სერხიო ბუსკეტს ბურგოსი (დ. 16 ივლისი, 1988) — ესპანელი ფეხბურთელი, ბარსელონას და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.
ის სრულიად უცნობი ფეხბურთელი იყო გულშემატკივრისთის, როცა ბარსელონას პირველ გუნდში მოხვდა 2008 წელს, მაგრამ დროის მოკლე პერიოდში გაითქვა სახელი. ბარსელონაში დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ ის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა.
სექციების სია [დამალვა]
1 საკლუბო კარიერა
2 სანაკრებო კარიერა
3 საკლუბო სტატისტიკა
4 რესურსები ინტერნეტში
5 სქოლიო
საკლუბო კარიერა [რედაქტირება]
ბუსკეტსი დაიბადა ბადია-დელ-ვალიესში, ბარსელონაში, კატალონიაში. 2005 წელს ის შეუერთდა ბარსელონას ახალგაზრდულ კლუბს, სადაც 26 მატჩში გაიტანა შვიდი გოლი. ორი წლის შემდეგ ის მოხვდა ბარსელონა B-ში, რომელსაც წვრთნიდა ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც დაეხმარა ფეხბურთელს მესამე დივიზიონში გადასვლაში. ბუსკეტსმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა ერთი გოლი.[1] იმავე სეზონში ბუსკეტის დებიუტი შედგა პირველ გუნდში კატალონიის თასზე, სადაც შეცვლაზე შემოვიდა. ის თამაშობს 16-ნომრიანი მაისურით სერხიოს სახელით, რაც ხშირად იწვევს დაბნეულობას.
ბუსკეტის რობინ ვან-პერსისთან და ფრანსესკ ფაბრეგასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში 2011 წელს.
2008 წლის 13 სექტემბერს შედგა ბუსკეტსის დებიუტი ლა ლიგაში, 90 წუთი ითამაშა სანტანდერის რასინგის წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა ფრედ, 1-1.[2] 2008 წლის 22 ოქტომბერს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ბაზელთან სტუმრად გამართულ მატჩში მე-15 წუთზე გაიტანა მეორე გოლი, იმ მატჩში მისმა გუნდმა კი მოიგო 5-0.[3] 22 დეკემბერს ფეხბურთელს კლუბმა გაუხანგრძლივა კონტრაქტი 2013 წლამდე.[4][5]
2009 წლის 7 მარტს ბუსკეტსმა პირველი გოლი მიითვალა ლა ლიგაში ბილბაოს ატლეტიკთან 2-0 მოგებულ მატჩში. ბუსკეტსმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მისმა გუნდმა დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 2-0.
2010-2011 წლების სეზონში ბუსკეტსი კლუბში თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
2011 წლის 27 იანვარს ფეხბურთელმა კლუბთან გაახანგრძლივა კონტრაქტი 2015 წლამდე, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი კი განისაზღვრა 150 მილიონი ევროთი.[6]
სანაკრებო კარიერა [რედაქტირება]
2008 წლის 11 ოქტომბერს შედგა ბუსკეტსის დებიუტი ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში 2009 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიაში. მე-17 წუთზე მან გაიტანა გოლი, მისმა ნაკრებმა წააგო 1-2, მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება დარჩათ ესპანელებს (4-3).
2009 წლის 6 თებერვალს გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ინგლისთან 11 თებერვალს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის.[7] ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება კი მიეცა 2009 წლის 1 აპრილს თურქეთის ნაკრებთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. მან 16 წუთი ითამაშა სტამბოლში, სადაც მისმა გუნდმა მოიგო 2-1.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებში ჰყავდა გამოძახებული ვისენტე დელ-ბოსკეს სამხრეთ აფრიკაში.