სალიტა ჩუბინიძის ფანები
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
სალიტა ჩუბინიძის ფანები

სალიტა ჩუბინიძის ფანები
 
HomeHome  GalleryGallery  SearchSearch  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
შემოგვიერთდით ფეისბუქსზე
Poll
მოგწონთ ფორუმი?
ძალიან
სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი Vote_lcap39%სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი Vote_rcap
 39% [ 92 ]
კი
სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი Vote_lcap19%სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი Vote_rcap
 19% [ 44 ]
ისე რა
სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი Vote_lcap17%სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი Vote_rcap
 17% [ 39 ]
არა
სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი Vote_lcap26%სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი Vote_rcap
 26% [ 61 ]
Total Votes : 236
რეკლამა
სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი Beaa3198ce8a  სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი Fe417155dfc0
დომეინი
www.wsa.ge

 

 სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი

Go down 
AuthorMessage
chubsal_fan
Admin
chubsal_fan


პოსტები: : 133
ქულები: : 195
მოხდილი მადლობები: : 21
დარეგისტრირების თარიღი : 15.01.12
მდებარეობა: : საქართველო

სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი Empty
PostSubject: სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი   სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი Icon_minitimeFri Jan 27, 2012 5:28 pm

სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი F903e011
"თქვენი შოუს" უკვე პოპულარულმა სახეებმა სალიტა ჩუბინიძემ და თორნიკე პარუნაშვილმა ერთმანეთი "თსუ"- ში "კავეენზე" გაიცნეს. მალევე თანამშრომლებიც გახდნენ და ძალიან დაახლოვდნენ. დღეს კარგი მეგობრები არიან. ჩვენ მათ "რეიტინგის" ტრადიციული დაკითხვა მოვუწყვეთ.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
თორნიკე:
- "თსუ" ატარებდა შეჯიბრებას მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის. ერთ- ერთ გუნდში იყო სალიტაც. იქ ვნახე პირველად.
სალიტა:
- "თსუ"- ში "კავეენზე" გავიცანი პარუნა.

- რით მიიქცია შენი ყურადღება? როგორ გგონია, შენ რით დაამახსოვრე თავი?
თორნიკე:
- ერთ- ერთ რეპეტიციაზე სიმღერის ხმა შემომესმა. მეგონა, რამე დისკი იყო ჩართული. შევედი და ვნახე, სალიტა მღეროდა. კარგად მღერის. მე რით დავამახსოვრე თავი, ნამდვილად არ ვიცი. ალბათ თვითონ იტყვის.
სალიტა:
- ძალიან სერიოზული იყო. "კავეენისთვის" ზედმეტად სერიოზული. თან წვერი ჰქონდა და ძალიან ჰგავდა შოთა რუსთაველს (იცინის). მე მორცხვად ვიჯექი, შეშინებული თვალებით ვუყურებდი და ალბათ მაგით მივიქციე ყურადღება.

- რისი გეშინოდა?
- არაფრის. ასეთი ვარ. ძალიან მორცხვი ვარ უცხო ადამიანებთან.

- რა არ მოგწონს მის საქციელში? როგორ გგონია, მას რა არ მოსწონს შენში?
თორნიკე:
- ადვილად ბრაზდება. გულუბრყვილოა და ყველაფრის სჯერა და სწყინს. მაგალითად, რომ უთხრა, თმა ასე საერთოდ არ გიხდებაო, დაიჯერებს. არ მომწონს, ადვილად რომ სწყინს და იბუტება. სალიტა მეუბნება, ნუ ცანცარებო და არ ვიცი, ალბათ ეს არ მოსწონს ჩემში.
სალიტა:
- სულ აღვნიშნავ, რომ ეს ბიჭი იდეალურია. ნაკლი არ აქვს. მე უყურადღებო ვარ და ეგ არ მოსწონს.

- ვინ არის ჰოროსკოპით? შენ?
თორნიკე:
- არ ვიცი, მე მორიელი ვარ.
სალიტა:
- არ ვიცი. მე ტყუპი ვარ.

- როდის აქვს დაბადების დღე? შენ?
თორნიკე:
- ეგ რომ ვიცოდე, ჰოროსკოპიც ხომ მეცოდინებოდა. თუ არ ვცდები, ზაფხულშია დაბადებული, მაისში. არა, ზაფხულში კი არა, გაზაფხულზე (იღიმის). მე 2 ნოემბერს, ანუ დღეს მაქვს დაბადების დღე.

- გილოცავ.
- გმადლობ.
სალიტა:
- დღეს აქვს დაბადების დღე, მე 19 ივნისს.

- რა აჩუქე ბოლოს დაბადების დღეზე? მან რა გისახსოვრა?
თორნიკე:
- ღიმილი და ლამაზი სიტყვები. რეპეტიცია გვქონდა. მეხუთე თუ მეექვსე რიგში იჯდა. შავი ტყავის ქურთუკი ეცვა, წითელი პომადა ესვა და მოწყენილი იყო. მივედი, გავუღიმე და ლამაზი სიტყვები ვუთხარი. სალიტამ აი, ეს ფურცელი მაჩუქა. რომ მოვედი, ოთახში წითელი ფლომასტერით გაფორმებული თაბახის ფურცელი დამხვდა, რომელზეც გულები ეხატა და ეწერა: "გილოცავ დაბადების დღეს. სალიტა!"

- ღიმილი?
- ღიმილიც არ დაიშურა, ოღონდ ჩემი უფრო ძვირად ღირებული ღიმილი იყო (იცინის).
სალიტა:
- ჩემს დაბადების დღეს რეპეტიციაზე ვიყავით "თსუ"- ში. ბავშვებს არ ახსოვდათ ჩემი დაბადების დღე, არავინ მომილოცა და ცოტა ნაწყენი ვიყავი. ერთმა კი მკითხა, დღეს შენი დაბადების დღეაო? მაგრამ უკვე ნაწყენი ვიყავი და გაბრაზებულმა ვუთხარი, არა- მეთქი. ამ დროს მოვიდა პარუნა, თბილად ჩამეხუტა, მომილოცა და მერე ყველას უთხრა, დღეს სალიტას დაბადების დღეაო. მე წერილი დავუტოვე მაგიდაზე. გულები დავუხატე ფურცელზე, მივულოცე და ვუმღერე.

- რომელი აქსესუარის გარეშე არ გამოვა სახლიდან? შენ?
თორნიკე:
- აქსესუარი არ ვიცი, მაგრამ პატარა დათუნია აქვს მუდამ თან. იმის გარეშე არსად მიდის. მე, აი, ეს ბეჭედი მიკეთია სულ.
სალიტა:
- ორი ბეჭედი უკეთია მუდმივად. მე ბეჭედი და პატარა დათუნია დამაქვს სულ თან.

- ხშირად აგვიანებს სამსახურში? შენ?
თორნიკე:
- ხშირად არა, სულ აგვიანებს. არ უნდა დაგვიანება, თავისდა უნებურად გამოსდის. მე ძალიან იშვიათად ვაგვიანებ.
სალიტა:
- არა. ძალიან პუნქტუალურია. თუ აგვიანებს, წინასწარ ათანხმებს ხელმძღვანელობასთან. მე სულ ვაგვიანებ.
სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი 87845e10
- ვინ ურეკავს მობილურ ტელეფონზე ყველაზე მეტჯერ? შენ?
თორნიკე:
- ჩვენი საერთო მეგობარი და თანამშრომელი გიორგი მარშანია, რომელიც ეკითხება რომელ საათზე უნდა მოვიდეს. შეიძლება, სხვებიც ურეკავენ და მე არ მეუბნება, არ ვიცი. მე უფრო ხშირად სახლიდან მირეკავენ ხოლმე, ჩემი ძმა მკითხულობს, სად ხარ, როგორ ხარ, როდის მოხვალო. აინტერესებთ, რომელ ბიბლიოთეკაში ვარ ამჯერად (იცინის).
სალიტა:
- შეყვარებული. მე ჩემი დაქალი ნინო ბაკურაძე მირეკავს სულ. ისე უბრალოდ, მომიკითხავს ხოლმე.

- ზარმაცია? რისი გაკეთება ეზარება? შენ?
თორნიკე:
- ზარმაცი არ არის, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ალბათ დილით ადრე ადგომა ეზარება ყველაზე მეტად. მე - მეცადინეობა.

- რას მეცადინეობ?
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ მაგისტრატურაში, იურიდიულ ფაკულტეტზე, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ამავე განხრით.

- რაღაც არ გეტყობა, შენ სწავლა გეზარებოდეს, იმდენი გისწავლია, ეს იურისტი კაცი იუმორისტებში როგორ მოხვდი?
- ორი ასო- ბგერა ასხვავებს იურისტსა და იუმორისტს ერთმანეთისგან. ჯერჯერობით ეს საქმე მიყვარს, აქ კარგად ვგრძნობ თავს. უნივერსიტეტშიც გაგებით ეკიდებიან ჩემს სამსახურს, რისთვისაც მადლობას ვუხდი ლექტორებს. მერე ვნახოთ რა იქნება.
სალიტა:
- საერთოდ, არ არის ზარმაცი. არც მე ვარ ზარმაცი. დილით ადგომაც არ მეზარება. ადრე ვდგები. უბრალოდ, ჩვევა მაქვს ასეთი, რომ უნდა დავაგვიანო.

- ბოლოს რა ჭორი გაიგე მასზე? საკუთარ თავზე?
თორნიკე:
- ჯერ ვახო ბიჭიკაშვილის შეყვარებული იყო, ვითომ. სწორედ ამ დროს ბიჭიკაშვილი იმავე ჭორებით მკვდარი უნდა ყოფილიყო. ანუ მათივე ლოგიკით გარდაცვლილი კაცის ცოლობას "სტენიდნენ", მერე გიორგი აფციაურის შეყვარებულიაო, ამბობდნენ. ჩემთან ჯერ არ დაუწყვილებიათ. საკუთარ თავზე ჯერ არაფერი მსმენია. ეტყობა, ისეთი პოპულარული არ ვარ, ვინმეზე რომ გამათხოვონ (იცინის).
სალიტა:
- თორნიკეზე მართლა არაფერი გამიგია. მე ბოლოს დამირეკეს და გათხოვება მომილოცეს, გიორგი აფციაურს ცოლად გაჰყევიო. ჩვენს ბიჭებს თუ დავუჯერებთ, ნიკა არაბიძის საყვარლობასაც მაბრალებენ. არ ვიცი, შეიძლება, ბიჭები ღადაობენ, ამათ რა დაეჯერებათ?!

- მისი საყვარელი სექცია მაღაზიაში? შენი?
თორნიკე:
- აქსესუარების, ალბათ. მე ძირითადად მანეკენები მომწონს მაღაზიაში (იცინის). ზამთარში შალის რამდენიმე ზედა შევიძინე და ბიჭები დამცინიან, შალმენაც კი შემარქვეს. რა ვთქვა, არ ვიცი, რაიმე განსაკუთრებული ინტერესი რომელიმე სექციის მიმართ არ მაქვს.
სალიტა:
- ფეხსაცმელების, ალბათ. მე აქსესუარებზე ვგიჟდები.

- მისი საყვარელი კერძი? შენი?
თორნიკე:
- პიცა უყვარს ძალიან და ენერგეტიკულ სასმელს სვამს კიდევ. შემწვარი კარტოფილი მიყვარს.
სალიტა:
- შემწვარი კარტოფილი. კიდევ კოტლეტს გეახლებათ ხოლმე ჩვენს სასადილოში. მე პიცა მიყვარს.

- რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?
თორნიკე:
- უხეში და უზრდელი ადამიანები არ მოსწონს. უბრალო, კარგი და თბილი ადამიანები უყვარს. მე, უხეშად რომ ვთქვა, ქაჯი გოგონები არ მომწონს. კდემამოსილება რომ არა აქვთ, ისეთი.

- როგორია შენი გაგებით კდემამოსილი ქალი?
- მორიდებული, თავდაჯერებული. გრძელი კაბა თუ აცვია, ხომ კარგი, თუ არადა, როგორმე ავიტან, მით უფრო, თუ უხდება.
სალიტა:
- ბევრს რომ ლაპარაკობენ ყურადღების მისაქცევად, ეგეთი გოგონები არ მოსწონს. ზედმეტ სითამამესაც ვერ იტანს. მე ზედმეტად თავდაჯერებული ტიპები არ მომწონს, თვითკრიტიკა რომ არ შეუძლიათ, ისეთები.
სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი 3a912810
- ახლა შეყვარებულია? შენ?
თორნიკე:
- არა. მე კი.
სალიტა:
- კი, ყურებამდე (იღიმის). მე (ფიქრობს) - არა.

- დეპრესიულია? ბოლოს რაზე იტირა? შენ?
თორნიკე:
- კი, ზოგჯერ არის ასეთი. ბოლოს ჩვენს დანახვაზე იტირა. შვებულებიდან რომ დავბრუნდით და გვნახა, სიხარულის ცრემლები წამოუვიდა. ზოგჯერ მეც მახასიათებს დეპრესია. ჩუმად ვარ ხოლმე, ჩემთვის. ბოლოს მეც სიხარულის ცრემლები მქონდა. ერთი ადამიანი ვნახე, დიდი ხნის უნახავი და გული ამიჩუყდა.
სალიტა:
- მტირალი არ მინახავს. მე ამას წინათ სამსახურში მოვედი, ძალიან მოწყენილი ვიყავი. ამათ შევხედე და ტირილი დავიწყე.

- რატომ?
- არ ვიცი. ძალიან თბილები და საყვარლები არიან. ძალიან ჩემიანები. დიდი ხანი არ მენახა და გამახსენდა, რამხელა სითბოსა და სიყვარულს ვიყავი მოკლებული.

- როგორ გგონია, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
თორნიკე:
- დიდი ხნის მეგობრები არ ვართ. უბრალოდ, მალე დავმეგობრდით და გავუგეთ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რაღაცები არ დაემთხვეს.
სალიტა:
- ალბათ, 95%- ით დაემთხვევა.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)
Back to top Go down
https://salitachubinidzefan.georgianforum.com
 
სალიტასა და პარუნას მეგობრობის ამბავი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
სალიტა ჩუბინიძის ფანები :: სალიტას ბიოგრაფია, ცხოვრება და ახალი ამბები :: ინტერვიუები-
Jump to: