Subject: თათული ედიშერაშვილი Sat Feb 25, 2012 12:27 pm
თათული ედიშერაშვილი ― ქართველი მსახიობი. დაიბადა 1981 წელს ქალაქ თბილისში. არის დაოჯახებული. 2002 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი. 2003 წელს თავისუფალ თეატრში ითამაშა სპექტაკლებში: ბიუხნერის - „ვოიცეკი“ (ანდრო ენუქიძე); უ.ბ.მოლიერი - „დონ- ჟუანი“ (ალექსი ჯაყელი); 2009 წელს მონაწილეობა მიიღო ავთო ვარსიმაშვილის ფილმში „ყველაფერი კარგად იქნება“. ფართო მაყურებლისათვის ცნობილია ასევე პოპულარული ტელე სერიალით „შუა ქალაქში“.