელესერიალების სამყაროში მუდმივად რეიტინგული და პოპულარული მსახიობია. ახლა მსახიობი დიდი სიფრთხილით ირჩევს როლებს. ცდილობს, საყვარელ ოჯახს მეტი დრო დაუთმოს. 2004 წელს მთავარი როლი ითამაშა სერიალში "გრძნობების გარეშე", მაგრამ ფილმის მიტოვება მალე მოუხდა, რადგან აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო. ედიტმა ბავშვის მამის ვინაობა საიდუმლოდ დატოვა. როლის თამაში კი სხვა მსახიობს მოუხდა. 2006 წელს ედიტმა თავისი პირველი უარყოფითი გმირი განასახიერა სერიალ "მკაცრ სამყაროში".ამ როლმა მას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა, მას შემდეგ ედიტს უარყოფითი როლები არ მოკლებია. 2008 წელს ერთ–ერთ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა – განაცხადა, რომ ბავშვის მამა პოლიტიკოსი სანტიაგო კრელია. ამ სკანდალური აღიარების შემდეგ ედიტმა მთავარი როლი მიიღო სერიალში "დონა ბარბარა". ბარბარას გადაღებისას აღმოჩნდა, რომ მის ქალიშვილს კონსტანსა კრეელს გულზე პრობლემები ჰქონდა ამიტომ რამდენმე დღიტ გადაღება შეწყდა, მაგრამ საბედნიეროდ პატარა კონი მალე გამოჯანმრთელდა და დღეს თავს უკეთ გრძნობს, ექიმების თქმით შესაძლოა 4წლის ბავშვს შეტევა გაუმეორდეს, ამიტომ ის მუდმივად დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ედიტ გონსალესის პირველად ტელეეკრანზე სერიალში "სახლი სანაპიროსთან" გამოჩნდა, მაგრამ სართაშორისო აღიარება სერიალმა "ველური გული" მოუტანა სადაც მას პარტნიორობას ედუარდო პალომო უწევს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. მონიკას და ხუანის სასიყვარულო ისტორიამ საქართველოშიც შემოაღწია და ედიტ გონსალესი 1999 წლიდან ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალების ვარსკვლავი გახდა, ველური გულის შემდეგ იყო სერიალები: "სალომე", "ქალი მადერა", "მკაცრი სამყარო", "ქალის სიტყვა" და სხვა უამრავი ნოველა... 2008 წელს კი "დონა ბარბარას" შემდეგ მისი პოპულარობა ერთ-ორად გაიზარდა როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ასევე საქართველოშიც. მისი ბოლო ტელენოველა 2009 წელს გადაღებული "ქამელეონია" - სადაც მთავარ როლს ასრულებს. ედიტი თამაშობს თეატრშიც და კინოშიც, თეატრში მისი ბოლო სპექტაკლი იყო: "ღამე მშვიდობისა დედა" ხოლო კინოში ბოლო როლი ფილმში "სასურველი", ედიტმა ასევე ითამაშა ფილმში "ქალბატონი სამართალი" სადაც მისი პარტნიორი ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ევა ლონგორია იყო. რაც შეეხება ტელე შოუებს, უდიდესი გამოხმაურება მოიპოვა საქვეყნოდ ცნობილმა შოუმ "ქალი მკვლელები" სადაც ედიტი ეჭვიანი კლარა ფანტასის როლს ასრულებს. ედიტის ფილმოგრაფიაში - 5 ტვ შოუ, 60-მდე ეპიზოდი, 16 ფილმი, 3 თეატრი & 28 სერიალია, როგორც მსახიობს და როგორც მოცეკვავეს მას არა ერთი პრიზი აქვს მიღებული . | |
|
Madridista xP ))
პოსტები: : 610 ქულები: : 756 მოხდილი მადლობები: : 8 დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12 ასაკი : 25 მდებარეობა: : ბათუმი კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!
| Subject: Re: ედიტ გონსალესი Tue Feb 14, 2012 11:37 am | |
| | |
|
Madridista xP ))
პოსტები: : 610 ქულები: : 756 მოხდილი მადლობები: : 8 დარეგისტრირების თარიღი : 27.01.12 ასაკი : 25 მდებარეობა: : ბათუმი კომენტარი: : Real Mardid Parra Siempre !!! Te Amo Mucho Cristiano Ronaldo !!!
| Subject: Re: ედიტ გონსალესი Tue Feb 14, 2012 11:39 am | |
| | |
|
MiNi_IGLESIAS
პოსტები: : 288 ქულები: : 373 მოხდილი მადლობები: : 25 დარეგისტრირების თარიღი : 29.01.12 ასაკი : 27 კომენტარი: :
| Subject: Re: ედიტ გონსალესი Sat Feb 25, 2012 11:58 am | |
| vaiem qali legenda vgijdebii | |
|
Mari-Sali
პოსტები: : 296 ქულები: : 376 მოხდილი მადლობები: : 24 დარეგისტრირების თარიღი : 31.01.12 ასაკი : 26 კომენტარი: : მიიიიიიყვარხააარ პარუუნჩიიკ<3
რა ცხოვრებებიი არიააან <3:**
| Subject: Re: ედიტ გონსალესი Sat Feb 25, 2012 12:17 pm | |
| arc miyvars arc mzuls,ubralod ar momwons adre momwonda donashi exla agar :)) | |
|
Sponsored content
| Subject: Re: ედიტ გონსალესი | |
| |
|