დავიდ ვილია სანჩესი (ესპ. David Villa Sánchez) მეტსახელი: ელ გუახე (ასტ. ბავშვი)[1][2] — ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს თავდამსხმელად.[3][4]. მიუხედავად ბავშვობაში გადატანილი უმძიმესი ტრავმისა, მან თავისი პროფესიონალური კარიერა ხიხონის „სპორტინგში“ დაიწყო. 2 სეზონის შემდეგ, ვილია „რეალ სარაგოსაში“ გადავიდა, სადაც მას ლა ლიგის დებიუტი ჰქონდა და პირველი სერიოზული ტიტულები - ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
კატალონიურ კლუბში გადმოსვლამდე, ვილია „ვალენსიაში" თამაშობდა.