სეიდუ კეიტა (ფრანგ. Seydou Keita; დ. 16 იანვარი, 1980, ბამაკო) — მალელი ფეხბურთელი. ამჟამად თამაშობს საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში. ამპლუა: ნახევარმცველი. ასპარეზობს ასევე როგორც ცენტრალური ან ჩამშლელი ნახევარმცველი. საფეხბურთო კარიერა დაიწყო მარსელის ოლიმპიკში, კლუბში ერთი სეზონი ჩაატარა და გადავიდა საფეხბურთო კლუბ ლორიანში. არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა ლანსში, სადაც 156 მატჩი 19 გოლის გატანა მოახერხა. 2007 წელს სეიდუ კეიტა გადაიბირა ესპანურმა სევილიამ. თუმცა სევილიაში იგი მხოლოდ ერთ წელიწადს გაჩერდა. 2008 წლიდან კეიტა თამაშობს საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში 15 ნომრით. პირველი გოლი კატალონიელთა შემადგენლობაში კეიტამ გაიტანა 2008 წლის 16 ნოემბერს, უელვას კარში.[1][2] ის თამაში ბარსელონამ 2-0 მოიგო. პირველ სეზონში ბარსელონას რიგებში 46 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 2009 წლის 25 ოქტომბერს კეიტამ სარაგოსასთან შეხვედრაში კარიერაში პირველი ჰეტ-ტრიკი შეასრულა.[3]
მალის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებში კეიტას დებიუტი შედგა 2000 წელს.